პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?
გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?

მთა­ვა­რი კი­თხვა მაქვს: პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბის გარ­და სხვა ყვე­ლა სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და ესღა დაგ­ვრჩა გა­სარ­კვე­ვი? - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას.

რო­გორც აბა­შიშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ დად­გა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში.

"მო­დით გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­ი­დან მოხ­ვდა ეს თემა მე­დი­ა­ში: რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის მხრი­დან გაჟ­ღერ­და ეს თემა, რომ სა­ჭი­რო იყო პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბა და შემ­დგომ ამას მოჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი ტი­პის დის­კუ­სი­ე­ბი. შემ­დგომ თან­და­თა­ნო­ბით ხდე­ბო­და ამ სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ველ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა. სა­ერ­თოდ რა­ტომ დად­გა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში, დღემ­დე ამის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რა­ვინ სა­უბ­რობს. მე მეს­მის, რომ დღეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ახლა, ვფიქ­რობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­შე დგას მთა­ვა­რი დი­ლე­მა - რაში გა­მო­ი­ყე­ნებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, იმ მან­და­ტებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ა­ნი­ჭა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასე­თი მა­ღა­ლი მან­და­ტი რის­თვის მი­ა­ნი­ჭა, იმის­თვის, რომ რა­ღაც უტო­პი­ურ თე­მებ­ზე ესა­უბ­რა, რო­გო­რიც არის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა? ჩემი აზ­რით, ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა ეს მან­და­ტი მი­ა­ნი­ჭა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" იმის­თვის, რა მე­სი­ჯე­ბი­თაც ეს პარ­ტია გა­მო­დი­დო­და, ეს იყო: უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ეკე­თე­სი ჯან­დაც­ვა, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.აშ. სია გრძე­ლია და არ­სად წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბა იყო მთა­ვა­რი მე­სი­ჯი.

ეს არის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი თემა და ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რომ ამ აბ­სურ­დულ თე­მა­ზე ამ­დე­ნი ხანი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მსჯე­ლობს. სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­კა­ვებ­დით თავს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფა­სე­ბა ან კო­მენ­ტა­რი გაგ­ვკე­თე­ბი­ნა და დღე­საც გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და აბა­შიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი დღეს წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ის არის მთა­ვა­რი ბა­ლან­სის შემ­ქმნე­ლი სხვა­დას­ხვა შტოს შო­რის და "მისი სა­შუ­ა­ლე­ბით უამ­რა­ვი სა­კი­თხი გა­დარ­ჩა ამ ქვე­ყა­ნა­ში".

"რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა, რა იქ­ნე­ბო­და მოს­მე­ნე­ბის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით? რა იქ­ნე­ბო­და ეროვ­ნულ ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თოდ გვექ­ნე­ბი­ო­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი?,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?

გიორგი აბაშიშვილი - კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და გასარკვევი ესღა დაგვრჩა?

მთავარი კითხვა მაქვს: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების გარდა სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია და ესღა დაგვრჩა გასარკვევი? - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც აბაშიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, საერთოდ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

"მოდით გავიხსენოთ, საიდან მოხვდა ეს თემა მედიაში: როდესაც ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტური რამოდენიმე საათის დასრულებული იყო, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაჟღერდა ეს თემა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და შემდგომ ამას მოჰყვა გარკვეული ტიპის დისკუსიები. შემდგომ თანდათანობით ხდებოდა ამ სრულიად გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა. საერთოდ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, დღემდე ამის შესახებ აბსოლუტურად ვერავინ საუბრობს. მე მესმის, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ახლა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" წინაშე დგას მთავარი დილემა - რაში გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმ მანდატებს, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა.

საზოგადოებამ ასეთი მაღალი მანდატი რისთვის მიანიჭა, იმისთვის, რომ რაღაც უტოპიურ თემებზე ესაუბრა, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევნების წესის ცვლილება? ჩემი აზრით, ქართველმა ამომრჩეველმა ეს მანდატი მიანიჭა "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რა მესიჯებითაც ეს პარტია გამოდიდოდა, ეს იყო: უკეთესი განათლება, ეკეთესი ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა, სოფლის განვითარება და ა.აშ. სია გრძელია და არსად წერია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იყო მთავარი მესიჯი.

ეს არის სრულიად აბსურდული თემა და ძალიან უცნაურია, რომ ამ აბსურდულ თემაზე ამდენი ხანი ამდენი ადამიანი მსჯელობს. სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ სერიოზული შეფასება ან კომენტარი გაგვკეთებინა და დღესაც გამიჭირდება ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს წარმატებით ფუნქციონირებს, ის არის მთავარი ბალანსის შემქმნელი სხვადასხვა შტოს შორის და „მისი საშუალებით უამრავი საკითხი გადარჩა ამ ქვეყანაში".

"რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობა, რა იქნებოდა მოსმენების კანონთან დაკავშირებით? რა იქნებოდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, საერთოდ გვექნებიოდა ეროვნული ბანკი?,- აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."