მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
 "დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"იმე­დის" გა­და­ცე­მა "დღის შოუს" ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე თვის გო­გო­ნას ყური პირ­და­პირ ეთერ­ში გა­უხვრი­ტეს. პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ატი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი ხელ­ში დე­დას ეჭი­რა და მის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. ბავ­შვი ის­ტე­რი­კუ­ლად ტი­რო­და, რა­მაც სტუ­დი­ა­ში მყო­ფი ორი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - სო­ფი­კო ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი და ეკა ამი­რე­ჯი­ბიც კი შე­ა­წუ­ხა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფაქტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. "დღის შოუს" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უწე­რენ კო­მენ­ტა­რებს და აკ­რი­ტი­კე­ბენ. ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც:

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: "დღეს ძი­რი­თა­დად "დახ­ვრე­ტებს" ვა­ზი­ა­რებ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ბე­ბი­ას დას­დე­ვენ თო­ფით, აგერ თვე­ე­ბის ბავ­შვს აკა­ვე­ბენ, რომ და­უბ­რკო­ლებ­ლად "ეს­რო­ლონ", მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბო, მი­კიბვ-მო­კიბ­ვას აზრი არა აქვს, პირ­და­პირ უნდა გი­თხრათ სი­მარ­თლე, - ჩვენ ვაფ­რენთ, კარ­გად გა­ი­სიგ­რძე­გა­ნეთ, "ისი­ნი" კი არა, არა­მედ ჩვენ, ყვე­ლა ვაფ­რენთ"

"და­სა­ხუ­რე­ბი ხართ. ამას რო­გორ უყუ­რებ­დით და რო­გორ არ შე­ა­ჩე­რეთ?"

"ეს დღის შო­უ­ე­ბი ყვე­ლა არხზე არის სრუ­ლი მა­რაზ­მი და უსაქ­მუ­რი ხალ­ხის უაზ­რო ბლაბ­ლაბ­ლა, და ამ სა­ცო­და­ვი ბავ­შვის ამ­ბა­ვი ხომ სა­ერ­თოდ!"

"მა­რაზ­მი! ბავ­შვს არ ეკი­თხე­ბი­ან, იქ­ნებ სუ­ლაც არ უნდა გახ­ვრე­ტი­ლი ყუ­რე­ბი და არც არას­დორს არ გა­იხვრი­ტავ­და თა­ვის ნება რომ ყო­ფი­ლი­ყო. პა­პუ­ა­სე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ რა"

"ამ ბავ­შვს რას ერ­ჩო­და დე­და­მი­სი?! სრუ­ლი სა­დიზ­მია თვე­ე­ბის ბავ­შვის ყუ­რის გახ­ვრე­ტა, რა უბე­დუ­რე­ბაა, რატო და­ტან­ჯეს?! კა­ნო­ნით უნდა იკ­რძა­ლე­ბო­დეს ბავ­შის­თვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა!!!!!!! ან რა­ტომ აჩ­ვე­ნებთ ამას ეთერ­ში. მა­კან­კა­ლებს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან რაც ამ ვი­დე­ოს ვუ­ყუ­რე..."

"ეს არის ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა! სირ­ცხვი­ლი ყვე­ლას, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და და არა­ფე­რი არ თქვა, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა!"

"მშო­ბე­ლი ხომ დამ­ნა­შა­ვეა და პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს ამ ძა­ლა­დო­ბა­ზე და ასე­ვე დამ­ნა­შა­ვეა გა­და­ცე­მა! სირ­ცხვი­ლი თქვენ!"

"გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ჭკუა აქვთ თავ­ში?"

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს? ასე და ამ ფორ­მით? გა­უ­გო­ნა­რი და სა­დის­ტუ­რი ამ­ბა­ვია. ვინ და­გე­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს აუ­ცი­ლებ­ლად ხოლო ტე­ლე­ვი­ზი­ამ ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს. ეთი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით, მშობ­ლის თან­ხმო­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ ათა­ვი­სუფ­ლებს. მე­ტიც ეს ბავ­შვის წვა­ლე­ბაა მე­გობ­რე­ბო"

"სა­ი­დან გა­ფიქ­რდე­ბათ რე­ი­ტინ­გის აწე­ვის­თვის ასე­თი მა­რაზ­მი თე­მე­ბი? არ გრცხვე­ნი­ათ მა­ინც? სა­ში­ნე­ლი გა­და­ცე­მა კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლი გა­ხა­დეთ, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ წამ­ყვა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც აზ­რზე არ არი­ან რა არის ეთი­კა"

"მხე­ცე­ბო რას მა­ყუ­რე­ბი­ნეთ ამას, ან იმ დე­დას რა ვუ­თხა­რი ამას რომ გა­უ­კე­ტებს შვილს იქ­ნებ რომ წა­მო­იზ­რდე­ბა სულ არ უნდა ბავ­შვს ყური ქონ­დეს გახ­ვრე­ტი­ლი რატო იღებთ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თქვენ დე­დე­ბი რაც ბავ­შვის პი­რა­დია? აცა­დეთ გაზ­რდა ბავ­შვებს. მა­რაზ­მი იყო ის რაც დღეს ვნა­ხე 4 წამ­ყვა­ნი დე­დე­ბი ამას უყუ­რებთ და სე­ი­რობთ" - წე­რენ ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "დღის შოუ" გა­და­ცე­მა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პირ­ველ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

 "დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში რამდენიმე თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბავშვი ისტერიკულად ტიროდა, რამაც სტუდიაში მყოფი ორი ტელეწამყვანი - სოფიკო ნარჩემაშვილი და ეკა ამირეჯიბიც კი შეაწუხა.

იხილეთ ვიდეო

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს და აკრიტიკებენ. ფაქტს ეხმაურებიან ცნობილი ადამიანებიც:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: "დღეს ძირითადად "დახვრეტებს" ვაზიარებ, შვილიშვილები ბებიას დასდევენ თოფით, აგერ თვეების ბავშვს აკავებენ, რომ დაუბრკოლებლად "ესროლონ", მოკლედ, მეგობრებო, მიკიბვ-მოკიბვას აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა გითხრათ სიმართლე, - ჩვენ ვაფრენთ, კარგად გაისიგრძეგანეთ, "ისინი" კი არა, არამედ ჩვენ, ყველა ვაფრენთ"

"დასახურები ხართ. ამას როგორ უყურებდით და როგორ არ შეაჩერეთ?"

"ეს დღის შოუები ყველა არხზე არის სრული მარაზმი და უსაქმური ხალხის უაზრო ბლაბლაბლა, და ამ საცოდავი ბავშვის ამბავი ხომ საერთოდ!"

"მარაზმი! ბავშვს არ ეკითხებიან, იქნებ სულაც არ უნდა გახვრეტილი ყურები და არც არასდორს არ გაიხვრიტავდა თავის ნება რომ ყოფილიყო. პაპუასების ქვეყანა ვართ რა"

"ამ ბავშვს რას ერჩოდა დედამისი?! სრული სადიზმია თვეების ბავშვის ყურის გახვრეტა, რა უბედურებაა, რატო დატანჯეს?! კანონით უნდა იკრძალებოდეს ბავშისთვის ტკივილის მიყენება!!!!!!! ან რატომ აჩვენებთ ამას ეთერში. მაკანკალებს ნერვიულობისგან რაც ამ ვიდეოს ვუყურე..."

"ეს არის ბავშვზე ძალადობა! სირცხვილი ყველას, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა და არაფერი არ თქვა, რომ გაეჩერებინა!"

"მშობელი ხომ დამნაშავეა და პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ ძალადობაზე და ასევე დამნაშავეა გადაცემა! სირცხვილი თქვენ!"

"გადაცემის პროდიუსერს, ჟურნალისტებს, ტელევიზიის თანამშრომლებს ჭკუა აქვთ თავში?"

"როგორ შეიძლება ეს? ასე და ამ ფორმით? გაუგონარი და სადისტური ამბავია. ვინ დაგემა პასუხი უნდა აგოს აუცილებლად ხოლო ტელევიზიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მეტიც ეს ბავშვის წვალებაა მეგობრებო"

"საიდან გაფიქრდებათ რეიტინგის აწევისთვის ასეთი მარაზმი თემები? არ გრცხვენიათ მაინც? საშინელი გადაცემა კიდევ უფრო საშინელი გახადეთ, აღარაფერს ვამბობ წამყვანებზე, რომლებიც აზრზე არ არიან რა არის ეთიკა"

"მხეცებო რას მაყურებინეთ ამას, ან იმ დედას რა ვუთხარი ამას რომ გაუკეტებს შვილს იქნებ რომ წამოიზრდება სულ არ უნდა ბავშვს ყური ქონდეს გახვრეტილი რატო იღებთ ისეთ გადაწყვეტილებას თქვენ დედები რაც ბავშვის პირადია? აცადეთ გაზრდა ბავშვებს. მარაზმი იყო ის რაც დღეს ვნახე 4 წამყვანი დედები ამას უყურებთ და სეირობთ" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

ასევე წაიკითხეთ: "დღის შოუ" გადაცემაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი