საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი, როგორც ბიზნესი - 30 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ, ჩინეთი სირიის კონფლიქტში ერთვება
ომი, როგორც ბიზნესი - 30 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ, ჩინეთი სირიის კონფლიქტში ერთვება

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში, რო­მელ­საც და­სას­რუ­ლი არ უჩანს და რომ­ლის და­წყე­ბის მი­ზე­ზიც, ინ­ტერ­ნეტ­ში "ჩა­ხედ­ვის" გა­რე­შე, ალ­ბათ ცოტა ვინ­მეს თუ ახ­სოვს, მალე ახა­ლი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თვე­ბა. რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­თვის პე­კი­ნი ემ­ზა­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ამის თა­ო­ბა­ზე ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­ა­კე­თა.

პე­კი­ნი სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში ჩა­რე­ვის­გან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და თავს და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს თით­ქოს არც იმ­ჩნევ­და. თუმ­ცა სი­რი­ის ომის შე­დე­გად და­კარ­გულ­მა 30 მი­ლი­არ­დმა დო­ლარ­მა პე­კინს აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის­კენ უბიძ­გა. რო­გორც ამ­ბო­ბენ - "არა­ფე­რი პი­რა­დი, ეს მხო­ლოდ ბიზ­ნე­სია".

ერთი შე­ხედ­ვით პე­რი­ფე­რი­ა­ზე მყო­ფი ჩი­ნე­თი, სი­რი­ის მოვ­ლე­ნებს აქ­ტი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბა. ჯერ კი­დევ 2014 წლის მა­ის­ში მოს­კოვ­თან ერ­თად პე­კინ­მა და­სავ­ლე­თის მიერ სი­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას ვეტო და­ა­დო.

ამ­ჟა­მად სი­რი­ის სა­კი­თხში ჩი­ნე­თი ორ ცე­ცხლს შუა არის მოქ­ცე­უ­ლი. ერ­თის მხრივ, პე­კი­ნი ომით გა­ნად­გუ­რე­ბულ სი­რი­ა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დაც­ვას ცდი­ლობს. მე­ო­რეს მხრივ კი სა­უ­დის არა­ბე­თის და ყა­ტა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწევს. საქ­მე ისაა, რომ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­დის არა­ბე­თი ჩი­ნე­თის­თვის ნავ­თო­ბის, ყა­ტა­რი კი - ბუ­ნებრვი აი­რის მთა­ვა­რი მიმ­წო­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ. სი­ტუ­ა­ცია მხო­ლოდ 2015 წელს შე­იც­ვა­ლა. სა­ა­გენ­ტო Bloomberg-ის ცნო­ბით, პირ­ვე­ლად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა სა­უ­დის არა­ბე­თი ჩი­ნეთ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის მო­ცუ­ლო­ბით და­ჯაბ­ნა - 3,92 მლნ ტონა 3,05 მლნ ტო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ჩი­ნე­თი სი­რი­ის ომში იქ მიმ­დი­ნა­რე ნგრე­ვის და მსხვერ­პლის შე­სა­ჩე­რებ­ლად მი­ე­შუ­რე­ბა, მინ­და გი­თხრათ, რომ ცდე­ბით. არა, რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ­წი­ლად პე­კინს ჰუ­მა­ნიზ­მიც ამოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი აქ დო­მი­ნანტ როლს თა­მა­შობს. სი­რია ძალ­ზე მსუ­ყე ლუკ­მაა და პე­კი­ნიც სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობს აქ ფე­ხის მო­კი­დე­ბას - სხვამ რომ არ და­ას­წროს.

სი­რი­ით პე­კი­ნი 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ინ­ტე­რეს­და. შემ­დგო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ეკო­ნო­მი­კა­ში აზი­ურ­მა გი­გან­ტმა 30 მლრ დო­ლა­რი ჩადო და ქვე­ყა­ნა­ში ნავ­თო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად მთა­ვა­რი მომ­პო­ვე­ბე­ლი გახ­და. სრუ­ლი მო­ნო­პო­ლი­ის დამ­კვიდ­რე­ბას 2012 წელს და­წყე­ბულ­მა "არა­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­მა" შე­უ­შა­ლა ხელი.

სი­რი­ა­ში სა­მოქ­მე­დოდ ჩი­ნეთ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის მომ­ზა­დე­ბაც მო­ას­წრო. მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პე­კი­ნი უკვე დიდი ხა­ნია ასა­დის რე­ჟიმს სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მას, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს აწ­ვდის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბამ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს.

ამავდრო­უ­ლად ჩი­ნეთს, რო­მელ­საც დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს, საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბაც სურს. მა­ლი­სა და სამ­ხრეთ სუ­დან­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჯა­რის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბა-გა­მოც­დის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ომი, როგორც ბიზნესი - 30 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ, ჩინეთი სირიის კონფლიქტში ერთვება

ომი, როგორც ბიზნესი - 30 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ, ჩინეთი სირიის კონფლიქტში ერთვება

უახლოეს მომავალში სირიის კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს და რომლის დაწყების მიზეზიც, ინტერნეტში "ჩახედვის" გარეშე, ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, მალე ახალი ქვეყანა ჩაერთვება. რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის პეკინი ემზადება. ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.

პეკინი სირიის კონფლიქტში ჩარევისგან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს თითქოს არც იმჩნევდა. თუმცა სირიის ომის შედეგად დაკარგულმა 30 მილიარდმა დოლარმა პეკინს აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა. როგორც ამბობენ - "არაფერი პირადი, ეს მხოლოდ ბიზნესია".

ერთი შეხედვით პერიფერიაზე მყოფი ჩინეთი, სირიის მოვლენებს აქტიურად აკვირდება. ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში მოსკოვთან ერთად პეკინმა დასავლეთის მიერ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ინიციატივას ვეტო დაადო.

ამჟამად სირიის საკითხში ჩინეთი ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული. ერთის მხრივ, პეკინი ომით განადგურებულ სირიაში ჩადებული ინვესტიციების დაცვას ცდილობს. მეორეს მხრივ კი საუდის არაბეთის და ყატარის ინტერესების გათვალისწინება უწევს. საქმე ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის, ყატარი კი - ბუნებრვი აირის მთავარი მიმწოდებლები იყვნენ. სიტუაცია მხოლოდ 2015 წელს შეიცვალა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პირველად 10 წლის განმავლობაში რუსეთმა საუდის არაბეთი ჩინეთში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობით დაჯაბნა - 3,92 მლნ ტონა 3,05 მლნ ტონის წინააღმდეგ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩინეთი სირიის ომში იქ მიმდინარე ნგრევის და მსხვერპლის შესაჩერებლად მიეშურება, მინდა გითხრათ, რომ ცდებით. არა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პეკინს ჰუმანიზმიც ამოძრავებს, მაგრამ ბუნებრივი რესურსები აქ დომინანტ როლს თამაშობს. სირია ძალზე მსუყე ლუკმაა და პეკინიც სწორედ ამიტომ ცდილობს აქ ფეხის მოკიდებას - სხვამ რომ არ დაასწროს.

სირიით პეკინი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა. შემდგომი წლების განმავლობაში მის ეკონომიკაში აზიურმა გიგანტმა 30 მლრ დოლარი ჩადო და ქვეყანაში ნავთობის პრაქტიკულად მთავარი მომპოვებელი გახდა. სრული მონოპოლიის დამკვიდრებას 2012 წელს დაწყებულმა "არაბულმა გაზაფხულმა" შეუშალა ხელი.

სირიაში სამოქმედოდ ჩინეთმა საკანონმდებლო ბაზის მომზადებაც მოასწრო. მიღებული კანონპროექტით შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების უფლება მიეცა.

ოფიციალური მონაცემებით, პეკინი უკვე დიდი ხანია ასადის რეჟიმს სამხედრო უნიფორმას, სატვირთო ავტომობილებსა და ცეცხლსასროლ იარაღს აწვდის. არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო დახმარებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

ამავდროულად ჩინეთს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს, საბრძოლო გამოცდილების მიღებაც სურს. მალისა და სამხრეთ სუდანში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების სრული შემოწმება-გამოცდისთვის საკმარისი არ არის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა