საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს
რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვაზ­ში მცხოვ­რებ ნაზი სე­ფი­აშ­ვილს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვის­ში გა­დაყ­ვა­ნას, ხოლო მის შვილს ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვილს და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც სე­ფი­აშ­ვი­ლი მისი და მისი შვი­ლის მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამ ოჯახ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დედა-შვი­ლი ცხოვ­რობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, თუკი სე­ფი­აშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდე­ბა, მას 24-სა­ა­თი­ა­ნი მოვ­ლა-მზრუნ­ვე­ლო­ბა, კვე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ექ­ნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სე­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი არის მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე, ის იღებს პენ­სი­ას 180 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვი­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნია, თუმ­ცა და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მას დახ­მა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შეს­თა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა, რა­ზეც უარი თქვა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დეო სი­უ­ჟეტ­მა ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ვაზ­ში მცხოვ­რე­ბი სე­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში ოჯა­ხი რამ­დენ­ჯერ­მეა გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, 2015 წლი­დან მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის გამო ოჯა­ხი აღარ არის სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის მიმ­ღე­ბი. ოჯახ­ში მყო­ფი მო­ხუ­ცი, ნაზი სე­ფი­აშ­ვი­ლი იღებს ასა­კის პენ­სი­ას - 180 ლარს და აქვს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის მიზ­ნობ­რი­ვი - სა­პენ­სიო პა­კე­ტი. ოჯა­ხის მე­ო­რე წევ­რი ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვი­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი პი­რია, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მას ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვი­ლი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნია, მას სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან რამ­დენ­ჯერ­მე შეს­თა­ვა­ზეს და­საქ­მე­ბა, თუმ­ცა მან და­საქ­მე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­ხა­ტა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვილს კი­დევ ერთხელ შეს­თა­ვა­ზე­ბენ და­საქ­მე­ბას, რათა ოჯახს გა­უჩ­ნდეს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­დეგ, თუკი ოჯა­ხი ვერ შეძ­ლებს მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, სა­ხელ­მწი­ფო ქალ­ბა­ტონ ნა­ზის შეს­თა­ვა­ზებს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვის­ში გა­დაყ­ვა­ნას, სა­დაც მას 24 სა­ა­თი­ა­ნი მოვ­ლა-მზრუნ­ვე­ლო­ბა, კვე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ექ­ნე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახს გა­აჩ­ნია საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი ფარ­თის სახ­ლი, მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნია და ამას­თან ერ­თად, ალ­ბერტ სე­ფი­აშ­ვილს აქვს არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

"ოჯა­ხის ორი­ვე წევ­რს ჰყავს თითო, გა­რეთ მცხოვ­რე­ბი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მათ დამ­ხმა­რე­ე­ბად ით­ვლე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტით", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს

რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს

ჯანდაცვის სამინისტრო ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ნაზი სეფიაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, ხოლო მის შვილს ალბერტ სეფიაშვილს დასაქმებას სთავაზობს.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სეფიაშვილი მისი და მისი შვილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამ ოჯახში აღნიშნული დედა-შვილი ცხოვრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუკი სეფიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდება, მას 24-საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება.

ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, სეფიაშვილის ოჯახი არის მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე, ის იღებს პენსიას 180 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახის კიდევ ერთი წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტომ მას დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა დახმარება, რაზეც უარი თქვა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეო სიუჟეტმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები სეფიაშვილების ოჯახის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახი რამდენჯერმეა გადამოწმებული, მაგრამ სამწუხაროდ, 2015 წლიდან მაღალი სარეიტინგო ქულის გამო ოჯახი აღარ არის საარსებო შემწეობის მიმღები. ოჯახში მყოფი მოხუცი, ნაზი სეფიაშვილი იღებს ასაკის პენსიას - 180 ლარს და აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი - საპენსიო პაკეტი. ოჯახის მეორე წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანი პირია, დეკლარაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, მას სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე შესთავაზეს დასაქმება, თუმცა მან დასაქმებისადმი ინტერესი არ გამოხატა. ამის მიუხედავად, ალბერტ სეფიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დასაქმებას, რათა ოჯახს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი. ამ ღონისძიებების შემდეგ, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს მოხუცი ქალბატონისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ქალბატონ ნაზის შესთავაზებს სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, სადაც მას 24 საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება", - აცხადებენ სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ოჯახს გააჩნია საკმაოდ მოზრდილი ფართის სახლი, მიწის ნაკვეთი, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია და ამასთან ერთად, ალბერტ სეფიაშვილს აქვს არარეგულარული შემოსავალი.

"ოჯახის ორივე წევრს ჰყავს თითო, გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც ასევე მათ დამხმარეებად ითვლებიან. სოციალური მომსახურების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და უახლოეს დღეებში დაეხმარება ყველა საჭირო პროდუქტით", - აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი