მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი
"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

"მამა - მი­ხე­ი­ლი, დედა - აღარ ყავს, ხორ­ცი­ე­ლი ძმე­ბი - ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტუ­ლი პარ­ტია; სუ­ლი­ე­რი ძმე­ბი: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ირაკ­ლი ღლონ­ტი-რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი და ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი, ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბი­ან, რომ 4-წლი­ა­ნი ტან­ჯვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". პა­ნაშ­ვი­დე­ბი 14 ნო­მებ­რი­დან ყო­ველ­დღე (შა­ბათ-კვი­რის გარ­და), პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა (ქუ­თა­ი­სი).

...სექ­ტემ­ბერ­ში 15 წლის გახ­დი, ახლა უნდა გა­გე­ხა­რა, მაგ­რამ ულ­მო­ბელ­მა სა­წუთ­რომ (რო­მელ­საც ხალ­ხი ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით უფრო იც­ნობს) არ და­გინ­დო, ზუს­ტად ისე მო­გექ­ცა რო­გორც შენ ექ­ცე­ო­დი ხოლ­მე სხვა პარ­ტი­ებს, მა­შინ როცა 9-წლი­ა­ნი გა­ფურ­ჩქვნის ზე­ნი­ტში იყა­ვი. ეჰ, 9 წელ­ში იმ­დე­ნი მო­ას­წა­რი, რაც მონ­ღო­ლებ­მა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა 100 წელ­შიც ვერ შეძ­ლო, მაგ­რამ და­გი­ნა­ხეს?!

წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა ამ ია­რის მო­შუ­შე­ბას, უშე­ნოდ "კუ­რი­ე­რი" ისე­თი­ვე იქ­ნე­ბა, რო­გორც კო­ლუმ­ბი ამე­რი­კის გა­რე­შე, მაგ­რამ ასე­თი ყო­ფი­ლა სა­წუთ­როს ნება. ის კი არა, მიკ­ვი­რის, ოთხი წელი რო­გორ გა­ძე­ლი.

ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­რო. თით­ქმის ერთი წელი მტკი­ო­და კბი­ლი და ვიდ­რე არ ვიმ­კურ­ნა­ლე არ გა­ყუჩ­და და იმ ტკი­ვილს, რაც შენ­მა ამ­ბავ­მა მოგ­ვა­ყე­ნა დრო უშ­ვე­ლის?!

ვფიქ­რობ და გული მშვი­დად მაქვს, იქი­თა სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ შე­ნი­ა­ნე­ბი დაგ­ხვდე­ბი­ან. "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი" არა­ფერს მო­გაკ­ლებს თა­ვის ერ­თგულ პირ­მ­შოს. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ გა­უ­ხარ­დე­ბა შენი და­ნახ­ვა. ბო­რო­ტი ენე­ბი ამ­ბო­ბენ, 2012 წელს კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გქონ­და, გვი­რაბ­ში მიქ­რო­დი, გვი­რა­ბის ბო­ლოს თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი დაგ­ხვედ­რია და ჯერ შენი დრო არა­აო, ხელი უკ­რავს და გაღ­ვი­ძე­ბულს 65 მან­და­ტი გჭე­რია ხელ­ში... ეჰ, ახლა ვე­ღარც ხე­ლის კვრა გიშ­ვე­ლის. 8 ოქ­ტომ­ბერს, რომ გა­და­გიყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში კი­დევ მქონ­და მცი­რე იმე­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნი­დან რომ გის­ხამ­და სის­ხლს, მა­გის გა­მო­ჩე­ნა მა­ი­მე­დებ­და, მაგ­რამ 30 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მოკ­რა უბე­დუ­რე­ბის ზარ­მა. აპა­რა­ტი­და­ნაც გა­მოგრთეს, ახლა მხო­ლოდ შენი სული დაძ­რწის წე­სა­უ­გე­ბე­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­ვით და ხან სად მი­ე­ხე­ტე­ბა და ხან სად.

მა­მა­შე­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მაც ხელი გკრა, არა­და მო­მაკ­ვდა­ვის­თვის მისი ხე­ლის კვრა, ჟანგბა­დის გა­და­კეტ­ვას უდ­რი­და. მი­გა­ტო­ვა, არა­და სულ რა­ღაც 5 წლის წინ შვი­ლი­ვით გექ­ცე­ო­და.

მა­მა­შე­ნის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე რომ შევ­დი­ვარ, ისე­თი გლო­ვაა ხოლ­მე, თუ ღია ფე­რის რამე მაც­ვია, მრცხვე­ნია. ყვე­ლას ენატ­რე­ბი, მაგ­რამ რას იზამ, ასე­თი ყო­ფი­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება, ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც შენ­თვის არა­სო­დეს არ არ­სე­ბობ­და. მსუ­ბუ­ქი იყოს შენს გულ­ზე დაყ­რი­ლი ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბი!

პ.ს. ვინც ამ ნეკ­რო­ლოგს და­უ­კი­თხა­ვად წა­ი­ღებს სა­კუ­თარ სა­იტ­ზე, დაე, იგი­ვე ბედი ეწი­ოს, რაც ნეკ­რო­ლოგ­ში მოყ­ვა­ნილ პარ­ტი­ას.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ლადო გო­გო­ლა­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ნაციონალური მოძრაობის" "ნეკროლოგი" - ლადო გოგოლაძის ბლოგი

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"მამა - მიხეილი, დედა - აღარ ყავს, ხორციელი ძმები - ევროპის სახალხო პარტია, ლეიბორისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატული პარტია; სულიერი ძმები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები და ირინა სარიშვილი, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 4-წლიანი ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა "ნაციონალური მოძრაობა". პანაშვიდები 14 ნომებრიდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), პარლამენტის შენობა (ქუთაისი).

...სექტემბერში 15 წლის გახდი, ახლა უნდა გაგეხარა, მაგრამ ულმობელმა საწუთრომ (რომელსაც ხალხი ბიძინას სახელით უფრო იცნობს) არ დაგინდო, ზუსტად ისე მოგექცა როგორც შენ ექცეოდი ხოლმე სხვა პარტიებს, მაშინ როცა 9-წლიანი გაფურჩქვნის ზენიტში იყავი. ეჰ, 9 წელში იმდენი მოასწარი, რაც მონღოლებმა და საბჭოთა კავშირმა 100 წელშიც ვერ შეძლო, მაგრამ დაგინახეს?!

წლები დასჭირდება ამ იარის მოშუშებას, უშენოდ "კურიერი" ისეთივე იქნება, როგორც კოლუმბი ამერიკის გარეშე, მაგრამ ასეთი ყოფილა საწუთროს ნება. ის კი არა, მიკვირის, ოთხი წელი როგორ გაძელი.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არ დაიჯერო. თითქმის ერთი წელი მტკიოდა კბილი და ვიდრე არ ვიმკურნალე არ გაყუჩდა და იმ ტკივილს, რაც შენმა ამბავმა მოგვაყენა დრო უშველის?!

ვფიქრობ და გული მშვიდად მაქვს, იქითა საქართველოშიც სულ შენიანები დაგხვდებიან. "მოქალაქეთა კავშირი" არაფერს მოგაკლებს თავის ერთგულ პირმშოს. წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება შენი დანახვა. ბოროტი ენები ამბობენ, 2012 წელს კლინიკური სიკვდილი გქონდა, გვირაბში მიქროდი, გვირაბის ბოლოს თეთრწვერა მოხუცი დაგხვედრია და ჯერ შენი დრო არააო, ხელი უკრავს და გაღვიძებულს 65 მანდატი გჭერია ხელში... ეჰ, ახლა ვეღარც ხელის კვრა გიშველის. 8 ოქტომბერს, რომ გადაგიყვანეს რეანიმაციაში კიდევ მქონდა მცირე იმედი, განსაკუთრებით უკრაინიდან რომ გისხამდა სისხლს, მაგის გამოჩენა მაიმედებდა, მაგრამ 30 ოქტომბერს ჩამოკრა უბედურების ზარმა. აპარატიდანაც გამოგრთეს, ახლა მხოლოდ შენი სული დაძრწის წესაუგებელი მიცვალებულივით და ხან სად მიეხეტება და ხან სად.

მამაშენის მეორე ნახევარმაც ხელი გკრა, არადა მომაკვდავისთვის მისი ხელის კვრა, ჟანგბადის გადაკეტვას უდრიდა. მიგატოვა, არადა სულ რაღაც 5 წლის წინ შვილივით გექცეოდა.

მამაშენის ფეისბუქის გვერდზე რომ შევდივარ, ისეთი გლოვაა ხოლმე, თუ ღია ფერის რამე მაცვია, მრცხვენია. ყველას ენატრები, მაგრამ რას იზამ, ასეთი ყოფილა ქართველი ხალხის ნება, ხალხისა, რომელიც შენთვის არასოდეს არ არსებობდა. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ამომრჩევლის ხმები!

პ.ს. ვინც ამ ნეკროლოგს დაუკითხავად წაიღებს საკუთარ საიტზე, დაე, იგივე ბედი ეწიოს, რაც ნეკროლოგში მოყვანილ პარტიას.

პატივისცემით, ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."