საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!" - თეთრწვერა მოხუცის ემოციური ჟესტი და ერთ სამარშრუტო ტაქსიში გადახდენილი რამდენიმე სიკეთის ამბავი
"ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!" - თეთრწვერა მოხუცის ემოციური ჟესტი და ერთ სამარშრუტო ტაქსიში გადახდენილი რამდენიმე სიკეთის ამბავი

"ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­მარ­შუ­ტო ტაქსში გა­დამ­ხდა­რი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ და­წე­რა, რომ­ლის წა­კი­თხვა ემო­ცი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"სა­მა­რაშ­რუ­ტო ტაქსში, ბოლო გა­ჩე­რე­ბა­ზე თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი ამო­ვი­და. ად­გი­ლე­ბი აღარ იყო და მძღო­ლის გვერ­დით და­ყუნცდა... ოცი­ო­დე წლის გო­გო­ნამ უახ­ლო­ე­სი სა­ვარ­ძლი­დან გაც­რე­ცილ პი­ჯაკ­ზე და­ქა­ჩა - ბაბუ, დაბ­რძან­დი­თო... ბა­ბუმ იუ­კად­რი­სა (მაგ­რამ არ წყე­ნია) - რო­გორ გე­კად­რე­ბა ბი­ძი­აო(!) ეგე­თი მო­ხუ­ცი კი არ ვარ ქა­ლიშ­ვილ­მა ად­გი­ლი და­მით­მო­სო... გო­გო­ნა არ ეშ­ვე­ბო­და, მო­ხუ­ციც ხი­თხი­თებ­და და არაფ­რით ჯდე­ბო­და... და­ვი­ძა­რით.

ალ­ბათ ყვე­ლა მგზავ­რი და­უთ­მობ­და ამ საყ­ვა­რელ და ამაყ მო­ხუცს თა­ვის ად­გილს, მაგ­რამ აღა­რა­ვინ სთა­ვა­ზობ­და. ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად უხერ­ხუ­ლად იყო...

გზა­ში რა­ღაც იკი­თხა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ზუს­ტი მი­სა­მარ­თიც არ სცოდ­ნია. მერე მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იკი­თხა. მერე ჯიბე აა­ჩხრი­ა­ლა. მერე კი იმ გო­გო­ნას გა­დას­ძა­ხა ძველ­მო­დუ­რად და ამა­ყად - ქა­ლიშ­ვი­ლო, თქვე­ნი "ბი­ლე­თი" აღე­ბუ­ლი­აო!.. ამან სულ დაგ­ვი­თუთ­ქა გუ­ლე­ბი...

ჩემს გა­ჩე­რე­ბას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით...

სა­ფუ­ლე­დან ხუ­თ­ლა­რი­ა­ნი ხე­ლის კან­კა­ლით ამო­ვი­ღე და მო­ხუცს ფე­ხებ­თან მი­ვუგ­დე.

- ბა­ტო­ნო! - მი­ვაყ­ვი­რე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან (თან მე­ში­ნო­და კი­დევ ერთხელ არ მე­წყე­ნი­ნე­ბი­ნა მო­ხუ­ცის­თვის, თან ხაზი გა­ვუს­ვი ბა­ბუა არ ხარ­თქო) - ფული და­გი­ვარ­დათ - ავი­ღე და მი­ვა­წო­დე ჩე­მი­ვე დაგ­დე­ბუ­ლი... გა­ოგ­ნე­ბულ­მა და­ხე­და. ცოტა შე­ყოყ­მან­და და გა­მო­მარ­თვა... ლო­ყე­ბი ამეწ­ვა... თით­ქოს მი­მიხ­ვდა... შემ­რცხვა!..

ვიცი მძოლ­მა და­მი­ნა­ხა და იმი­სიც შემ­რცხვა...

სას­წრა­ფოდ შე­მოვტრი­ალ­დი და უკან დავ­დე­ქი.

....

უკა­ნა რი­გე­ბი­დან ვი­ღა­ცამ ფეხ­ზე მდგომს უთხრა ჩან­თას და­გი­ჭე­რო...

ჩას­ვლი­სას მძღოლ­მა უკან და­მიბ­რუ­ნა ჩემი რკი­ნის ლა­რი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნის ხმით მი­თხრა: ჩაბ­რძან­დით ქალ­ბა­ტო­ნო!..", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!" - თეთრწვერა მოხუცის ემოციური ჟესტი და ერთ სამარშრუტო ტაქსიში გადახდენილი რამდენიმე სიკეთის ამბავი

"ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!" - თეთრწვერა მოხუცის ემოციური ჟესტი და ერთ სამარშრუტო ტაქსიში გადახდენილი რამდენიმე სიკეთის ამბავი

"ფეისბუქზე" ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა სამარშუტო ტაქსში გადამხდარი ისტორიის შესახებ დაწერა, რომლის წაკითხვა ემოციის გარეშე შეუძლებელია.

"სამარაშრუტო ტაქსში, ბოლო გაჩერებაზე თეთრწვერა მოხუცი ამოვიდა. ადგილები აღარ იყო და მძღოლის გვერდით დაყუნცდა... ოციოდე წლის გოგონამ უახლოესი სავარძლიდან გაცრეცილ პიჯაკზე დაქაჩა - ბაბუ, დაბრძანდითო... ბაბუმ იუკადრისა (მაგრამ არ წყენია) - როგორ გეკადრება ბიძიაო(!) ეგეთი მოხუცი კი არ ვარ ქალიშვილმა ადგილი დამითმოსო... გოგონა არ ეშვებოდა, მოხუციც ხითხითებდა და არაფრით ჯდებოდა... დავიძარით.

ალბათ ყველა მგზავრი დაუთმობდა ამ საყვარელ და ამაყ მოხუცს თავის ადგილს, მაგრამ აღარავინ სთავაზობდა. ყველა რაღაცნაირად უხერხულად იყო...

გზაში რაღაც იკითხა და აღმოჩნდა, რომ ზუსტი მისამართიც არ სცოდნია. მერე მგზავრობის ღირებულება იკითხა. მერე ჯიბე ააჩხრიალა. მერე კი იმ გოგონას გადასძახა ძველმოდურად და ამაყად - ქალიშვილო, თქვენი "ბილეთი" აღებულიაო!.. ამან სულ დაგვითუთქა გულები...

ჩემს გაჩერებას ვუახლოვდებოდით...

საფულედან ხუთლარიანი ხელის კანკალით ამოვიღე და მოხუცს ფეხებთან მივუგდე.

- ბატონო! - მივაყვირე ნერვიულობისგან (თან მეშინოდა კიდევ ერთხელ არ მეწყენინებინა მოხუცისთვის, თან ხაზი გავუსვი ბაბუა არ ხართქო) - ფული დაგივარდათ - ავიღე და მივაწოდე ჩემივე დაგდებული... გაოგნებულმა დახედა. ცოტა შეყოყმანდა და გამომართვა... ლოყები ამეწვა... თითქოს მიმიხვდა... შემრცხვა!..

ვიცი მძოლმა დამინახა და იმისიც შემრცხვა...

სასწრაფოდ შემოვტრიალდი და უკან დავდექი.

....

უკანა რიგებიდან ვიღაცამ ფეხზე მდგომს უთხრა ჩანთას დაგიჭერო...

ჩასვლისას მძღოლმა უკან დამიბრუნა ჩემი რკინის ლარიანი და ადამიანის ხმით მითხრა: ჩაბრძანდით ქალბატონო!..", - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს