სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა შ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2016 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში, ლაშა შ. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს დაჰ­პირ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ქ. თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ი­ღებ­და სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას, რის სა­ნაც­ვლო­დაც მოს­თხო­ვა 6 000 აშშ დო­ლა­რი.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ნო­ემ­ბერს ლაშა შ-მ აღ­ნიშ­ნულ პირს მო­ტყუ­ე­ბით, თაღ­ლი­თუ­რად გა­მო­არ­თვა მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 3000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც იგი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19-180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6 000 აშშ დოლარი.

"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - განაცხადეს სუს-ში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ