მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გაექცნენ და უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს
ხელოვანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გაექცნენ და უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს

საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ას, რო­მე­ლიც თა­ვი­სი "წი­თე­ლი ტე­რო­რით" იყო გან­თქმუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ უწევ­დნენ და ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ მან­კი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს ეგუ­ე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად და ყო­ველ­თვის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნელ რე­ჟიმს პირ­და­პირ თუ ფა­რუ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ...

იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლე­ბელს ახერ­ხებ­დნენ, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე გა­დი­ოდ­ნენ, რის­კავ­დნენ, სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­რა­ზუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ტო­ვებ­დნენ და უცხო­ეთ­ში ემიგ­რა­ცი­ას იწყებ­დნენ.

ეს ნა­ბი­ჯი გა­ბე­დუ­ლი და თა­მა­მი იყო, რად­გა­ნაც საბ­ჭო­ე­თი­დან გაქ­ცე­უ­ლი, თუნ­დაც ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის უც­ნო­ბი იყო, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მათი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა, მი­ი­ღებ­და თუ არა მათ უცხო ქვე­ყა­ნა და შეძ­ლებ­დნენ თუ არა იქ არ­სე­ბო­ბას, მით უფრო, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საბ­ჭო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბას, მა­ინც გაქ­ცე­ვა ერ­ჩივ­ნათ. ამი­ტომ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, 70 წლის მან­ძილ­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ბევ­რმა და­ტო­ვა. მათ შო­რის, ცნო­ბილ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა, მსა­ხი­ობ­მა ნუგ­ზარ შა­რი­ამ, წარ­მა­ტე­ბულ­მა პი­ა­ნის­ტმა და კომ­პო­ზი­ტორ­მა ლექ­სო თო­რა­ძემ და სხვებ­მა...

ლექ­სო თო­რა­ძე

ის საბ­ჭო­თა რე­ჟიმს ამე­რი­კა­ში 1983 წლის აგ­ვის­ტო­ში, 31 წლის ასაკ­ში გა­ექ­ცა. მა­შინ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­აჩ­ნდათ, რომ ეს სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი იყო, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, - ასე­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი (მსა­ხი­ო­ბის, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი­სა და კომ­პო­ზი­ტორ და­ვით თო­რა­ძის ვაჟი), რა­ტომ მო­იქ­ცა ასე? მას მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი და იქვე საქ­მი­ა­ნობ­და. 1983 წელს უმ­ცრო­სი თო­რა­ძე სა­გას­ტრო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, ეს­პა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე კონ­ცერ­ტე­ბი­დან მოხ­სნა! პი­ა­ნის­ტმა შე­უ­რა­ცხყო­ფა ვერ აი­ტა­ნა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არა­პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვა.

არ­სე­ბობს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ლექ­სომ მა­შინ მშობ­ლებს მოს­წე­რა: "წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ეს წე­რი­ლი თქვე­ნამ­დე მო­აღ­წევს, მაგ­რამ ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, "წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ხავსს ეჭი­დე­ბო­და", - მე მა­ინც ვცდი ბედს. ფე­დო­სე­ე­ვე­ბი არამ­ზა­დე­ბი, პი­რუ­ტყვე­ბი არი­ან. მათ გამ­ყი­დეს! რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ის სხვა რა­მით ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი ხორ­ხე რუ­ბი­ოს და კორ­სა­კო­ვებს გა­უ­ნა­წი­ლა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ყო­ფი­ლა ჩა­დე­ბუ­ლი - კორ­სა­კო­ვებ­თან ქრთა­მი და ვალი. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­ბი­ოს, რომ­ლის­თვი­საც პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო ეს­პა­ნეთ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მის მდი­დარ, მაგ­რამ უნი­ჭო ცოლს, დი­დძა­ლი ჰო­ნო­რა­რით უნა­ზღა­ურ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ეს გვი­ან გა­ირ­კვა. აე­რო­პორ­ტში გა­ვი­გე, რომ მთე­ლი სამი კვი­რა უსაქ­მოდ ვიქ­ნე­ბო­დი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ვი­თხო­ვე დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს და ფე­დო­სე­ე­ვებს მოს­კოვ­ში და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე. წი­ნას­წარ და­ვად­გი­ნე, რომ ამას იმპრე­სა­რიო გა­ა­კე­თებ­და თა­ვი­სი ხარ­ჯით. მოკ­ლედ, მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს! რამ­დე­ნი­მე დღე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ვიბ­რძო­დი, რათა რო­ი­ალ­თან მე­მუ­შა­ვა, თუნ­დაც დღე­ში ერთხელ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უარს მე­უბ­ნე­ბო­და... ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, გავ­ქე­უ­ლი­ყა­ვი...

სას­ტუმ­რო "რობ­ლე­დო­დან", რო­მე­ლიც ქა­ლაქ ხი­ხონ­ში მდე­ბა­რე­ობს, 25 აგ­ვის­ტოს დი­ლის 8 სა­ათ­ზე გა­მო­ვე­დი ყა­ვის­ფე­რი ხელ­ჩან­თით... მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თან მდევ­და აზრი, რომ მე კი არ წა­ვე­დი, არა­მედ ჩემ­გან წა­ვიდ­ნენ. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია. რას იზამ? მათ სა­წა­დელს მი­აღ­წი­ეს...

ახლა კი უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, ვი­მე­ცა­დი­ნო, ვი­ცუ­რაო, ვირ­ბი­ნო, ნორ­მა­ლუ­რად ვიკ­ვე­ბო და ვი­ცხოვ­რო... დედა, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, შენს და­ბა­დე­ბის დღეს, 6 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე დიდ დარ­ბაზ­ში და­ვუკ­რა. შენი ად­გი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და და­გე­ლო­დე­ბა. კონ­ცერ­ტი­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს, შენი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, შენი სა­ხე­ლით, ქალ­თა რო­მე­ლი­მე მსხვილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­დავ­ცემ. თუ მე დაკ­ვრას შევ­ძლებ და სა­ნამ ჯერ კი­დევ ვუკ­რავ, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შენი ად­გი­ლი ყო­ველ­თვის და­გე­ლო­დე­ბა. სხვა დიდ­მა ქა­ლა­ქებ­მაც მო­ი­თხო­ვეს ჩემი გა­მოს­ვლა. მამა, ჯერ­ჯე­რო­ბით ად­რეა, ვი­ლა­პა­რა­კოთ შენს კონ­ცერ­ტებ­ზე.

ჯერ მე უნდა და­ვამ­ტკი­ცო, რომ შე­მიძ­ლია დაკ­ვრა, ისი­ნი უნდა და­ვა­ინ­ტე­რე­სო. ამ უმ­ძი­მეს მო­მენ­ტში მთა­ვა­რია, მაგ­რად იყო. გახ­სოვ­დეს ყვე­ლა­ფე­რი ეს, მე გა­მო­ვიწ­ვიე, მაგ­რამ თქვენ­ზე მე­ტად მე მიმ­ძიმს - მე მარ­ტო ვარ! მო­იკ­რი­ბე ძალა და წერე მუ­სი­კა. მუ­სი­კამ უნდა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნოს ჩვენ ორი­ვე. ვიცი, წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­ვარ­თუ­ლე ჩემი და შენი ცხოვ­რე­ბა. ამან უნდა გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლოს და ძალა შეგვმა­ტოს იმათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც მა­ი­ძუ­ლა ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. შენ უნდა წერო ჩემი სა­ხე­ლით. გე­მუ­და­რე­ბი, ტკი­ვი­ლი შე­მიმ­სუ­ბუ­ქე... რაც შე­უძ­ლია მა­მამ შვილს მის­ცეს, უკვე მო­მე­ცი. არ მინ­და, მყიდ­დნენ და მამ­ცი­რებ­დნენ სუ­ლით მო­ვაჭ­რე­ნი. ნამ­დვილ ცხოვ­რე­ბას­თან ბრძო­ლა უკვე და­ვი­წყე. თუ სიკ­ვდი­ლი მი­წე­რია, უნდა იცო­დეთ, რომ თქვენ არა ხართ დამ­ნა­შა­ვე. რაც მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე მე ვა­გებ პა­სუხს" - წერ­და ლექ­სო თო­რა­ძე მშობ­ლე­ბი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში.

ლექ­სო თი­რა­ძემ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და მის ცხოვ­რე­ბა­ში უბედ­ნი­ე­რე­სი დღე­ე­ბი დად­გა. ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი კი უბ­დ­ნი­ე­რე­სი დედა აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც 1988 წელს მას საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­შობ­ლო­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცა იმის­თვის, რომ უცხო­ეთ­ში წა­სულ შვილს შეხ­ვედ­რო­და. 1988 წლის აგ­ვის­ტო იყო. მსა­ხი­ობს მუდ­მი­ვი შიში ჰქონ­და, რომ მისი შვი­ლი "კა­გე­ბეს" არ ჩა­ვარ­დნო­და ხელ­ში, თუმ­ცა მის წარ­მა­ტე­ბა­ში ეჭვი არას­დროს შეჰ­პარ­ვია, რად­გა­ნაც ლექ­სო მუ­სი­კას ბავ­შვო­ბი­დან წერ­და, რაც ძა­ლი­ან ახა­რებ­და კომ­პო­ზი­ტორ მა­მას. პა­ტა­რას ეზო­ში ბავ­შვებ­თან თა­მაშს, რო­ი­ალ­თან ჯდო­მა ერ­ჩივ­ნა. თა­ვი­დან­ვე დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, რა­შიც არ სცდე­ბოდ­ნენ...

ცხრა წლი­სამ ორ­კესტრთან ერ­თად და­უკ­რა...

...მი­ლი­ო­ნერ­თა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ვესთ-პალმ-ბი­ჩის (ფლო­რი­დის შტა­ტი) - უზარ­მა­ზა­რი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი გა­და­ტე­ნი­ლი იყო, სცე­ნა­ზე ელა ფი­ცჯე­რალ­დი მღე­რო­და, ხან­გრძლი­ვი ტა­ში­სა და ოვა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ჩა­ცხრა, ელა მიკრო­ფონ­თან მი­ვი­და და მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: "დღეს მე და ოს­კარ პი­ტერ­სონ­მა გა­ვი­ცა­ნით უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი, რო­მელ­მაც მოგ­ვა­ჯა­დო­ვა თა­ვი­სი მუ­სი­კით. იგი ახლა ამ დარ­ბაზ­შია: იც­ნობ­დეთ, ლექ­სო თო­რა­ძე! ხვალ მას ამ დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტი აქვს, გირ­ჩევთ ყვე­ლას, მოხ­ვი­დეთ და მო­უს­მი­ნოთ, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებთ!"

ნუგ­ზარ შა­რია

პირ­ვე­ლი ფილ­მი "ენ­გუ­რის ნა­პი­რებ­ზე" იყო, რო­მელ­საც მოჰ­ყვა: "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "პა­ლი­ას­ტო­მი"... 1966 წელს შუა აზი­ა­ში ფილ­მის ("ღა­ლა­ტი") გა­და­ღე­ბებ­ზე უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა მი­ი­ღო - გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხე­ნი და­ცურ­და და ფე­ხებ­ზე და­ე­ცა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა... მერე ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია კი­ნო­რე­ჟი­სო­რო­ბის­თვის მო­ე­კი­და ხელი და მოს­კოვ­ში უმაღ­ლეს სა­რე­ჟი­სო­რო კურ­სებ­ზე ჩა­სა­ბა­რებ­ლად წა­ვი­და. რო­დე­საც მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, აქ არც რე­ჟის­ო­რად მი­ი­ღეს და არც - მსა­ხი­ო­ბად.…

"იმის გამო, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი არ ვი­ყა­ვი და არ ვმსა­ხუ­რობ­დი საბ­ჭო­თა ჯარ­ში, შტატ­ში არ­სად არ ვყო­ფილ­ვარ. ხელ­ფასს მხო­ლოდ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დი, ფილ­მის გა­და­ღე­ბა მთავ­რდე­ბო­და და ხელ­ფა­სიც აღარ მქონ­და. დამ­ნა­შა­ვე იყო კი­ნოს­ტუ­დი­ის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ჩემ მი­მართ პი­რა­დი მო­ტი­ვი ჰქონ­და. ყვე­ლა კარი და­მი­ხუ­რეს, ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდი, ჩემი სცე­ნა­რე­ბი და­ი­წუ­ნეს... ერთი ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, რე­ჟის­ო­რად, მაგ­რამ როცა ფილ­მი ("სე­მი­რა­მი­დას ბა­ღე­ბი") დას­რულ­და, ჩემი სა­ხე­ლი არ ახ­სე­ნეს... სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და - ჩემი თა­ვის­თვის უნდა მე­პატ­რო­ნა! ერთ დღე­საც კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა დავ­ტო­ვე: "მე, ნუგ­ზარ შა­რია, ვან­თა­ვი­სუფ­ლებ ჩემ სამ­სა­ხურს კი­ნო­ფილმში "სე­მი­რა­მი­დას ბა­ღე­ბი", ვი­ნა­ი­დან ვტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს და სა­მუ­და­მოდ მივ­დი­ვარ უცხო­ეთ­ში," - ამ­ბობს ნუგ­ზარ შა­რია.

საბ­ჭო­თა იმ­პე­რია 1970 წელს 29 წლი­სამ და­ტო­ვა... მსოფ­ლი­ოს 37 რე­ჟი­სორ­თან აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, მათ შო­რი­საა უოლტ დის­ნეი, თუმ­ცა ვერ ივი­წყებს მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ფრა­ზას, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა ფილ­მის "ენ­გუ­რის ნა­პი­რებ­ზე" ნახ­ვის შემ­დეგ უთხრა: "შვი­ლო, მე ეს ფილ­მი არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ღვთის ნა­ჩუ­ქა­რი ტა­ლან­ტი ხარ! ეს როლი და­ი­ვი­წყე და თუ მე­ო­რე როლი მი­ი­ღე, იმა­ზე იფიქ­რე!" იხ­სე­ნებს ასე­ვე რე­ჟი­სორ­სა და პე­და­გოგს ლილი იო­სე­ლი­ანს, რო­მელ­ზეც ამ­ბობს, რომ ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბა მან ას­წავ­ლა. ემიგ­რა­ცი­ა­ში უკვე 40 წელ­ზე მეტი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, ამ წლებს არაფ­რად მი­იჩ­ნევს, რად­გა­ნაც ის პე­რი­ო­დი სამ­შობ­ლოს გა­რე­შე იყო. მი­უ­ხე­და­ვად უცხო­ეთ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, თვლის, რომ ისევ 29 წლის არის...

მი­ხე­ილ ფო­ფხა­ძე (დღეს დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ე­ლი, იგი­ვე ლუკა ბე­თა­ნე­ლი)

80-იან წლებ­ში ის მუ­სი­კო­სი იყო, გი­ტა­რის­ტი და უკ­რავ­და რო­კჯ­გუფ­ში "თე­ატ­რო­ნი", რომ­ლის სო­ლის­ტი მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა ყო­ველ­თვის ჰქონ­და ამ ადა­მი­ანს და ერთხე­ლაც, უცხო­ეთ­ში ერთ-ერთი სა­გას­ტრო­ლო გას­ვლი­სას მო­ა­ხერ­ხა და უცხო­ეთ­ში დარ­ჩა. მოკ­ლედ, ჯგუფ­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამის გამო, "კა­გე­ბეს" გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­კჯ­გუ­ფის წევ­რე­ბი და­კი­თხვებ­ზე დაჰ­ყავ­და, ამის შე­სა­ხებ მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია...

მი­ხე­ილ ფო­ფხა­ძემ აშშ-ში ემიგ­რან­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო... წლე­ბის შემ­დეგ კი, მღვდლად ეკურ­თხა და იქ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო ღვაწლს შე­უდ­გა, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლუკა ბე­თა­ნე­ლის ფსევ­დო­ნი­მით მსა­ხუ­რობ­და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ("ამე­რი­კის ხმა" ვა­შინგტო­ნი­დან) ქარ­თულ ბი­უ­რო­ში, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად გად­მოს­ცემ­და რე­პორ­ტა­ჟებს.

დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ე­ლი უკვე 10 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და და სუ­ლი­ერ ღვაწლს აქ გა­ნაგ­რძობს. ამ­ჟა­მად იგი ქა­შუ­ე­თის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხელოვანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გაექცნენ და უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს

ხელოვანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს გაექცნენ და უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს

საბჭოთა იმპერიას, რომელიც თავისი "წითელი ტერორით" იყო განთქმული, ადამიანები მასობრივად წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და ქვეყანაში გამეფებულ მანკიერ გამოვლინებებს ეგუებოდნენ. თუმცა, თავისუფლებისთვის მებრძოლებიც საკმარისად და ყოველთვის იყვნენ, რომლებიც საშინელ რეჟიმს პირდაპირ თუ ფარულად უპირისპირდებოდნენ...

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმ პერიოდში შეუძლებელს ახერხებდნენ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდნენ, რისკავდნენ,  საგულდაგულოდ ჩარაზული ქვეყნის საზღვრებს სხვადასხვა მეთოდით ტოვებდნენ და უცხოეთში ემიგრაციას იწყებდნენ.

ეს ნაბიჯი გაბედული და თამამი იყო, რადგანაც საბჭოეთიდან გაქცეული, თუნდაც ნიჭიერი და წარმატებული ადამიანისთვის უცნობი იყო, როგორ განვითარდებოდა მათი მომავალი ცხოვრება, მიიღებდა თუ არა მათ უცხო ქვეყანა და შეძლებდნენ თუ არა იქ არსებობას, მით უფრო, წარმატების მიღწევას და მიუხედავად ამისა, საბჭოეთში ცხოვრებას, მაინც გაქცევა ერჩივნათ. ამიტომ, პროტესტის ნიშნად, 70 წლის მანძილზე, საბჭოთა კავშირი ბევრმა დატოვა. მათ შორის, ცნობილმა ხელოვანებმა, მსახიობმა ნუგზარ შარიამ, წარმატებულმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ლექსო თორაძემ და სხვებმა...

ლექსო თორაძე

ის საბჭოთა რეჟიმს ამერიკაში 1983 წლის აგვისტოში, 31 წლის ასაკში გაექცა. მაშინ საბჭოთა საქართველოში მიაჩნდათ, რომ ეს სამშობლოს ღალატი იყო, ყველას აინტერესებდა, - ასეთი აღიარებული ოჯახის შვილი (მსახიობის, უმშვენიერესი ლიანა ასათიანისა და კომპოზიტორ დავით თორაძის ვაჟი), რატომ მოიქცა ასე? მას მოსკოვის კონსერვატორია წარმატებით ჰქონდა დასრულებული და იქვე საქმიანობდა. 1983 წელს უმცროსი თორაძე საგასტროლოდ საბჭოთა კავშირის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ესპანეთში გაემგზავრა, თუმცა ორკესტრის ხელმძღვანელობამ, ესპანეთში ჩასვლისთანავე კონცერტებიდან მოხსნა! პიანისტმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არაპოლიტიკური თავშესაფარი იპოვა.

არსებობს წერილი, რომელიც ლექსომ მაშინ მშობლებს მოსწერა: "წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა", - მე მაინც ვცდი ბედს. ფედოსეევები არამზადები, პირუტყვები არიან. მათ გამყიდეს! როგორც შემდეგ გაირკვა, ის სხვა რამით ყოფილა დაინტერესებული. ჩემი კონცერტები ხორხე რუბიოს და კორსაკოვებს გაუნაწილა. ორივე შემთხვევაში, მატერიალური დაინტერესება ყოფილა ჩადებული - კორსაკოვებთან ქრთამი და ვალი. რაც შეეხება რუბიოს, რომლისთვისაც პრესტიჟული იყო ესპანეთში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა, მის მდიდარ, მაგრამ უნიჭო ცოლს, დიდძალი ჰონორარით უნაზღაურდებოდა. ყველაფერი ეს გვიან გაირკვა. აეროპორტში გავიგე, რომ მთელი სამი კვირა უსაქმოდ ვიქნებოდი. დაუყოვნებლივ მოვითხოვე დელეგაციის ხელმძღვანელს და ფედოსეევებს მოსკოვში დავებრუნებინე. წინასწარ დავადგინე, რომ ამას იმპრესარიო გააკეთებდა თავისი ხარჯით. მოკლედ, მოსკოვში დაბრუნების უფლება არ მომცეს! რამდენიმე დღე თავზეხელაღებული ვიბრძოდი, რათა როიალთან მემუშავა, თუნდაც დღეში ერთხელ. ხელმძღვანელობა უარს მეუბნებოდა... ამიტომ, გადავწყვიტე, გავქეულიყავი...

სასტუმრო "რობლედოდან", რომელიც ქალაქ ხიხონში მდებარეობს, 25 აგვისტოს დილის 8 საათზე გამოვედი ყავისფერი ხელჩანთით... მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მდევდა აზრი, რომ მე კი არ წავედი, არამედ ჩემგან წავიდნენ. ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალია. რას იზამ? მათ საწადელს მიაღწიეს...

ახლა კი უკვე საშუალება მაქვს, ვიმეცადინო, ვიცურაო, ვირბინო, ნორმალურად ვიკვებო და ვიცხოვრო... დედა, ადვილი შესაძლებელია, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში დავუკრა. შენი ადგილი თავისუფალი იქნება და დაგელოდება. კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს, შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, შენი სახელით, ქალთა რომელიმე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადავცემ. თუ მე დაკვრას შევძლებ და სანამ ჯერ კიდევ ვუკრავ, საკონცერტო დარბაზში შენი ადგილი ყოველთვის დაგელოდება. სხვა დიდმა ქალაქებმაც მოითხოვეს ჩემი გამოსვლა. მამა, ჯერჯერობით ადრეა, ვილაპარაკოთ შენს კონცერტებზე.

ჯერ მე უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია დაკვრა, ისინი უნდა დავაინტერესო. ამ უმძიმეს მომენტში მთავარია, მაგრად იყო. გახსოვდეს ყველაფერი ეს, მე გამოვიწვიე, მაგრამ თქვენზე მეტად მე მიმძიმს - მე მარტო ვარ! მოიკრიბე ძალა და წერე მუსიკა. მუსიკამ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ ორივე. ვიცი, წარმოუდგენლად გავართულე ჩემი და შენი ცხოვრება. ამან უნდა გამოგვაფხიზლოს და ძალა შეგვმატოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. შენ უნდა წერო ჩემი სახელით. გემუდარები, ტკივილი შემიმსუბუქე... რაც შეუძლია მამამ შვილს მისცეს, უკვე მომეცი. არ მინდა, მყიდდნენ და მამცირებდნენ სულით მოვაჭრენი. ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე. თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არა ხართ დამნაშავე. რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს" - წერდა ლექსო თორაძე მშობლებისადმი მიწერილ წერილში.

ლექსო თირაძემ წარმატებას მიაღწია და მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღეები დადგა. ლიანა ასათიანი კი უბდნიერესი დედა აღმოჩნდა, რადგანაც 1988 წელს მას საბჭოთა ხელისუფლებამ სამშობლოდან გასვლის უფლება მისცა იმისთვის, რომ უცხოეთში წასულ შვილს შეხვედროდა. 1988 წლის აგვისტო იყო. მსახიობს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მისი შვილი "კაგებეს" არ ჩავარდნოდა ხელში, თუმცა მის წარმატებაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, რადგანაც ლექსო მუსიკას ბავშვობიდან წერდა, რაც ძალიან ახარებდა კომპოზიტორ მამას. პატარას ეზოში ბავშვებთან თამაშს, როიალთან ჯდომა ერჩივნა. თავიდანვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რაშიც არ სცდებოდნენ...

ცხრა წლისამ ორკესტრთან ერთად დაუკრა...

...მილიონერთა საკურორტო ქალაქ ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი) - უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილი იყო, სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღეროდა, ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მივიდა და მაყურებელს მიმართა: "დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!"

ნუგზარ შარია

პირველი ფილმი "ენგურის ნაპირებზე" იყო, რომელსაც მოჰყვა: "აბესალომ და ეთერი", "ხევისბერი გოჩა", "პალიასტომი"... 1966 წელს შუა აზიაში ფილმის ("ღალატი") გადაღებებზე უმძიმესი ტრავმა მიიღო - გამოქვაბულში ცხენი დაცურდა და ფეხებზე დაეცა, მაგრამ გადარჩა... მერე ბავშვობის მეგობარმა ურჩია კინორეჟისორობისთვის მოეკიდა ხელი და მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩასაბარებლად წავიდა. როდესაც მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, აქ არც რეჟისორად მიიღეს და არც - მსახიობად.…

"იმის გამო, რომ კომუნისტური პარტიის წევრი არ ვიყავი და არ ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, შტატში არსად არ ვყოფილვარ. ხელფასს მხოლოდ ფილმების გადაღების პერიოდში ვიღებდი, ფილმის გადაღება მთავრდებოდა და ხელფასიც აღარ მქონდა. დამნაშავე იყო კინოსტუდიის მაშინდელი დირექტორი, რომელსაც ჩემ მიმართ პირადი მოტივი ჰქონდა. ყველა კარი დამიხურეს, ქუჩაში აღმოვჩნდი, ჩემი სცენარები დაიწუნეს... ერთი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი, რეჟისორად, მაგრამ როცა ფილმი ("სემირამიდას ბაღები") დასრულდა, ჩემი სახელი არ ახსენეს... სხვა გამოსავალი არ მქონდა - ჩემი თავისთვის უნდა მეპატრონა! ერთ დღესაც კინოსტუდიაში ოფიციალური განცხადება დავტოვე: "მე, ნუგზარ შარია, ვანთავისუფლებ ჩემ სამსახურს კინოფილმში "სემირამიდას ბაღები", ვინაიდან ვტოვებ საქართველოს და სამუდამოდ მივდივარ უცხოეთში," - ამბობს ნუგზარ შარია.

საბჭოთა იმპერია 1970 წელს 29 წლისამ დატოვა...  მსოფლიოს 37 რეჟისორთან აქვს ნამუშევარი, მათ შორისაა უოლტ დისნეი, თუმცა ვერ ივიწყებს მიხეილ ჭიაურელის ფრაზას, რომელიც რეჟისორმა ფილმის "ენგურის ნაპირებზე" ნახვის შემდეგ უთხრა: "შვილო, მე ეს ფილმი არ მომეწონა, მაგრამ კინოხელოვნებაში ღვთის ნაჩუქარი ტალანტი ხარ! ეს როლი დაივიწყე და თუ მეორე როლი მიიღე, იმაზე იფიქრე!" იხსენებს ასევე რეჟისორსა და პედაგოგს ლილი იოსელიანს, რომელზეც ამბობს, რომ ტექსტზე მუშაობა მან ასწავლა. ემიგრაციაში უკვე 40 წელზე მეტი აქვს გატარებული. როგორც მსახიობი ამბობს, ამ წლებს არაფრად მიიჩნევს, რადგანაც ის პერიოდი სამშობლოს გარეშე იყო. მიუხედავად უცხოეთში მიღწეული წარმატებისა, თვლის, რომ ისევ 29 წლის არის...

მიხეილ ფოფხაძე (დღეს დეკანოზი მიქაელი, იგივე ლუკა ბეთანელი)

80-იან წლებში ის მუსიკოსი იყო, გიტარისტი და უკრავდა როკჯგუფში "თეატრონი", რომლის სოლისტი მერაბ სეფაშვილი გახლდათ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა ამ ადამიანს და ერთხელაც, უცხოეთში ერთ-ერთი საგასტროლო გასვლისას მოახერხა და უცხოეთში დარჩა. მოკლედ, ჯგუფთან ერთად ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. ამის გამო, "კაგებეს" გარკვეული პერიოდის განმავლობაში როკჯგუფის წევრები დაკითხვებზე დაჰყავდა, ამის შესახებ მერაბ სეფაშვილსაც ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია...

მიხეილ ფოფხაძემ აშშ-ში ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო... წლების შემდეგ კი, მღვდლად ეკურთხა და იქ მართლმადიდებლურ ტაძარში სასულიერო ღვაწლს შეუდგა, თუმცა წლების განმავლობაში ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით მსახურობდა "რადიო თავისუფლების" ("ამერიკის ხმა" ვაშინგტონიდან) ქართულ ბიუროში, სადაც სისტემატურად გადმოსცემდა რეპორტაჟებს.

დეკანოზი მიქაელი უკვე 10 წელია, რაც საქართველოს დაუბრუნდა და სულიერ ღვაწლს აქ განაგრძობს. ამჟამად იგი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი