პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე
ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე

სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გავა ეთერ­ში. ამ­ბო­ბენ, რომ არხს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა, კერ­ძოდ ნინო შუბ­ლა­ძე და ნინო თო­ლორ­და­ვა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ქრო­ნი­კის" მთა­ვარ გა­მოშ­ვე­ბას მალე "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა ლეჟა­ვა და ამა­ვე არ­ხის ერთ-ერთი სახე ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნენ. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ჩვენ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვუ­კავ­ში­რი­დით:

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ცე­მა "იმე­დის დრო" მიჰ­ყავს, ამ­ბობს რომ არა­ფერს გა­მო­რი­ცხავს:

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნანა ლეჟა­ვას­თან ერ­თად "ქრო­ნი­კის" მთა­ვარ გა­მოშ­ვე­ბას წა­იყ­ვანთ, მარ­თა­ლია?

- არც ვიცი რაზე მე­სა­უბ­რე­ბით. მე "იმე­დის დრო" მიმ­ყავს, მომ­წონს ეს გა­და­ცე­მა და ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად გა­დას­ვლას არ ვა­პი­რებ. მო­მა­ვალ­ში არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, ჯერ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც არ ყო­ფი­ლა. თუ შე­ვი­თავ­სებ რა­მეს "იმე­დის დროს­თან" ერ­თად, ჯერ ვერ გე­ტყვით.

და­ვუ­კავ­შირ­დით ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთ ცნო­ბილ და რე­ი­ტინ­გულ სა­ხეს ნინო თო­ლორ­და­ვას. "კონ­ტაქ­ტის" წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მას­თან ნამ­დვი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და:

"ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. იყო გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რი არის. ამი­ტომ ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნა თო­ლორ­და­ვამ AMBEBI-სთან სა­უბ­რი­სას.

ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს ნინო შუბ­ლა­ძე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს მრჩე­ვე­ლია:

"არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა ამ თე­მა­ზე ჩემ­თან. მად­ლო­ბა, რომ თქვენ მა­ინც მკი­თხეთ" - აღ­ნიშ­ნა შუბ­ლა­ძემ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე

ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა "იმედზე"? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიაში შესაძლო ცვლილებებზე

სხვადასხვა საიტებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან ტელეკომპანია "იმედი" განახლებული ფორმატით გავა ეთერში. ამბობენ, რომ არხს ახალი სახეები შეემატება, კერძოდ ნინო შუბლაძე და ნინო თოლორდავა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქრონიკის" მთავარ გამოშვებას მალე "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა და ამავე არხის ერთ-ერთი სახე ლევან ჯავახიშვილი წაიყვანენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ზემოხსენებულ ჟურნალისტებს დავუკავშირიდით:

ლევან ჯავახიშვილი, რომელსაც ამჟამად ტელევიზიაში გადაცემა "იმედის დრო" მიჰყავს, ამბობს რომ არაფერს გამორიცხავს:

- ბატონო ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანა ლეჟავასთან ერთად "ქრონიკის" მთავარ გამოშვებას წაიყვანთ, მართალია?

- არც ვიცი რაზე მესაუბრებით. მე "იმედის დრო" მიმყავს, მომწონს ეს გადაცემა და ჯერჯერობით არსად გადასვლას არ ვაპირებ. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ, ჯერ მოლაპარაკებებიც არ ყოფილა. თუ შევითავსებ რამეს "იმედის დროსთან" ერთად, ჯერ ვერ გეტყვით.

დავუკავშირდით ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ ცნობილ და რეიტინგულ სახეს ნინო თოლორდავას. "კონტაქტის" წამყვანი ამბობს, რომ მოლაპარაკება მასთან ნამდვილად მიმდინარეობდა:

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. იყო გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი არის. ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ინფორმაციას" - აღნიშნა თოლორდავამ AMBEBI-სთან საუბრისას.

ინფორმაციის დასაზუსტებლად "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილ მოადგილეს ნინო შუბლაძესაც დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩეველია:

"არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ამ თემაზე ჩემთან. მადლობა, რომ თქვენ მაინც მკითხეთ" - აღნიშნა შუბლაძემ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ