პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს
რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს

"იმე­დის" გა­და­ცე­მა "დღის შოუს" ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე თვის გო­გო­ნას ყური პირ­და­პირ ეთერ­ში გა­უხვრი­ტეს. პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ატი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი ხელ­ში დე­დას ეჭი­რა და მის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. მი­უ­ხე­და­ვად ბავ­შვის ტი­რი­ლი­სა, ყუ­რის გახ­ვრე­ტის პრო­ცე­სი არ შე­წყვე­ტი­ლა.

ფაქტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. "დღის შოუს" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უწე­რენ კო­მენ­ტა­რებს, აკ­რი­ტი­კე­ბენ და მათ­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ. ამის შემ­დეგ, გა­და­ცე­მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბავ­შვის­თვის ყუ­რის გახ­ვრე­ტა დე­დას­თან, ანი ჭუმ­ბუ­რი­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა დედა ამ ფაქტს პი­რად ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე, ერთ-ერთი მე­გობ­რის პოს­ტის პა­სუ­ხად გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"სპე­ცი­ა­ლუ­რად არ შევ­დი­ვარ და არ ვნა­ხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ მა­ინც ვერ ავუხ­სნი... თან ვფიქ­რობ თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლიც არა­ფე­რია! სა­ნა­ხა­ო­ბა რომ ცუდი იყო, ამას მეც ვა­ღი­ა­რებ მაგ­რამ ჩემი შვი­ლის­თვის რომ არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, მა­გა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ!

სხვა სა­კი­თხია ზოგი რომ ზო­გა­დად ყუ­რის გახ­ვრე­ტის მომ­ხრეა და ზოგი არა! ეგ მარ­თლა არა­ვის საქ­მე არაა..." - წერს ჩვი­ლის დედა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "დღის შოუ" გა­და­ცე­მა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პირ­ველ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს

sponsored by ContentRoom

რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს

რას წერს დედა, რომლის 5 თვის შვილსაც "დღის შოუს" ეთერში ყური გაუხვრიტეს

"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში რამდენიმე თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა.

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს, აკრიტიკებენ და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამის შემდეგ, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც შემოქმედებითი ჯგუფი იტყობინება, რომ ბავშვისთვის ყურის გახვრეტა დედასთან, ანი ჭუმბურიძესთან შეთანხმებით მოხდა.

ახალგაზრდა დედა ამ ფაქტს პირად ფეისბუქის გვერდზე, ერთ-ერთი მეგობრის პოსტის პასუხად გამოეხმაურა:

"სპეციალურად არ შევდივარ და არ ვნახულობ კომენტარებს, ყველას სათითაოდ მაინც ვერ ავუხსნი... თან ვფიქრობ თავის სამართლებელიც არაფერია! სანახაობა რომ ცუდი იყო, ამას მეც ვაღიარებ მაგრამ ჩემი შვილისთვის რომ არაფერი დამიშავებია, მაგაშიც დარწმუნებული ვარ!

სხვა საკითხია ზოგი რომ ზოგადად ყურის გახვრეტის მომხრეა და ზოგი არა! ეგ მართლა არავის საქმე არაა..." - წერს ჩვილის დედა.

ასევე წაიკითხეთ: "დღის შოუ" გადაცემაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"