მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარადმწვანე" დეპუტატები საქართველოს პარლამენტში
"მარადმწვანე" დეპუტატები საქართველოს პარლამენტში

უკვე ცნო­ბი­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­დაც 3 პარ­ტი­ის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ლენ (იხი­ლეთ მო­მა­ვა­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სია)

მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა ახა­ლი არ არის. მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი ორი, სამი ან მეტი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. გთა­ვა­ზობთ "მა­რადმწვა­ნე" დე­პუ­ტა­ტე­ბის არას­რულ ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც რამ­დენ­ჯერ­მე იყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და რო­მელ­თაც მო­მა­ვალ 4 წელ­საც ვი­ხი­ლავთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში.

გიგა ბუ­კია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია და პარ­ტი­ა­ში სიის 35-ე ნომ­რად და­სა­ხელ­და. "კონ­სერ­ვა­ტო­რი" ბუ­კია იქამ­დე ორ­ჯერ იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მე­ექ­ვსე და მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში - 2004-2008 და 2012-2016 წლებ­ში.

ასე­ვე "კონ­სერ­ვა­ტო­რი" ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიის მე-15 ნო­მე­რია. ძი­ძი­გუ­რი პარ­ლა­მენ­ტის სამი მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ.

მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და პარ­ტი­უ­ლი სიის მე-17 ნო­მე­რია. მას ვი­ხი­ლავთ მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტშიც, აქამ­დე გა­ჩე­ჩი­ლა­ძე უკვე იყო მე­სა­მე, მე­ო­თხე და მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.

ენერ­გე­ტი­კის ექ­სპერ­ტი რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიის 33-ე ნო­მე­რია. 75 წლის დე­პუ­ტა­ტი უხუ­ცე­სია და შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას (პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვამ­დე), სწო­რედ ის გა­უ­ძღვე­ბა. ის უკვე იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 1999-2003 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის სიით.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე უკვე იყო სამი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და მას მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტშიც ვი­ხი­ლავთ.

მისი კო­ლე­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნია - გო­გო­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე-6, მე-7, მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის 23-ე ნომ­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ოთხ წელს ვი­ხი­ლავთ პარ­ლა­მენ­ტში.

გო­გო­რიშ­ვი­ლის მსგავ­სად, "რე­კორდსმე­ნი" დე­პუ­ტა­ტია გიგი წე­რე­თე­ლიც - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში 27-ე ნო­მე­რი, სამი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის (1999, 2003, 2008) წევ­რია.

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და პარ­ტი­უ­ლი სიის მე-12 ნო­მე­რია. კან­დე­ლა­კი ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო 2008-2016 წლებ­ში და ახალ პარ­ლა­მენ­ტში უკვე მე­სა­მედ ვი­ხი­ლავთ.

წელს პირ­ვე­ლად შე­დის პარ­ლა­მენ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი", თუმ­ცა არა მისი ერთ-ერთი წევ­რი ადა მარ­შა­ნია. იგი უკვე 4-ჯერ იყო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რი - მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
0

ეს მარშანია სუფთა ფაშისტია და დეპუტატობა კი არა , სირცხვილია მაგის გვერდით დგომა, ჯდომა....

MAIA
0

კაკო ბობოხიძე გამოგრჩათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მარადმწვანე" დეპუტატები საქართველოს პარლამენტში

"მარადმწვანე" დეპუტატები საქართველოს პარლამენტში

უკვე ცნობილია საპარლამენტო არჩევნების შედეგები და უახლოეს პერიოდში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, სადაც 3 პარტიის - "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები შევლენ (იხილეთ მომავალი დეპუტატების სავარაუდო სია)

მათი გარკვეული ნაწილისთვის საპარლამენტო საქმიანობა ახალი არ არის. მეტიც, ზოგიერთი ორი, სამი ან მეტი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. გთავაზობთ "მარადმწვანე" დეპუტატების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ პარლამენტის წევრები და რომელთაც მომავალ 4 წელსაც ვიხილავთ საკანონმდებლო ორგანოში.

გიგა ბუკია "ქართული ოცნების" წევრია და პარტიაში სიის 35-ე ნომრად დასახელდა. "კონსერვატორი" ბუკია იქამდე ორჯერ იყო პარლამენტის წევრი მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტში - 2004-2008 და 2012-2016 წლებში.

ასევე "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური "ქართული ოცნების" პარტიული სიის მე-15 ნომერია. ძიძიგური პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი გახლდათ.

მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე "ქართული ოცნების" წევრი და პარტიული სიის მე-17 ნომერია. მას ვიხილავთ მომავალ პარლამენტშიც, აქამდე გაჩეჩილაძე უკვე იყო მესამე, მეოთხე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ენერგეტიკის ექსპერტი რევაზ არველაძე "ქართული ოცნების" სიის 33-ე ნომერია. 75 წლის დეპუტატი უხუცესია და შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას (პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე), სწორედ ის გაუძღვება. ის უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2003 წლებში, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით.

"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე უკვე იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და მას მომავალ პარლამენტშიც ვიხილავთ.

მისი კოლეგა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანია - გოგორიშვილი საქართველოს მე-6, მე-7, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" სიის 23-ე ნომრად არის წარმოდგენილი და შესაბამისად, კიდევ ოთხ წელს ვიხილავთ პარლამენტში.

გოგორიშვილის მსგავსად, "რეკორდსმენი" დეპუტატია გიგი წერეთელიც - "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციულ სიაში 27-ე ნომერი, სამი მოწვევის პარლამენტის (1999, 2003, 2008) წევრია.

გიორგი კანდელაკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პარტიული სიის მე-12 ნომერია. კანდელაკი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 2008-2016 წლებში და ახალ პარლამენტში უკვე მესამედ ვიხილავთ.

წელს პირველად შედის პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი", თუმცა არა მისი ერთ-ერთი წევრი ადა მარშანია. იგი უკვე 4-ჯერ იყო საკანონმდებლო ორგანოს წევრი - მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი