საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია
კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

ჩემს თავს, ალ­ბათ, უფრო ვხე­დავ მთავ­რო­ბა­ში, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა არ გა­მაჩ­ნია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პარ­ტი­ის შიგ­ნით უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე მისი და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, კა­ლა­ძემ უარ­ყო.

"მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, თუ ვინ რო­მელ სა­მი­ნის­ტროს ჩა­ი­ბა­რებს, რა თქმა უნდა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. ჩემს თავს, ალ­ბათ, უფრო ვხე­დავ მთავ­რო­ბა­ში, თუმ­ცა აქაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა არ გა­მაჩ­ნია და სა­დაც ქვე­ყა­ნას და გუნდს დავ­ჭირ­დე­ბი, მზად ვარ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩემი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას მო­ვახ­მა­რო. ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, ეს ერთ-ერთი ჭო­რია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რომ არის ვერ­სია, შე­საძ­ლოა ის წარ­დგე­ნი­ლი იყოს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. "რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბას, პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დიდი დროა. მა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი გვაქვს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, ასე რომ, წი­ნას­წარ მო­საზ­რე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა არ იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

კახა კალაძე - ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციები პარტიის შიგნით უახლოეს დღეებში გაიმართება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ, კალაძემ უარყო.

"მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები უახლოეს მომავალში იქნება. ჩემს თავს, ალბათ, უფრო ვხედავ მთავრობაში, თუმცა აქაც განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია და სადაც ქვეყანას და გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო და ჩემი შესაძლებლობები ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ერთ-ერთი ჭორია", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომ არის ვერსია, შესაძლოა ის წარდგენილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატად, კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. "რაც შეეხება პრეზიდენტობას, პრეზიდენტის არჩევნებამდე დიდი დროა. მანამდე მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასე რომ, წინასწარ მოსაზრებების გაკეთება არ იქნება მართებული", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."