საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"
"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"

...მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ შე­მიყ­ვარ­და. ერ­თმა­ნეთს არც კი ვიც­ნობ­დით, სიმ­ღე­რე­ბით გა­დავ­ცემ­დით გრძნო­ბებს. როცა მის სო­ფელ­ში ჩა­ვი­დო­დი, მის მე­ლო­დი­ებს გა­ვი­გო­ნებ­დი და მეც სიმ­ღე­რე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი. ერთხელ, ჯა­რო­ბა­ზე, სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე შევ­ხვდით და ცო­ლო­ბა მთხო­ვა. შე­ვეხ­ვე­წე, სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რებ და გა­მოგ­ყვე­ბი-თქო. და­მე­თან­ხმა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­მა­კი­თხა. მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე, ცოტა შე­მე­შინ­და. ერთი კვი­რა მე­ლო­და ქო­ბუ­ლეთ­ში. მერე წა­ვი­და. დავ­ბრუნ­დე­ბიო, შემ­პირ­და.

იმა­ვე სა­ღა­მოს სახ­ლში უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ. მა­მას და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ. ჩა­იც­ვიო, მა­მამ, სტუმ­რად მივ­დი­ვარ­თო. გზა­ში გა­ვი­გე, რომ ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ახალ­გაზ­რდა კაცს ისე­თი ქალი შეყ­ვა­რე­ბია, რომ­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნა­საც ვერ შეძ­ლებ­და. ამ კა­ცის ოჯა­ხი დიდი ხა­ნია ეძებ­და პა­ტა­რა გო­გოს, რო­მელ­საც შერ­თავ­დნენ და იმ ქალ­თან და­ა­ცი­ლებ­დნენ. არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ და ეს საქ­მე სას­წრა­ფოდ უნდა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. გზა­ში რომ მივ­დი­ო­დი, რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­პი­რე გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ უკან მო­მაბ­რუ­ნეს. მე ხო მისი არც სა­ხე­ლი და არც გვა­რი ვი­ცო­დი?! ჩემს მშობ­ლებს და­ე­მუქრნენ, თუ არ მი­მა­თხო­ვებ­დნენ, სა­ხელს გა­მი­ფუ­ჭებ­დნენ. მამა დას­თან­ხმდა. მე ვინ მე­კი­თხე­ბო­და რა­მეს, მხი­ა­რუ­ლი, ბავ­შვუ­რი ვი­ყა­ვი და ამ­ბობ­დნენ, გა­და­ი­ტან­სო. არც ერთი დღე ბედ­ნი­ე­რი არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემი ქმრის ოჯახ­მა სა­ხე­ლიც კი შე­მიც­ვა­ლა, ლე­ი­ლა და­მარ­ქვეს, ჩემი ქმრის დის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ. მე კი­დევ გული უფრო მომ­წონ­და. ჩემს ქმარს იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უ­წყვე­ტია. ხში­რად გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში და მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბო­და. ხან ია­რა­ღით, ხა­ნაც ნა­ჯა­ხით მა­ში­ნებ­და. მე მა­და­ნა­შა­უ­ლებ­და, რომ მისი სიყ­ვა­რუ­ლის საქ­მეც უიღ­ბლოდ წა­ვი­და. სახ­ლშიც ვერ ვბრუნ­დე­ბო­დი, მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, სა­ხელს ნუ შე­არ­ცხვენ ჩვენ­სა­სო. დავ­რჩი, ასე, მარ­ტო ჩემს დარ­დებ­თან. ერთხელ ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ჩა­მო­მა­კი­თხა, სიმ­ღე­რა გა­ვი­გო­ნე. სის­ხლი მო­მაწ­ვა გულ­ზე. მაგ­რამ არ ვუ­პა­სუ­ხე. მო­მე­რი­და, მა­შინ ხომ უკვე გა­თხო­ვი­ლი ქალი ვი­ყა­ვი და ოთხი შვი­ლი მყავ­და...

მხო­ლოდ მა­შინ, ჩემი მშობ­ლე­ბი რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ, გავ­ბე­დე და წა­მო­ვე­დი. 39 წლის ვი­ყა­ვი და მარ­ტომ და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან. და­ვი­ვი­წყე ლე­ი­ლა და გავ­ხდი ისევ გული. მაგ­რამ ვერ­ცერ­თი ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სიმ­ღე­რა მინ­დო­და, სწავ­ლა მინ­დო­და მუ­სი­კა­ლურ­ში... არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემს ოც­ნე­ბებს დღი­უ­რებ­ში ვწერ. ორი სქელ­ტა­ნი­ა­ნი რვე­უ­ლი მაქვს სავ­სე ჩემი ლექ­სე­ბით, დარ­დე­ბით, წუ­ხი­ლე­ბით და მო­გო­ნე­ბე­ბით. დრო რომ დაბ­რუნ­დეს, მა­შინ იმ დღეს, იმ ბიჭ­მა რომ ჩა­მო­მა­კი­თხა, უკან­მო­უ­ხე­და­ვად გავ­ყვე­ბო­დი..." - 74 წლის გული ხურ­ცი­ლა­ვა, ქო­ბუ­ლე­თი­დან.

© 2016 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით

#ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"

"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"

...მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა.

იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო. გზაში გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა კაცს ისეთი ქალი შეყვარებია, რომლის ცოლად მოყვანასაც ვერ შეძლებდა. ამ კაცის ოჯახი დიდი ხანია ეძებდა პატარა გოგოს, რომელსაც შერთავდნენ და იმ ქალთან დააცილებდნენ. არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ და ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. გზაში რომ მივდიოდი, რამდენჯერმე დავაპირე გაქცევა, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მე ხო მისი არც სახელი და არც გვარი ვიცოდი?! ჩემს მშობლებს დაემუქრნენ, თუ არ მიმათხოვებდნენ, სახელს გამიფუჭებდნენ. მამა დასთანხმდა. მე ვინ მეკითხებოდა რამეს, მხიარული, ბავშვური ვიყავი და ამბობდნენ, გადაიტანსო. არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა, ლეილა დამარქვეს, ჩემი ქმრის დის საპატივცემულოდ. მე კიდევ გული უფრო მომწონდა. ჩემს ქმარს იმ ქალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გაბოროტებული ბრუნდებოდა სახლში და მოკვლით მემუქრებოდა. ხან იარაღით, ხანაც ნაჯახით მაშინებდა. მე მადანაშაულებდა, რომ მისი სიყვარულის საქმეც უიღბლოდ წავიდა. სახლშიც ვერ ვბრუნდებოდი, მშობლებმა მითხრეს, სახელს ნუ შეარცხვენ ჩვენსასო. დავრჩი, ასე, მარტო ჩემს დარდებთან. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა, სიმღერა გავიგონე. სისხლი მომაწვა გულზე. მაგრამ არ ვუპასუხე. მომერიდა, მაშინ ხომ უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი და ოთხი შვილი მყავდა...

მხოლოდ მაშინ, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, გავბედე და წამოვედი. 39 წლის ვიყავი და მარტომ დავიწყე ცხოვრება თავიდან. დავივიწყე ლეილა და გავხდი ისევ გული. მაგრამ ვერცერთი ჩემი ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. სიმღერა მინდოდა, სწავლა მინდოდა მუსიკალურში... არ გამომივიდა. ჩემს ოცნებებს დღიურებში ვწერ. ორი სქელტანიანი რვეული მაქვს სავსე ჩემი ლექსებით, დარდებით, წუხილებით და მოგონებებით. დრო რომ დაბრუნდეს, მაშინ იმ დღეს, იმ ბიჭმა რომ ჩამომაკითხა, უკანმოუხედავად გავყვებოდი..." - 74 წლის გული ხურცილავა, ქობულეთიდან.

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით

#ქალები საქართველოდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს