პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 მლრდ-იანი ბიუჯეტი ქრისტეს საფლავის შესასწავლად - რა აღმოჩენებს უნდა ველოდოთ მკვლევარებისგან
4 მლრდ-იანი ბიუჯეტი ქრისტეს საფლავის შესასწავლად - რა აღმოჩენებს უნდა ველოდოთ მკვლევარებისგან

იე­რუ­სა­ლიმ­ში, მთა­ვა­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მინ­დის რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მარ­მა­რი­ლოს მა­სი­უ­რი ფილა ახა­დეს, რო­მე­ლიც ქრის­ტეს საფ­ლავს თით­ქმის 500 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და. უნი­კა­ლუ­რი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ისაა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ამ მეც­ნი­ე­რებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს უმ­თავ­რეს ფა­სე­უ­ლო­ბას­თან ასე ახლო მის­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცა. მეც­ნი­ერ­თა და მკვლე­ვარ­თა ქმე­დე­ბას მხარს იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი თე­ო­ფი­ლოს III უჭერს.

მარ­მა­რი­ლოს ფილა ქრის­ტეს საფ­ლავ­ზე 1555 წელს ბო­ნი­ფა­ცი რა­გუზსკიმ ქრის­ტი­ან­თა უწ­მინ­დე­სი რე­ლიქ­ვი­ის და­სა­ცა­ვად გა­ნა­თავ­სა. ასო­ბით და ათა­სო­ბით მორ­წმუ­ნე თან ქრის­ტეს საფ­ლა­ვის მცი­რე ნა­ტე­ხის წა­ღე­ბას ლა­მობ­და და ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­მა­რი­ლოს მა­სი­ურ­მა ფი­ლამ ერ­თგვა­რი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რის ფუნ­ქცია იკის­რა.

ეროვ­ნუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ქე­ო­ლო­გის ფრედ­რიკ გი­ბერ­ტის თქმით, მათ წინ დიდი, სკურ­პუ­ლო­ზუ­რი და შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო ელით - "რო­დე­საც მარ­მა­რი­ლოს ფილა ავი­ღეთ, მის ქვეშ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქვის მა­სა­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. საკ­მა­ოდ დიდი დრო დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ შე­ვის­წავ­ლოთ იმ ქვის ორი­გი­ნა­ლუ­რი ზე­და­პი­რი, რო­მელ­ზეც სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტეს სხე­უ­ლი ეს­ვე­ნა".

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის თა­ნახ­მად, ჯვარ­ცმის შემ­დეგ, ქრის­ტეს სხე­უ­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ფარ­გლებს გა­რეთ, გოლ­გო­თის მთის სი­ახ­ლო­ვეს კლდე­ში ნაკ­ვეთ აკ­ლდა­მა­ში და­ას­ვე­ნეს. შემ­დგომ ამ ად­გი­ლას კუ­ვუკ­ლია - გუმ­ბა­თო­ვა­ნი სამ­რეკ­ლო აღი­მარ­თა. 1927 წლის მი­წისძვრით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა დღეს რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი­თაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

კუ­ვუკ­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა გა­ი­სად იგეგ­მე­ბა. მეც­ნი­ე­რებს და არ­ქე­ო­ლო­გებს მისი შეს­წავ­ლა იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქმა, რე­ლი­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა ორ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შე­თან­ხმე­ბით, ჯერ კი­დევ 2015 წელს შეს­თა­ვა­ზა. შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 4 მი­ლი­არდ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და სა­ინ­ტე­რე­სოა - პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სპონ­სო­რი იორ­და­ნი­ის მეფე აბ­დუ­ლა მე­ო­რეა.

იხი­ლეთ ვი­დეო

აკ­ლდა­მის მო­ძი­ე­ბის ბრძა­ნე­ბა, რო­მელ­შიც ქრის­ტეს სხე­უ­ლი და­ას­ვე­ნეს, IV სა­უ­კუ­ნე­ში იმ­პე­რა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­ნე პირ­ველ­მა გას­ცა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ დე­და­მის­მა ამ მიზ­ნით იე­რუ­სა­ლიმ­ში 326 წელს იმოგ­ზა­უ­რა. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ქრის­ტეს საფ­ლა­ვი, ჯვა­რი, რო­მელ­ზეც ის აც­ვეს და სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლიქ­ვი­ე­ბი სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პირ­ვე­ლი კუ­ვუკ­ლია 335 წელს აა­გეს. 1009 წელს მუ­სულ­მა­ნებ­მა ის და­ან­გრი­ეს. ახა­ლი ნა­გე­ბო­ბა XI სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის კონ­სტან­ტი­ნე IX გან­კარ­გუ­ლე­ბით აშენ­და. 1555 წელს ბო­ნი­ფა­ცი რა­გუზსკიმ მას რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა. თუმ­ცა ამ ნა­გე­ბო­ბას ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია - 1808 წელს ის ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.

1809-1810 წლებ­ში კუ­ვუკ­ლია ბერ­ძე­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რის პრო­ექ­ტით აღად­გი­ნეს. ტა­ძარს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს ექ­ვსი კონ­ფე­სია იყოფს - ბერ­ძნულ-მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი, კა­თო­ლი­კუ­რი, სომ­ხუ­რი, კოპ­ტუ­რი (მკვიდ­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი), სი­რი­უ­ლი და ეთი­ო­პი­უ­რი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

Ambebi.ge

4 მლრდ-იანი ბიუჯეტი ქრისტეს საფლავის შესასწავლად - რა აღმოჩენებს უნდა ველოდოთ მკვლევარებისგან

4 მლრდ-იანი ბიუჯეტი ქრისტეს საფლავის შესასწავლად - რა აღმოჩენებს უნდა ველოდოთ მკვლევარებისგან

იერუსალიმში, მთავარი ქრისტიანული სიწმინდის რესტავრაციის დროს, არქეოლოგებმა მარმარილოს მასიური ფილა ახადეს, რომელიც ქრისტეს საფლავს თითქმის 500 წლის განმავლობაში იცავდა. უნიკალური ამ ყველაფერში ისაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიამ მეცნიერებს ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს ფასეულობასთან ასე ახლო მისვლის უფლება მისცა. მეცნიერთა და მკვლევართა ქმედებას მხარს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III უჭერს.

მარმარილოს ფილა ქრისტეს საფლავზე 1555 წელს ბონიფაცი რაგუზსკიმ ქრისტიანთა უწმინდესი რელიქვიის დასაცავად განათავსა. ასობით და ათასობით მორწმუნე თან ქრისტეს საფლავის მცირე ნატეხის წაღებას ლამობდა და ამ შემთხვევაში მარმარილოს მასიურმა ფილამ ერთგვარი დამცავი ბარიერის ფუნქცია იკისრა.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების არქეოლოგის ფრედრიკ გიბერტის თქმით, მათ წინ დიდი, სკურპულოზური და შრომატევადი სამუშაო ელით - "როდესაც მარმარილოს ფილა ავიღეთ, მის ქვეშ დიდი რაოდენობით ქვის მასალა აღმოვაჩინეთ. საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევისწავლოთ იმ ქვის ორიგინალური ზედაპირი, რომელზეც სამი დღის განმავლობაში ქრისტეს სხეული ესვენა".

ქრისტიანული რელიგიის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, ქრისტეს სხეული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ, გოლგოთის მთის სიახლოვეს კლდეში ნაკვეთ აკლდამაში დაასვენეს. შემდგომ ამ ადგილას კუვუკლია - გუმბათოვანი სამრეკლო აღიმართა. 1927 წლის მიწისძვრით დაზიანებული ნაგებობა დღეს რკინის კონსტრუქციებითაა გამაგრებული.

კუვუკლიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაისად იგეგმება. მეცნიერებს და არქეოლოგებს მისი შესწავლა იერუსალიმის პატრიარქმა, რელიგიური საზოგადოების სხვა ორ წარმომადგენელთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ 2015 წელს შესთავაზა. შესასრულებელი სამუშაოების ბიუჯეტი 4 მილიარდ დოლარს აღემატება. რაც ყველაზე მთავარი და საინტერესოა - პროექტის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იორდანიის მეფე აბდულა მეორეა.

იხილეთ ვიდეო

აკლდამის მოძიების ბრძანება, რომელშიც ქრისტეს სხეული დაასვენეს, IV საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა გასცა. დანამდვილებით ცნობილია, რომ დედამისმა ამ მიზნით იერუსალიმში 326 წელს იმოგზაურა. მიჩნეულია, რომ ქრისტეს საფლავი, ჯვარი, რომელზეც ის აცვეს და სხვა ქრისტიანული რელიქვიები სწორედ მაშინ აღმოაჩინეს.

პირველი კუვუკლია 335 წელს ააგეს. 1009 წელს მუსულმანებმა ის დაანგრიეს. ახალი ნაგებობა XI საუკუნის შუა ხანებში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე IX განკარგულებით აშენდა. 1555 წელს ბონიფაცი რაგუზსკიმ მას რესტავრაცია ჩაუტარა. თუმცა ამ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია - 1808 წელს ის ხანძარმა გაანადგურა.

1809-1810 წლებში კუვუკლია ბერძენი არქიტექტორის პროექტით აღადგინეს. ტაძარს ქრისტიანული სამყაროს ექვსი კონფესია იყოფს - ბერძნულ-მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური, კოპტური (მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები), სირიული და ეთიოპიური.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი