"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მწერალ ნაირა გელაშვილის შესახებ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.
"ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია.
"არ შეიძლება "ნაცები" პარლამენტში! ასეთ პარლამენტთან ერთად ხალხი ვერ იცხოვრებს! არ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა აზრითაც: თვით ლიბერალური ათეიზმით წელგამაგრებულებმაც არ შეიძლება მთლიანად უარყონ დანაშაულისა და ბედისწერის ერთმანეთზე გადაჯაჭვულობა! ვიდრე სისხლის სამართლისა და ზნეობრივი სამართლის დამნაშავეები პარლამენტში ისხდებიან და მათი ტრიბუნა "რუსთავი 2" ასე გააგრძელებს მუშაობას, ქვეყანა სიკეთეს არ უნდა ელოდოს" (c) ნაირა გელაშვილი", - დაწერა ნიკა გვარამიამ. პოსტს კომენტარებში სხვა ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:
ირინა სარიშვილი: კარგი პუბლიცისტია და არა მწერალი. პუბლიცისტობა ტექნიკური ნიჭია და არა სულიერი.
ნიკა გვარამია: არა, მწერალია ძალიან კარგი. პუბლიცისტიკა არ წამიკითხავს. პროზა
ირინა სარიშვილი: მე წერილებს ვგულისხმობ სადაც აზრის კარგად ჩამოყალიბება შეუძლია. პროზას ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცნობ და მართლა საოცარია როგორ თავსდება ეს ერთმანეთთან. თუმცა მე მომღერალი ვიცი ძალიან ცნობილი, არანორმალურად მაგარი ხმა ამოსდის გგონია რომ გულიდან და ამ დროს სრულიად უვარგისი ადამიანია. ასეც ხდება ალბათ..
ზელიმხან უძილაური: აქ ერთი მომენტიცაა ჩემი აზრით. ნაირას კარგად ვიცნობ. მას აქვს პასუხისმგებლობა უზარმაზარ სახლზე და თანამშრომლებზე. მათ რჩენას, რომელთაგან ზოგი უსუსური პოეტია და ზოგიც ქვრივი და ზოგიც მოხეტიალე მოაზროვნე, ჭირდება ფული და ხიხოსთვის დაბოლება. ასე მგონია, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორია. კავკასიური სახლის თანამშრომლები, მგონი 300 კაცია, ჩვილი ბავშვებივით არიან და თან უამრავი პროექტია და რა ვიცი...მოკლედ, დედის როლშია. თან სიბერე, სიბერეში ხომ ყველა პატრიარქს ემსგავსება.
ნიკა რურუა: არც ისე კარგი მწერალია, ჩვენში დარჩეს. ასე ჩლუნგად მოაზროვნე მართლა კარგი მწერალი ვერ იქნება. ნიჭიერი ქალი კი იყო მართლა. მაგრამ, ნიჭიც, ფულის და ბენზინის არ იყოს, იხარჯება და ქრება. არაა კონსტანტა. ბოღმა, შური - აქრობს ნიჭს.
ზაალ სამადაშვილი: კონსტანტინე ლორთქიფანიძემაც იცოდა ტექსტის აწყობა და პერსონაჟების ძერწვა ამ ქალზე უკეთ, ოდესღაც გატაცებითაც კითხულობდნენ... დღეს აღარც მისი " მწერლობაა" და აღარც აღტაცება მისი "სიღრმეებში" წვდომით.