მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."
ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."

ეს იქ­ნე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი რო­გო­რიც იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­გო­რიც აქვს ახლა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტი არის ერთი პარ­ტი­ის ხელ­ში, რაც არის საფრ­თხე ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც არ უნდა მოხ­დეს მსგავ­სი რამ.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს იქ­ნე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი რო­გო­რიც იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­გო­რიც აქვს ახლა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას. რო­დე­საც არის ერთი პარ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სხვე­ბის და­უ­კი­თხა­ვად ყვე­ლა სა­კი­თხი გა­და­წყვი­ტოს, ეს არის საფრ­თხე. ეს არის საფრ­თხე, რად­გან ერთ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია უკონ­ტრო­ლოდ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მოწ­მე­ბი­სა და ბა­ლან­სი­რე­ბის სის­ტე­მა, წო­ნას­წო­რო­ბის სის­ტე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ირ­ღვა. ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტი არის ერთი პარ­ტი­ის ხელ­ში და ეს არის საფრ­თხე ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც არ უნდა მოხ­დეს მსგავ­სი რამ. რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ახლა უნდა თა­ვის თავ­ზე აი­ღოს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი, რომ მათ ზედ­მე­ტი არ მო­უ­ვი­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე - აქვს თუ არა ეს საფრ­თხე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, მათ ეს არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ ეს არის ხალ­ხი, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბა პირ­ვე­ლა­დაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­მო­უც­დე­ლია.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ ქვე­ყა­ნა ჩა­ვა­ბა­რეთ ხალ­ხს, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის მარ­თვა ან იცის, ან არა, ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ ამ სა­თა­მა­შოს­თან გამ­კლა­ვე­ბა, რად­გან კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია თვი­თონ მათ­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთი პარ­ტი­ის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. არას­დროს ეს კარ­გად არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. მე არ მახ­სოვს კარ­გი შე­დე­გი. რა უხა­რი­ათ, არ ვიცი. ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სი­ხა­რუ­ლი ამ­ბა­ვი არ არის. გა­სა­გე­ბია, რომ პარ­ტი­აა და გა­მარ­ჯვე­ბა უხა­რი­ათ, მაგ­რამ ამ გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა. რაც ქვე­ყა­ნა­ში გა­ფუჭ­დე­ბა, ახლა ვე­რა­ვის და­აბ­რა­ლე­ბენ. რომ ჰყავ­დათ სა­თა­მა­შოდ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ან ვინ­მე, რომ აი, იმა­თი ბრა­ლია, თო­რემ ჩვენ ვი­ზამ­დი­თო - ახლა ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­შია", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბა. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში - 44 მან­და­ტი, ხოლო მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში 23 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 115 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."

ლევან ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტს აფასებს - "დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში..."

ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მომავალი პარლამენტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში, რაც არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ.

"უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას. როდესაც არის ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სხვების დაუკითხავად ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს არის საფრთხე. ეს არის საფრთხე, რადგან ერთ პარტიას შეუძლია უკონტროლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, შემოწმებისა და ბალანსირების სისტემა, წონასწორობის სისტემა ხელისუფლებაში დაირღვა. ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ. რადგან საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უნდა თავის თავზე აიღოს ამ ხელისუფლების კონტროლი, რომ მათ ზედმეტი არ მოუვიდეთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა ეს საფრთხე გაცნობიერებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ ეს არ აქვთ გააზრებული იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელთაგან უმეტესობა პირველადაა ხელისუფლებაში, გამოუცდელია.

"სინამდვილეში, ჩვენ ქვეყანა ჩავაბარეთ ხალხს, რომელმაც ქვეყნის მართვა ან იცის, ან არა, ეს მომავალში გაირკვევა. შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ სათამაშოსთან გამკლავება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი ხელისუფლება ძალიან საშიშია თვითონ მათთვის. საქართველოში რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა მთელი ძალაუფლება. არასდროს ეს კარგად არ დამთავრებულა. მე არ მახსოვს კარგი შედეგი. რა უხარიათ, არ ვიცი. ეს მაინცდამაინც სასიხარული ამბავი არ არის. გასაგებია, რომ პარტიაა და გამარჯვება უხარიათ, მაგრამ ამ გამარჯვებას ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მოჰყვება. რაც ქვეყანაში გაფუჭდება, ახლა ვერავის დააბრალებენ. რომ ჰყავდათ სათამაშოდ "რესპუბლიკური პარტია" ან ვინმე, რომ აი, იმათი ბრალია, თორემ ჩვენ ვიზამდითო - ახლა ყველაფერი მათ ხელშია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებში - 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა. შესაბამისად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."