საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი
"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი

თუ სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თა­ვის თავს ვერ ინა­ხა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად მათ არ­სე­ბო­ბა­საც აზრი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სის­ტე­მუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა სა­ჭი­რო და ამ მხრივ მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი შვი­ლო­ბი­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის შე­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა უნდა იყოს.

"ზო­გა­დი პრინ­ცი­პის სა­ხით სჯობს ის ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც თა­ვის თა­ვის შე­ნახ­ვა შე­უძ­ლია. ისე­თი შვი­ლო­ბი­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის შე­ნახ­ვას, რო­მელ­საც აქვს ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი, აზრი აქვს. თუ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები არი­ან ბი­უ­ჯეტ­ზე მიბ­მუ­ლე­ბი, ანუ ზა­რა­ლი­ა­ნე­ბი, მათ შე­ნახ­ვას აზრი არ აქვს. ასე­თი ქვესტრუქ­ტუ­რე­ბი, სჯობს, პირ­და­პირ იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­ურ­ნეო ან­გა­რი­შის გა­რე­შე. აქ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი, იგი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ა.შ. რაც შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ფი­უ­რი სა­კი­თხი აღ­მოჩ­ნდეს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, მას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი ან არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც აქვს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ თა­ვი­სი თავი შე­ი­ნა­ხოს.

"ეს სა­კი­თხი არ მაქვს შეს­წავ­ლი­ლი და ახლა შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო მხო­ლოდ ზო­გად მიდ­გო­მა­ზე, თუ რა არის სწო­რი. ფაქ­ტია, რომ ჩვენ აქ გვჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სის­ტე­მუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რე­ფორ­მა და ეს რომ და­ი­წყოს, ამის­თვის ზო­გად პრინ­ცი­პად ალ­ბათ ეს უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები თა­ვის თავს უნდა ინა­ხავ­დნენ. თუ ისი­ნი თა­ვის თავს ვერ ინა­ხა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად მათ არ­სე­ბო­ბა­საც აზრი არ აქვს", - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სსიპ-ები­სა და ა(ა)იპ-ების შემ­ცი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს აკე­თებს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, ღრმად არ იც­ნო­ბენ პრობ­ლე­მას და სა­კითხს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და გი­თხრათ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, ღრმად არ იც­ნო­ბენ პრობ­ლე­მას და სა­კითხს და მათ არც უკი­თხავთ ეს რა არის. იყო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იყო ასა­ხუ­ლი ბი­უ­ჯეტ­ში და უბ­რა­ლოდ მათი ასახ­ვა ხდე­ბა. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, რომ სსიპ-ები გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ხა­ზი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, მათ შო­რის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. გა­დავ­დგით ბევ­რი ნა­ბი­ჯი, რომ მათი ბი­უ­ჯე­ტი უფრო გამჭვირ­ვა­ლე ყო­ფი­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის პრო­ცე­სი და ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ. ბი­უ­ჯეტ­ში და­ნარ­ჩე­ნი რა პრო­ცე­სე­ბი იქ­ნე­ბა, ამას ნა­ხავთ", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

ამას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სსიპ-ები­სა და ა(ა)იპ-ების შემ­ცი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი

"აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას" - ხუხაშვილი სისტემურ რეორგანიზაციაზე და ხადურის პასუხი

თუ სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართულებით სისტემური რეორგანიზაციაა საჭირო და ამ მხრივ მთავარი პრინციპი შვილობილი სტრუქტურების შემოსავლიანობა უნდა იყოს.

"ზოგადი პრინციპის სახით სჯობს ის ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები იყოს შენარჩუნებული, რომლებსაც თავის თავის შენახვა შეუძლია. ისეთი შვილობილი სტრუქტურების შენახვას, რომელსაც აქვს ფასიანი სერვისები, აზრი აქვს. თუ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები არიან ბიუჯეტზე მიბმულები, ანუ ზარალიანები, მათ შენახვას აზრი არ აქვს. ასეთი ქვესტრუქტურები, სჯობს, პირდაპირ იყოს ინტეგრირებული, ყოველგვარი დამატებითი სამეურნეო ანგარიშის გარეშე. აქ ასევე შეიძლება იყოს გარკვეული გამონაკლისი, იგივე უნივერსიტეტებთან მიმართებაში და ა.შ. რაც შეიძლება სპეციფიური საკითხი აღმოჩნდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი აღნიშნავს, მას არ აქვს ინფორმაცია რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია საქართველოში, რომელსაც აქვს იმდენი შემოსავალი, რომ თავისი თავი შეინახოს.

"ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი და ახლა შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ზოგად მიდგომაზე, თუ რა არის სწორი. ფაქტია, რომ ჩვენ აქ გვჭირდება სერიოზული სისტემური რეორგანიზაცია, რეფორმა და ეს რომ დაიწყოს, ამისთვის ზოგად პრინციპად ალბათ ეს უნდა იყოს გამოყენებული, რომ ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები თავის თავს უნდა ინახავდნენ. თუ ისინი თავის თავს ვერ ინახავენ, შესაბამისად მათ არსებობასაც აზრი არ აქვს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საკითხზე კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს და მათ არც უკითხავთ ეს რა არის. იყო პროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო ასახული ბიუჯეტში და უბრალოდ მათი ასახვა ხდება. ჩვენ გავაკეთეთ, რომ სსიპ-ები გადმოვიყვანეთ სახაზინო მომსახურებაზე, მათ შორის, უნივერსიტეტები. გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ მათი ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს ყველაფერი არის პროცესი და ამას გავაგრძელებთ. ბიუჯეტში დანარჩენი რა პროცესები იქნება, ამას ნახავთ“, - განაცხადა ხადურმა.

ამასთან, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ხელისუფლებას სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების რეკომენდაციას აძლევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."