პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაში - 26-წლიანი სამუშაოების შემდეგ მეცნიერებმა სიცოცხლის ახალ ფორმას მიაკვლიეს
უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაში - 26-წლიანი სამუშაოების შემდეგ მეცნიერებმა სიცოცხლის ახალ ფორმას მიაკვლიეს

ან­ტარ­ქტი­და და მისი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ყი­ნუ­ლე­ბი მეც­ნი­ერ­თა დიდ ინ­ტე­რესს ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბამ და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა მკვლე­ვა­რებს თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი ამ უკი­დე­გა­ნო სივ­რცე­ე­ბის უფრო დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნეა, მეც­ნი­ე­რე­ბი, პინგვი­ნებ­თან ერ­თად, აქა­უ­რო­ბის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რე­ბი არი­ან. ექ­სტრე­მა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თეთ­რი კონ­ტი­ნენ­ტის მი­მართ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა.

რუ­სუ­ლი "ვოს­ტო­კი" ან­ტარ­ქტი­დის თოვლსა და ყი­ნუ­ლებს შო­რის და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი სად­გურ­თა­ნა­გია. 1957 წელს და­არ­სე­ბუ­ლი "ვოს­ტო­კი" ზღვის დო­ნი­დან 3 488 მ-ზე, დე­და­მი­წის სი­ცი­ვის პო­ლუ­სის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. 1983 წელს აქ რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა - მი­ნუს 89,2 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა სა­ხე­ლი ამ სად­გურ­მა სხვა რა­მით გა­ით­ქვა. ამ ად­გი­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 400 მ-ის სის­ქის ყი­ნუ­ლის ქვეშ უნი­კა­ლუ­რი და ან­ტარ­ქტი­დის ყვე­ლა­ზე დიდი ყი­ნულ­ქვე­შა ტბა - ვოს­ტო­კი მდე­ბა­რე­ობს. მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, ყი­ნუ­ლის უშ­ვე­ლე­ბელ მა­სებს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი ეს ტბა 15 მი­ლი­ო­ნი წე­ლია გარე სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლია.

უჩ­ვე­უ­ლო მდე­ბა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტბა­ში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 10 გრა­დუსს აღ­წევს. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, წყალს დე­და­მი­წის სიღ­რმი­დან ამო­მა­ვა­ლი თერ­მუ­ლი წყა­რო­ე­ბი ათ­ბო­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტბა­ში სი­ცო­ცხლის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა.

1989 წელს, ტბის წყლამ­დე მი­საღ­წე­ვად, საბ­ჭო­თა, ფრან­გი და ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ყი­ნუ­ლის ბურ­ღვა და­ი­წყო. "ვოს­ტო­კის" ზე­და­პირს მკვლე­ვა­რებ­მა მხო­ლოდ 2015 წელს მი­აღ­წი­ეს და 3767,57 მ-ის სიღ­რმი­დან კერ­ნი (ქა­ნის ცი­ლინ­დრუ­ლი მო­ნო­ლი­თი, რო­მე­ლიც ჭა­ბურ­ღი­ლი­დან ამო­აქვთ) ამო­ი­ღეს.

მკვლე­ვარ­თა გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც ყი­ნუ­ლის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, მას­ში აქამ­დე უც­ნო­ბი ბაქ­ტე­რია აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას W123-10 უწო­დეს. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ აღ­მო­ჩე­ნილ ბაქ­ტე­რი­ა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ცნო­ბილ ცო­ცხალ არ­სე­ბებს შო­რის გე­ნე­ტი­კუ­რი მსგავ­სე­ბა მხო­ლოდ 86%-ია. რა­ი­მეს მტკი­ცე­ბა ჯერ ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა სი­ცო­ცხლის ახალ ფორ­მას მი­აკ­ვლი­ეს.

ან­ტარ­ქტი­და­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ეს უკვე მე­ო­რე უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნაა. პირ­ვე­ლი 2004 წელს რუს­მა და ფრან­გმა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­კე­თეს. 3607 და 3561 მ-ის სიღ­რმე­ზე მკვლე­ვა­რებ­მა Hydrogenophilaceae thermoluteolus აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს ბაქ­ტე­რია მი­ნუს 50 გრა­დუ­სის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს.

დე­და­მი­წა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რებ­მა მზე­რა შო­რე­ულ კოს­მოსს მი­ა­პყრეს. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მსგავ­სი ფორ­მით სი­ცო­ცხლე იუ­პი­ტე­რის (გა­ნი­მე­დი, კა­ლის­ტო, ევ­რო­პა) და სა­ტურ­ნის (დი­ო­ნა, ენ­ცე­ლა­დი) თა­ნამ­გზავ­რე­ბის ყი­ნულ­ქვე­შა ოკე­ა­ნე­ებ­შიც არ­სე­ბობ­დეს.

დე­და­მი­წა­ზე ენ­ცე­ლა­დის ოკე­ა­ნის მსგავ­სი ად­გი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს მო­ნოს ტბაა. შო­რე­უ­ლი სა­ტურ­ნის თა­ნამ­გზავ­რის მსგავ­სად, აქაც წყა­ლი მა­რი­ლი­სა და სო­დის უხვი რა­ო­დე­ნო­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა ამ ერთი შე­ხედ­ვით სი­ცო­ცხლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო და შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გი­ლას ბაქ­ტე­რია GFAJ ბი­ნად­რობს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

ლევანი
1

პანდორას ყუთს რომ გახსნიან მერე დაიწყება ყველაზე საინტერესო.

 

sponsored by ContentRoom

უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაში - 26-წლიანი სამუშაოების შემდეგ მეცნიერებმა სიცოცხლის ახალ ფორმას მიაკვლიეს

უნიკალური აღმოჩენა ანტარქტიდაში - 26-წლიანი სამუშაოების შემდეგ მეცნიერებმა სიცოცხლის ახალ ფორმას მიაკვლიეს

ანტარქტიდა და მისი საუკუნოვანი ყინულები მეცნიერთა დიდ ინტერესს ყოველთვის იწვევდა. თანამედროვე აღჭურვილობამ და ტექნოლოგიებმა მკვლევარებს თოვლით დაფარული ამ უკიდეგანო სივრცეების უფრო დეტალური შესწავლის საშუალება მისცა.

თითქმის ერთი საუკუნეა, მეცნიერები, პინგვინებთან ერთად, აქაურობის მუდმივი ბინადრები არიან. ექსტრემალური კლიმატური პირობების მიუხედავად, თეთრი კონტინენტის მიმართ ადამიანის ინტერესი არ ნელდება.

რუსული "ვოსტოკი" ანტარქტიდის თოვლსა და ყინულებს შორის დაკარგული ერთ-ერთი სადგურთანაგია. 1957 წელს დაარსებული "ვოსტოკი" ზღვის დონიდან 3 488 მ-ზე, დედამიწის სიცივის პოლუსის მახლობლად მდებარეობს. 1983 წელს აქ რეკორდულად დაბალი ტემპერატურა - მინუს 89,2 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა. თუმცა სახელი ამ სადგურმა სხვა რამით გაითქვა. ამ ადგილას, დაახლოებით, 3 400 მ-ის სისქის ყინულის ქვეშ უნიკალური და ანტარქტიდის ყველაზე დიდი ყინულქვეშა ტბა - ვოსტოკი მდებარეობს. მეცნიერთა შეფასებით, ყინულის უშველებელ მასებს შორის მოქცეული ეს ტბა 15 მილიონი წელია გარე სამყაროსგან იზოლირებულია.

უჩვეულო მდებარეობის მიუხედავად, ტბაში წყლის ტემპერატურა 10 გრადუსს აღწევს. მეცნიერთა აზრით, წყალს დედამიწის სიღრმიდან ამომავალი თერმული წყაროები ათბობენ. სავარაუდოდ, ტბაში სიცოცხლის უნიკალური ფორმების არსებობა სწორედ ამან განაპირობა.

1989 წელს, ტბის წყლამდე მისაღწევად, საბჭოთა, ფრანგი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი ძალებით ყინულის ბურღვა დაიწყო. "ვოსტოკის" ზედაპირს მკვლევარებმა მხოლოდ 2015 წელს მიაღწიეს და 3767,57 მ-ის სიღრმიდან კერნი (ქანის ცილინდრული მონოლითი, რომელიც ჭაბურღილიდან ამოაქვთ) ამოიღეს.

მკვლევართა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ყინულის დეტალური შესწავლის შედეგად, მასში აქამდე უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს. მას W123-10 უწოდეს. საინტერესო ის არის, რომ აღმოჩენილ ბაქტერიასა და მეცნიერებისთვის ცნობილ ცოცხალ არსებებს შორის გენეტიკური მსგავსება მხოლოდ 86%-ია. რაიმეს მტკიცება ჯერ ნაადრევია, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებმა სიცოცხლის ახალ ფორმას მიაკვლიეს.

ანტარქტიდაში გაკეთებული ეს უკვე მეორე უნიკალური აღმოჩენაა. პირველი 2004 წელს რუსმა და ფრანგმა მეცნიერებმა გააკეთეს. 3607 და 3561 მ-ის სიღრმეზე მკვლევარებმა Hydrogenophilaceae thermoluteolus აღმოაჩინეს. ეს ბაქტერია მინუს 50 გრადუსის პირობებში ცხოვრობს.

დედამიწაზე გაკეთებული უნიკალური აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა მზერა შორეულ კოსმოსს მიაპყრეს. სავსებით შესაძლებელია, რომ მსგავსი ფორმით სიცოცხლე იუპიტერის (განიმედი, კალისტო, ევროპა) და სატურნის (დიონა, ენცელადი) თანამგზავრების ყინულქვეშა ოკეანეებშიც არსებობდეს.

დედამიწაზე ენცელადის ოკეანის მსგავსი ადგილი კალიფორნიაში მდებარეობს. ეს მონოს ტბაა. შორეული სატურნის თანამგზავრის მსგავსად, აქაც წყალი მარილისა და სოდის უხვი რაოდენობით არის გაჯერებული. თუმცა ამ ერთი შეხედვით სიცოცხლისთვის უჩვეულო და შეუფერებელ ადგილას ბაქტერია GFAJ ბინადრობს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს