მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრევლმა მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა" - ემოციური პოსტი ახალგაზრდა მოძღვარზე
"მრევლმა მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა" - ემოციური პოსტი ახალგაზრდა მოძღვარზე

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი 30-32 წლის მო­ძღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს გა­ვი­ცა­ნი ღვთის­მსა­ხუ­რი, ახალ­გაზ­რდა, ასე, 30-32 წლი­სა. უკვე გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბა მო­ეს­წრო, წვე­რი ლა­მის მთლი­ა­ნად თეთ­რად შე­მოს­ვო­და. ერთ-ერთი ძვე­ლი ტაძ­რის მო­ძღვა­რია.

ჩემ­თვის თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის მა­გა­ლი­თი აღ­მოჩ­ნდა. ეს არის მამა, რო­მელ­საც მრევ­ლმა ახალ­თა­ხა­ლი მან­ქა­ნა აჩუ­ქა, მან კი გა­ყი­და და ფული 4 წლის ბი­ბის ძვლის ტვი­ნის გა­და­სა­ნერ­გად მის­ცა, ოქ­როს ჯვა­რი აჩუ­ქეს, მან კი გა­ყი­და და ფული მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბის ექ­ვსშვი­ლი­ან ოჯახს გა­დას­ცა. როცა ნა­ჩუ­ქა­რი ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნიც გა­ყი­და, ნა­ი­რა ბე­ბოს ეტლი შე­უ­ძი­ნა.

ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ალექ­სან­დრემ მი­თხრა, ეს რა არის, უამ­რა­ვი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარ­სო.

მამა გი­ორ­გის ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს ვე­რაფ­რით და­ა­წყე­ბი­ნებ. როცა ტაძ­რის ეზო­ში დარ­გულ ბზა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, მა­შინ მი­თხრა - იესო ჩემი დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ის იე­რუ­სა­ლიმ­ში სა­ხედ­რით შე­ვი­და და არა სა­მე­ფო ეტ­ლით. მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, მას­ზე მეტი ვიყო?

ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვი­სა­უბ­რებ­დით, მაგ­რამ არამ­ცდა­რამც მის საქ­ცი­ელ­ზე სა­ქე­ბა­რი არ უნდა წა­მომ­ცდე­ნო­და.

მერე ადგა მამა გი­ორ­გი, მხარ­ზე აქეთ მე­ამ­ბო­რა, და­ქო­ქა ნი­კო­ლო­ზის­დრო­ინ­დე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი "ფოლკს­ვა­გე­ნი", მან­ქა­ნი­დან თავი ღი­მი­ლით გა­მო­ყო და ხე­ლის აწე­ვით მე და ალექ­სან­დრეს დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.

წა­ვი­და მამა გი­ორ­გი. ალექ­სან­დრემ, რო­მელ­მაც სამ­ლიტ­რი­ა­ნი ქი­ლით თაფ­ლი მი­არ­თვა, მი­თხრა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უც­ნო­ბი ავად­მყო­ფე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად და პა­რაკ­ლი­სის გა­და­სახ­დე­ლად წა­ვი­და",- წერს ჩა­ნა­დი­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მრევლმა მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა" - ემოციური პოსტი ახალგაზრდა მოძღვარზე

"მრევლმა მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა" - ემოციური პოსტი ახალგაზრდა მოძღვარზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 30-32 წლის მოძღვართან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

"დღეს გავიცანი ღვთისმსახური, ახალგაზრდა, ასე, 30-32 წლისა. უკვე გაჭაღარავება მოესწრო, წვერი ლამის მთლიანად თეთრად შემოსვოდა. ერთ-ერთი ძველი ტაძრის მოძღვარია.

ჩემთვის თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა. ეს არის მამა, რომელსაც მრევლმა ახალთახალი მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა, ოქროს ჯვარი აჩუქეს, მან კი გაყიდა და ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. როცა ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა, ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა.

ჩვენმა საერთო მეგობარმა ალექსანდრემ მითხრა, ეს რა არის, უამრავი რამ აქვს გაკეთებული და ხალხს ძალიან უყვარსო.

მამა გიორგის ამ თემაზე საუბარს ვერაფრით დააწყებინებ. როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა - იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყო?

ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ არამცდარამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა.

მერე ადგა მამა გიორგი, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი "ფოლკსვაგენი", მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა.

წავიდა მამა გიორგი. ალექსანდრემ, რომელმაც სამლიტრიანი ქილით თაფლი მიართვა, მითხრა, რომ საავადმყოფოში, უცნობი ავადმყოფების გასამხნევებლად და პარაკლისის გადასახდელად წავიდა",- წერს ჩანადირი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს