ლევან ბერძენიშვილი - მე დავიბადე და მოვკვდები "რესპუბლიკურ პარტიაში"

ლევან ბერძენიშვილი - მე დავიბადე და მოვკვდები "რესპუბლიკურ პარტიაში"

წარმოდგენა არ გვაქვს რას გულისხმობს ვახტანგ ხმალაძე უთანხმოებაში, მისი აზრი არ მოგვისმენია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრებისთვის ხმალაძეს არაფერი აუხსნია.

"ჩვენ ვდგავართ პარტიაში და გული გვწყდება ყველაზე, ვინც ტოვებს, მაგრამ შეფასებების დრო დადგება. ამ ეტაპზე ველით როდის დამთავრდება ეს პროცესი. კონკრეტულად რას გულისხმობს უთანხმოებაში, თვითონ უნდა თქვას. ჩვენ მისი აზრი არ მოგვისმენია, არ ვიცით, წარმოდგენა არ გვაქვს, რას გულისხმობს. ჩვენთვის არავის არაფერი აუხსნია. არც უსუფაშვილმა აგვიხსნა რატომ წავიდა და არც ხმალაძე არ გვიხსნის, რატომ წავიდა. აქვთ უთანხმოება, გავიგეთ, მაგრამ რა უნდათ, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ასე რომ, მე ვერაფერს დაგეხმარებით, გულთამხილავი არ ვარ, ვინ რას ფიქრობს", -აღნიშნა ბერძენიშვლმა.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხმალაძემ პარტია დატოვა.

"განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ეს წასვლის საფუძველი არ არის ხოლმე. რადგან ჩათვალა რომ მიდის, უნდა თქვას კიდეც, რატო მიდის. კონფლიქტი პარტიაში ყოველთვის არის, განსხვავებული აზრი ყოველთვის არის, ეს ასეთი პარტიაა, თუმცა ასე მოვედით 38 წელია. ვახტანგ ხმალაძე პირველად არ მიდის პარტიიდან და მას უნდა კითხოთ ან თავიდან რატო წავიდა, ან ახლა რატომ მიდის. მე არ მივდივარ ხოლმე, მე დავიბადე და მოვკვდები ამ პარტიაში!", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძემ დღეს პარტია დატოვა. მანამდე კი "რესპუბიკური პარტიის" რიგებიდან დავით უსუფაშვილი, თენგიზ შერგელაშვილი და ფრიდონ საყვარელიძე გავიდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."