პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოეწყობა ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორია - საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა
როგორ მოეწყობა ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორია - საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

ხე­ე­ბის მოჭ­რის სა­კი­თხი ჯერ არ დამ­დგა­რა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ და თა­ბო­რის მთა­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც გუ­შინ საკ­რე­ბუ­ლომ და­ამ­ტკი­ცა.

მისი თქმით, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა არის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა, რო­მელ­ზეც დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლომ იმ­სჯე­ლა არის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მათ შო­რის და­გეგ­მი­ლია გოლფ კლუ­ბის გა­კე­თე­ბა, და­მა­ტე­ბით გამ­წვან­დე­ბა ტე­რი­ტო­რია. კონ­კრე­ტუ­ლი დენ­დრო­ლო­გი­ის პრო­ექ­ტი მომ­ზა­დე­ბის სტა­დი­ა­ზეა და ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შე­მო­ტა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

გუ­შინ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში 24 ხმით 5-ის წი­ნა­აღ­მდეგ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­მა და­ამ­ტკი­ცეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში, ოქ­რო­ყა­ნას და­სახ­ლე­ბა­ში, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კომ­პლექ­სის გა­შე­ნე­ბას.

ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ და თა­ბო­რის მთა­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბას ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი აბე­სა­ძე ითხოვ­და.

მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძა­ლი­ან სწრა­ფად, მო­უმ­ზა­დებ­ლად, არას­რულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და­ამ­ტკი­ცა ბო­ტა­ნი­კუ­ლი ბა­ღის ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ 300 000 კვ/მ ფარ­თობ­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათა­სო­ბით ხის მოჭ­რას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

როგორ მოეწყობა ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორია - საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

როგორ მოეწყობა ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორია - საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების გეგმაზე საუბრისას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ საკრებულომ დაამტკიცა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს.

"განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული დენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი", - განაცხადა ნარმანიამ.

გუშინ, თბილისის საკრებულოში 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრწანისის რაიონში, ოქროყანას დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გაშენებას.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას თბილისის საკრებულოში ხმაური მოჰყვა. საკრებულოს სხდომის დასაწყისში აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ითხოვდა.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ ძალიან სწრაფად, მოუმზადებლად, არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში დაამტკიცა ბოტანიკული ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე და იქ მიმდებარედ არსებულ 300 000 კვ/მ ფართობზე განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე ათასობით ხის მოჭრას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ