პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ
თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ

ქარ­თველ მოს­წავ­ლე­ებ­ში სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა 43%-ია, - ამის შე­სა­ხებ ალ­კოჰო­ლის, თამ­ბა­ქო­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის შემ­სწავ­ლელ ევ­რო­პის სას­კო­ლო კვლე­ვა­შია (ESPAD) ნათ­ქვა­მი. კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ი­მარ­თა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ევ­რო­პის 35-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა. 2015 წელს პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოც შე­უ­ერ­თდა. ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 190-მა სკო­ლამ. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­ა­ნა­ლიზ­და 2477 სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლი კი­თხვა­რი, მათ­გან 1961 მოს­წავ­ლე 1999 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

მკვლე­ვა­რე­ბის თა­ნახ­მად, კვლე­ვა რეპ­რე­ზენ­ტა­ტუ­ლია და მისი გან­ზო­გა­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ 16 წლის ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე შე­იძ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­წე­ვა გო­გო­ნებ­ში უფრო ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია- 30%, ვიდ­რე ბი­ჭებ­ში - 54%.

მოს­წავ­ლე­თა 21%-მა (ბი­ჭე­ბის 28%-მა და გო­გო­ნე­ბის 13%-მა) მო­წე­ვა პირ­ვე­ლად 13 წლის, ან უმ­ცროს ასაკ­ში სცა­და. მოს­წავ­ლე­თა 4% აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი მო­წე­ვა 13 წლის ასაკ­ში, ან უფრო ადრე და­ი­წყო. 60%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­გა­რე­ტის შოვ­ნა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი, ან ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. მოს­წავ­ლე­თა 4%-მა ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი პირ­ვე­ლად 13 წლის, ან უმ­ცროს ასაკ­ში მო­წია და 1%-მა ამ ასაკ­ში მისი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო.

ამას­თან, კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 11%-ს სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ მა­ინც აქვს გა­სინ­ჯუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა ან ჰა­ში­ში. ბი­ჭებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნას ან ჰა­ში­შის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბის 2%-მა მა­რი­ხუ­ა­ნა ან ჰა­ში­ში 13 წლის ან უმ­ცროს ასაკ­ში გა­სინ­ჯა.

ქარ­თველ მოს­წავ­ლე­თა შო­რის მა­რი­ხუ­ა­ნას ან ჰა­ში­შის გარ­და, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბია - ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი და სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე - 11%, რა­საც მოჰ­ყვე­ბა "მა­გი­უ­რი სო­კო­ე­ბი" -3%, ტაბ­ლე­ტე­ბი (მე­დი­კა­მენ­ტე­ბი) ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­თან ერ­თად "კა­ი­ფის" მი­საღ­წე­ვად 3%, "ბიო" სპა­ი­სი - 2.6%, ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნე­ბი 2% და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი "კა­ი­ფის" მი­საღ­წე­ვად 2%.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ

თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ

ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია, - ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევა გოგონებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია- 30%, ვიდრე ბიჭებში - 54%.

მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში, ან უფრო ადრე დაიწყო. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი, ან ძალიან ადვილია. მოსწავლეთა 4%-მა ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა ამ ასაკში მისი ყოველდღიური გამოყენება დაიწყო.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეების 11%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში. ბიჭებში მარიხუანას ან ჰაშიშის გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.

ქართველ მოსწავლეთა შორის მარიხუანას ან ჰაშიშის გარდა, ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია - ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე - 11%, რასაც მოჰყვება "მაგიური სოკოები" -3%, ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად "კაიფის" მისაღწევად 3%, "ბიო" სპაისი - 2.6%, ჰალუცინოგენები 2% და ტკივილგამაყუჩებლები "კაიფის" მისაღწევად 2%.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი