პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე
"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე

"ეს ქო­ნე­ბა ჩემ­თვის არა­ფე­რი არაა იმის მერე, რაც სულ­ხანს და­მარ­თეს" - ამის შე­სა­ხებ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ თა­თია მო­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც თა­თია მო­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი ოჯა­ხი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას 13 წელი ელო­და, თუმ­ცა სა­მარ­თა­ლის ზე­იმს თა­ვად სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი ვერ მო­ეს­წრო.

"შე­ვის­ყი­დე წავ­კი­სის აგა­რა­კი სულ­ხა­ნის და­ჭე­რის შემ­დეგ და ვა­ჩუ­ქე სა­ხელ­მწი­ფოს. 13-წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ დაგ­ვიბ­რუნ­და ეს ქო­ნე­ბა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია ამას სულ­ხა­ნი ვერ მო­ეს­წრო. ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთი ეტა­პია და ჩვენს საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცა­ხა­და თა­თია მო­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა სხვა ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო მო­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს კი­დევ ჩა­მო­არ­თვა, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­თვის სა­ხელ­მწი­ფოს სხვა რა­ი­მე ქო­ნე­ბა არ ჩა­მო­ურ­თმე­ვია.

"მეტი რაღა უნდა წა­ე­ღოთ, სი­ცო­ცხლე წა­არ­თვეს ადა­მი­ანს. ეს ქო­ნე­ბა ჩემ­თვის არა­ფე­რი არაა იმის მერე რაც სულ­ხანს და­მარ­თეს", - გა­ნა­ცხა­და თა­თია მო­ლაშ­ვილ­მა.

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფოს და პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯახს სო­ფელ წავ­კის­ში მდე­ბა­რე უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი აგა­რა­კი და­უბ­რუნ­და.

"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე

"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე

"ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს" - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლემ თათია მოლაშვილმა ჟურნალისტებს მოლაშვილის ოჯახისთვის პროკურატურის მიერ ქონების დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

როგორც თათია მოლაშვილმა აღნიშნა, მისი ოჯახი ქონების დაბრუნებას 13 წელი ელოდა, თუმცა სამართალის ზეიმს თავად სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო.

"შევისყიდე წავკისის აგარაკი სულხანის დაჭერის შემდეგ და ვაჩუქე სახელმწიფოს. 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ეს ქონება, მაგრამ რაც მთავარია ამას სულხანი ვერ მოესწრო. ქონების დაბრუნება მხოლოდ ერთი ეტაპია და ჩვენს საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცახადა თათია მოლაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა სხვა ქონება, რომელიც სახელმწიფო მოლაშვილების ოჯახს კიდევ ჩამოართვა, სულხან მოლაშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათთვის სახელმწიფოს სხვა რაიმე ქონება არ ჩამოურთმევია.

"მეტი რაღა უნდა წაეღოთ, სიცოცხლე წაართვეს ადამიანს. ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე რაც სულხანს დამართეს", - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

სულხან მოლაშვილის მეუღლე სახელმწიფოს და პროკურატურას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი