პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა
სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯახს 2004 წელს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა და­უბ­რუნ­და. სა­უ­ბა­რია წავ­კის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯახს, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 140 000 ლა­რად აყი­დი­ნეს და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ა­ცე­მი­ნეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რორ­მა ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ მი­ა­წო­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, 2004 წლის ივ­ლის­ში სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ძმას, თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­დნენ მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის სა­ნაც­ვლოდ მოს­თხო­ვეს თბი­ლის­ში, სო­ფელ წავ­კის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი აგა­რა­კის შე­ძე­ნა და შემ­დგომ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მა. მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ პი­რო­ბას და­თან­ხმდნენ და ბან­კი­დან აი­ღეს სეს­ხი, რის შემ­დე­გაც 2004 წლის 14 ივ­ლისს სო­ფელ წავ­კის­ში მდე­ბა­რე აგა­რა­კი 140 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნეს და იმა­ვე დღეს სა­ხელ­მწი­ფოს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან, მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბო­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არ შე­უც­ვა­ლეს და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში, ამა წლის 29 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა

სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა

სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა. საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.

პროკურატურაში სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ქონების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პროკურორმა ემზარ გაგნიძემ მიაწოდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას, თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ მაშინდელი პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოლაშვილის ოჯახის წევრები ამ პირობას დათანხმდნენ და ბანკიდან აიღეს სესხი, რის შემდეგაც 2004 წლის 14 ივლისს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი 140 000 ლარად შეიძინეს და იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მოლაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან, მოთხოვნის შესრულების მიუხედავად, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინდელი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს და საპატიმრო დაწესებულებიდან არ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი საფრანგეთში, ამა წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ