პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს
ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტრო სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, "მო­მა­ვალ წელს და იმის შემ­დეგ წლებ­ში კი­დევ უფრო შემ­სუ­ბუქ­დე­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩან­თე­ბი". მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ამ­ჟა­მად გა­მომ­ცემ­ლებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა.

რო­გორც ჯე­ჯე­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია და ახა­ლი წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბა უფრო მსუ­ბუ­ქი, ვიდ­რე წინა.

"გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მოგ­ვი­წევს მუ­შა­ო­ბა. მე არა­ერ­თხელ ვთქვი, რომ რომ ჩან­თის სიმ­ძი­მე მარ­ტო წიგ­ნის სიმ­ძი­მი­დან არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის სიმ­რავ­ლი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. შვი­დი და რვა გაკ­ვე­თი­ლი თუ აქვს ბავ­შვს, ცხა­დია, რომ მეტი წიგ­ნი და რვე­უ­ლი უნდა წა­ი­ღოს. მე­ო­რე ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ შუა კლა­სებ­ში უნდა განვტვირ­თოთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ.

მე­სა­მე ცვლი­ლე­ბა არის ის, რომ უნდა გაჩ­ნდეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ანუ ოჯახს თუ სურ­ვი­ლი აქვს, ბავ­შვმა სახ­ლში ქა­ღალ­დის წიგ­ნე­ბით იმუ­შა­ვოს, მაგ­რამ სკო­ლა­ში ელექტრო­ნუ­ლი ას­ლე­ბი ჰქონ­დეს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქო­ნეს, თუმ­ცა ეს ოჯა­ხის გა­და­სა­წყვე­ტია, უნდა თუ არა, რომ მის­მა შვილ­მა ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ისარ­გებ­ლოს. ასე რომ, მო­მა­ვალ წელს უკვე შემ­სუ­ბუქ­დე­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩან­თე­ბი, იმის შემ­დეგ წლებ­ში კი კი­დევ უფრო შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. თუმ­ცა, დღე­საც მინ­და ვთქვა, რომ არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რომ ყო­ველ დღე ყვე­ლა წიგ­ნი არ ატა­როს მოს­წავ­ლემ", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ი­გეთ ვრცლად იმ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა - ინ­ტერ­ვიუ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, სამინისტრო სასკოლო წიგნების წონის რეგულირებაზე მუშაობს.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, "მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები". მისივე განმარტებით, რეგულაციები უკვე მომზადებულია და ამჟამად გამომცემლებთან მიმდინარეობს განხილვა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია და ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა.

"გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილებები იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ასევე წაიკითხეთ: გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი