პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?
რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?

რუ­სეთ­ში, რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძლი­ე­რი ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­ღაც ახერ­ხებს კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმას და უკვე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ კრემლში არ­სე­ბულ მკვეთ­რად უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბო­და და მისი ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­და. თუ რო­გორ მო­ვი­და ახალ­გაზ­რდა რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თის სა­თა­ვე­ში, რო­გორ მო­ი­პო­ვა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და რო­გორ ჩა­მო­ი­შო­რა ან­ტი­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჩეჩ­ნე­ბი, ამის შე­სა­ხებ ოს­ლო­ელ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ოსნე სა­ი­ეშ­ტად­მა, ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლად ისა­უბ­რა თა­ვის წიგნ­ში. მის მიერ გროზ­ნო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დე­ტა­ლე­ბის აღ­წე­რი­სას, ჩეჩ­ნე­ბი ჯერ კი­დევ ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ კა­დი­რო­ვის "ბი­ჭე­ბის" ქმე­დე­ბებ­ზე, რად­გან მი­აჩ­ნდათ, "დუ­მი­ლიც სა­ში­ში" იყო...

რამ­ზან კა­დი­რო­ვი, 10 წლის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ნა. ცოტა ხან­ში ამ "ოდი­ო­ზურ­მა პი­როვ­ნე­ბამ" (რო­გორც ის თა­ვის თავს ხში­რად უწო­დებს), პო­პუ­ლა­რო­ბით მოს­კო­ველ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც გა­ას­წრო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რამ­ზან კა­დი­რო­ვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნელ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩენ­ჩე­თი ის ად­გი­ლია, სა­ი­და­ნაც აფეთ­ქე­ბას მუდ­მი­ვად უნდა ელო­დე, მაგ­რამ ამას თა­ვი­სი და­უნ­დო­ბე­ლი ხა­სი­ა­თი­თა და სი­სას­ტი­კით ისე ახერ­ხებს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის სან­ცვლოდ, რომ ამით თა­ვის მფარ­ველ პუ­ტინს და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნას. მას იქ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იქ დიქ­ტა­ტუ­რა და­ამ­ყა­რა. მის "ან­გა­რიშ­ზეა" არა­ერ­თი მკვლე­ლო­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვა­ზე, მაგ­რამ ამის გამო მისი გავ­ლე­ნე­ბი არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა" - წერს Новая газета.

მათი მო­საზ­რე­ბით, ჩენ­ჩეთ­ში გა­დას­რო­ლი­ლი ფი­ნან­სუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის გამო, კა­დი­რო­ვი მალე და­კარ­გავს პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რას და მას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სხვა კან­დი­და­ტით შეც­ვლის, რად­გან კა­დი­რო­ვის მი­მართ ან­ტი­პა­თი­უ­რად კრემ­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც არი­ან გან­წყო­ბილ­ნი.

კა­დი­რო­ვის მი­მართ აგ­რე­სი­ამ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებ­შიც არა­ერ­თხელ იფეთ­ქა; ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც 2007 წლის გა­ზა­ფხულ­ზე რუ­სეთ­ში აბ­სურ­დუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი გა­თა­მაშ­და, - გავ­ლე­ნი­ა­ნი რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პუ­ტინს სა­თი­თა­ოდ სთხოვ­დნენ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი მე­სა­მედ ეყა­რა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კონ­სტი­ტუ­ცია ამის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მა­შინ კა­დი­როვ­მა, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს მი­მარ­თა, - და­ი­ჩო­ქეთ და იქ­ნებ პუ­ტი­ნი მე­სა­მე ვა­დით პრე­ზი­დენ­ტო­ბას და­თან­ხმდე­სო.

"არ­გუ­მენ­ტად" მისი ლი­დე­რის სი­ტყვე­ბი მოჰ­ყავ­და, - პუ­ტი­ნი მი­უდ­მი­ვად ამ­ბობს რომ რუ­სე­თი ის­ლა­მის მე­გო­ბა­რია... თუმ­ცა, პა­სუხ­მა არ და­ა­ყოვ­ნა, - მუს­ლი­მე­ბი მხო­ლოდ ალაჰს ვუ­ჩო­ქებთ და ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ აგე­რი­ო­თო - შე­მო­უთ­ვა­ლეს რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა მუს­ლი­მებ­მა... ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი იყო, კა­დი­რო­ვი სა­კუ­თა­რი ტყა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და, რად­გან პუ­ტი­ნი მისი მშვი­დად ყოფ­ნის გა­რან­ტი იყო. ეტყო­ბა, მის­მა ექ­სცენ­ტრი­კულ­მა გა­მოს­ვლებ­მა, მის გარ­შე­მო უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­და, რო­გორც კრემლში, ასე­ვე რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მუს­ლიმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: "იმ­დე­ნი მყავს ნა­წა­მე­ბი და მოკ­ლუ­ლი, ერთი შე­ხედ­ვით მივ­ხვდე­ბი, რას წარ­მო­ად­გე­ნო..." - რას ყვე­ბა ჩე­ჩე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ექ­ცა

ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, კა­დი­როვ­მა, ჩე­ჩენ ქალ­თა დღე აღ­ნიშ­ნა და ცე­რე­მო­ნი­ა­ზე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რა­ინ­დუ­ლი აღ­კაზ­მუ­ლო­ბით, ხან­ჯლით და აბ­ჯრით გა­მო­ცხად­და. ეს შემ­თხვე­ვით არ მომ­ხდა­რა, - მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გა­შუ­ქე­ბულ­მა აბ­ჯრი­ან­მა კა­დი­როვ­მა მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის რე­ი­სი MH17-ის კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ ჰო­ლან­დი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბიც კი გა­და­ფა­რა. არა­და, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, MH17 პრო­რუ­სი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­რო­ლილ­მა რუ­სულ­მა რა­კე­ტამ ჩა­მო­აგ­დო.

რუ­სეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რად მას ხში­რად იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ნა­წილს იმე­დი აქვს, რომ ეს ან­ტი­კა­დი­რო­ვუ­ლი კამ­პა­ნი­აც უშე­დე­გოდ არ ჩა­ივ­ლის და რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა. მით უფრო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი რუ­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა, მაგ­რამ ჩეჩ­ნე­თის­თვის სუბ­სი­დი­ე­ბი არ წყდე­ბა. მათი ნა­წი­ლი კი კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ხმარ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე არ აღ­წევს...

"რომ არა­ფე­რი ვთქვათ, გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­ზე, პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ოპო­ნენ­ტის ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა­ზე, რომ­ლის უკან რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჩრდი­ლი უკვე და­ი­ნა­ხეს; ასე­ვე, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლისტ ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და, კა­დი­რო­ვის ხალ­ხს უკავ­შირ­დე­ბა; ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის წა­მე­ბის, მოკ­ვლი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ასო­ბით ჩე­ჩენ­მა შე­ი­ტა­ნა. თუმ­ცა, ამით კა­დი­როვს არა­ფე­რი დაკ­ლე­ბია..." - წერს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა."

ჟურ­ნა­ლისტ ოლეგ კა­ში­ნის თქმით, კა­დი­რო­ვის გა­და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მხო­ლოდ პუ­ტინს აქვს, თუმ­ცა, ისიც ცხა­დია, რომ ის მას შავი საქ­მე­ე­ბის­თვის იყე­ნებს. და მა­ინც, ალ­ბათ თა­ვად რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რიც უკვე აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მის გამო არ ღირს ყვე­ლას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. გა­სულ დღე­ებ­ში, რუ­სე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ გა­და­წყვი­ტა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ოლ­ქებს და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყვი­ტონ, რაც რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია". მა­ლე­ვე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, - სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით... კრემლში უკვე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კა­დი­რო­ვის ხის­ტი ქმე­დე­ბე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდის კი­დევ ერთი მი­ზე­ზია... რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, პუ­ტი­ნი კა­დი­რო­ვის გამო ორ ცე­ცხლს შუა აღ­მოჩ­ნდეს.

"შე­საძ­ლოა, არც ისე დიდი დროა, კა­დი­რო­ვის ხა­ნის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სამ­დე, მით უფრო, რომ კა­დი­რო­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წლე­ბია ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა მომ­წი­ფე­ბუ­ლი, იქ­ნებ კა­დი­როვ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთხელ მა­ინც მი­ი­ღოს საღი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი საფრ­თხე, პუ­ტინს თა­ვა­დაც ეში­ნია კა­დი­რო­ვი­სა და მის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი ათა­სი "ბო­ე­ვი­კის", რომ­ლე­ბიც სხვებ­თან ერ­თად "უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ" ჩეჩ­ნეთ­ში "მშვი­დო­ბას"... - წერს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლევ პო­ნა­მა­რე­ვი.

ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პი­რის მოჩ­ვე­ნე­ბით მშვი­დო­ბის ფონ­ზე, კრემ­ლის ფა­ვო­ტო­რის რეპ­რე­სი­ე­ბის გამო, ასო­ბით ჩე­ჩე­ნი გარ­ბის ქვეყ­ნი­დან და ბე­ლო­რუ­სი­ის გავ­ლით პო­ლო­ნეთ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობს, იმ იმე­დით, რომ იქ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. ერთ-ერთი ლტოლ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩეჩ­ნე­თი ოჯახ­თან ერ­თად და­ტო­ვა, ამ­ჟა­მად ვარ­შა­ვა­ში ცხოვ­რობს.

"მდი­ნა­რე ბუ­გის მე­ო­რე მხა­რეს პო­ლო­ნე­თია, ტე­რეს­პო­ლი. ბრესტსა და ტე­რეს­პოლს შო­რის მოძ­რავ მა­ტა­რე­ბელს თუ ადრე სამი ვა­გო­ნი ჰყოფ­ნი­და, ახლა ათამ­დე ვა­გო­ნი აქვს ჩაბ­მუ­ლი ყვე­ლა გა­და­ჭე­დი­ლია... მზად ვი­ყა­ვით გზა­ში ერთი თვე ან მეტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ოღონდ კი სამ­შვი­დო­ბოს ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. მე და ჩემი ძმა ჩეჩ­ნე­თი­დან სა­ბო­ლო­ოდ წა­მო­ვე­დით და შვი­ლებს ვუ­თხა­რით, რომ და­ი­ვი­წყონ მათი ქვე­ყა­ნა... ჩეჩ­ნე­თი არის ად­გი­ლი, სა­დაც ვიდ­რე რამ­ზან კა­დი­რო­ვი ცო­ცხა­ლია, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. იქ მო­ხე­ლე­ე­ბი კა­ნონს არ აღი­ა­რე­ბენ. აქ კა­ნონს კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლი ჰქვია და ვი­თა­რე­ბა უა­რეს­დე­ბა. ხალ­ხი და­ში­ნე­ბუ­ლია... ამ რე­ჟიმს ჩემი ორი ძმა შე­ე­წი­რა, არი­ან ისე­თე­ბიც, სა­დაც ოჯახ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ხო­ცეს. თუ ვინ­მემ­ზე გა­ი­გეს, რომ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდე­გია, თუ მას ვერ მო­ი­ხელ­თე­ბენ, მის ოჯა­ხის წევ­რს ან ნა­თე­სავს გა­ი­ტა­ცე­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღე სცე­მენ აწა­მე­ბენ და ასე ცდი­ლო­ბენ მის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას..."

ახ­ლა­ხან ის ორი ის­ტო­რი­კო­სი, რიზ­ვან იბ­რა­გიმო­ვი და აბუ­ბა­კარ დე­დიო გა­ურ­კვე­ვე­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ცოტა ხან­ში ისი­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვიდ­ნენ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს, - 1944 წელს ჩეჩ­ნე­ბის შუა აზი­ა­ში გა­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვა, შეც­დო­მა იყოო. იგი­ვე ბედი არა­ერთ მკლვე­ვარ­სა და ჟურ­ნა­ლისტს ეწია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა­მაც საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა ან თავ­შე­სა­ფა­რი სხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­თხო­ვა...

პ.ს. 2004 წელს, ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, პო­ლო­ნე­თის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის 70 ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნით. მათი უმე­ტე­სო­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან იყო. მიგ­რან­ტთა ბოლო დიდი ტალ­ღა 2013 წელს წა­მო­ვი­და ჩეჩ­ნე­თი­დან. მა­შინ იმ მიგ­რან­ტთა რი­ცხვი, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვეს, 13 ათა­სი იყო და ეს რი­ცხვი თან­და­თან მა­ტუ­ლობს.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?

რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?

რუსეთში, რამდენიმე დამოუკიდებელი მედია, ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის პირობებში, როგორღაც ახერხებს კრიტიკული აზრის გამოთქმას და უკვე აქტიურად საუბრობს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მიმართ კრემლში არსებულ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე.

წლების განმავლობაში, ჩეჩნეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინის ფავორიტად ითვლებოდა და მისი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუ როგორ მოვიდა ახალგაზრდა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის სათავეში, როგორ მოიპოვა ძალაუფლება და როგორ ჩამოიშორა ანტირუსულად განწყობილი ჩეჩნები, ამის შესახებ ოსლოელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ოსნე საიეშტადმა, ყველაზე გაბედულად ისაუბრა თავის წიგნში. მის მიერ გროზნოში მოგზაურობის დეტალების აღწერისას, ჩეჩნები ჯერ კიდევ ხმამაღლა საუბრობდნენ კადიროვის "ბიჭების" ქმედებებზე, რადგან მიაჩნდათ, "დუმილიც საშიში" იყო...

რამზან კადიროვი, 10 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველად დანიშნა. ცოტა ხანში ამ "ოდიოზურმა პიროვნებამ" (როგორც ის თავის თავს ხშირად უწოდებს), პოპულარობით მოსკოველ პოლიტიკოსებსაც გაასწრო.

ასევე წაიკითხეთ: რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

"მოგეხსენებათ, ჩენჩეთი ის ადგილია, საიდანაც აფეთქებას მუდმივად უნდა ელოდე, მაგრამ ამას თავისი დაუნდობელი ხასიათითა და სისასტიკით ისე ახერხებს ჩეჩნეთის ლიდერი ძლიერი მხარდაჭერის სანცვლოდ, რომ ამით თავის მფარველ პუტინს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას. მას იქ სრული თავისუფლება აქვს, რისი საშუალებითაც იქ დიქტატურა დაამყარა. მის "ანგარიშზეა" არაერთი მკვლელობა, რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაზე, მაგრამ ამის გამო მისი გავლენები არ შესუსტებულა" - წერს Новая газета.

მათი მოსაზრებით, ჩენჩეთში გადასროლილი ფინანსური დივიდენდების გამო, კადიროვი მალე დაკარგავს პუტინის მხარდაჭერას და მას რუსეთის პრეზიდენტი სხვა კანდიდატით შეცვლის, რადგან კადიროვის მიმართ ანტიპათიურად კრემლის მაღალჩინოსნებიც არიან განწყობილნი.

კადიროვის მიმართ აგრესიამ რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებშიც არაერთხელ იფეთქა; ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2007 წლის გაზაფხულზე რუსეთში აბსურდული პოლიტიკური სპექტაკლი გათამაშდა, - გავლენიანი რუსი პოლიტიკოსები პუტინს სათითაოდ სთხოვდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მესამედ ეყარა, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია ამის უფლებას არ აძლევდა. მაშინ კადიროვმა, რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართა, - დაიჩოქეთ და იქნებ პუტინი მესამე ვადით პრეზიდენტობას დათანხმდესო.

"არგუმენტად" მისი ლიდერის სიტყვები მოჰყავდა, - პუტინი მიუდმივად ამბობს რომ რუსეთი ისლამის მეგობარია... თუმცა, პასუხმა არ დააყოვნა, - მუსლიმები მხოლოდ ალაჰს ვუჩოქებთ და ჩეჩნეთის მოსახლეობაში არ აგერიოთო - შემოუთვალეს რუსეთში მცხოვრებმა მუსლიმებმა... ყველასთვის გასაგები იყო, კადიროვი საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძოდა, რადგან პუტინი მისი მშვიდად ყოფნის გარანტი იყო. ეტყობა, მისმა ექსცენტრიკულმა გამოსვლებმა, მის გარშემო უარყოფითად განწყობილთა რაოდენობა გაზარდა, როგორც კრემლში, ასევე რუსეთში მცხოვრებ მუსლიმ საზოგადოებაში.

წაიკითხეთ: "იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

ბოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კადიროვმა, ჩეჩენ ქალთა დღე აღნიშნა და ცერემონიაზე შუასაუკუნეების რაინდული აღკაზმულობით, ხანჯლით და აბჯრით გამოცხადდა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, - მაშინ ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გაშუქებულმა აბჯრიანმა კადიროვმა მალაიზიური ავიახაზების რეისი MH17-ის კატასტროფის შესახებ ჰოლანდიური გამოძიების შედეგებიც კი გადაფარა. არადა, გამოძიების თანახმად, MH17 პრორუსი სეპარატისტების ტერიტორიიდან გასროლილმა რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

რუსეთში აპრობირებული მეთოდია და სხვადასხვა პრობლემების გადასაფარად მას ხშირად იყენებენ, თუმცა, რუსი ოპოზიციონერების ნაწილს იმედი აქვს, რომ ეს ანტიკადიროვული კამპანიაც უშედეგოდ არ ჩაივლის და რაღაც შეიცვლება. მით უფრო, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და სხვა მიზეზების გამო, საშუალო სტატისტიკური რუსის საცხოვრებელი პირობები ყოველდღიურად უარესდება, მაგრამ ჩეჩნეთისთვის სუბსიდიები არ წყდება. მათი ნაწილი კი კადიროვის ოჯახის და მისი თანამოაზრეების კეთილდღეობას ხმარდება და მოსახლეობამდე არ აღწევს...

"რომ არაფერი ვთქვათ, გახმაურებულ მკვლელობებზე, პუტინის ყველაზე აქტიური ოპონენტის ბორის ნემცოვის მკვლელობაზე, რომლის უკან რამზან კადიროვის ჩრდილი უკვე დაინახეს; ასევე, "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა, კადიროვის ხალხს უკავშირდება; ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ საჩივარი, ოჯახის წევრების წამების, მოკვლისა და უფლებების დარღვევის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოში ასობით ჩეჩენმა შეიტანა. თუმცა, ამით კადიროვს არაფერი დაკლებია..." - წერს "ნოვაია გაზეტა."

ჟურნალისტ ოლეგ კაშინის თქმით, კადიროვის გადაყენების უფლებამოსილება მხოლოდ პუტინს აქვს, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ის მას შავი საქმეებისთვის იყენებს. და მაინც, ალბათ თავად რუსეთის პირველი პირიც უკვე აცნობიერებს, რომ მის გამო არ ღირს ყველასთან დაპირისპირება. გასულ დღეებში, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ჩრდილოეთ კავკასიის ოლქებს დაფინანსება შეუწყვიტონ, რაც რამზან კადიროვმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ "ეს უბრალოდ შეუძლებელია". მალევე ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, - სახელმწიფო პროგრამების ჩრდილოეთ კავკასიაში გაზრდასთან დაკავშირებით... კრემლში უკვე ვარაუდობენ, რომ კადიროვის ხისტი ქმედებები უკმაყოფილების გაზრდის კიდევ ერთი მიზეზია... რუსი დეპუტატების თქმით, შესაძლოა, პუტინი კადიროვის გამო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდეს.

"შესაძლოა, არც ისე დიდი დროა, კადიროვის ხანის დასასრულის დასაწყისამდე, მით უფრო, რომ კადიროვის საწინააღმდეგოდ წლებია ძალიან ბევრი საქმეა მომწიფებული, იქნებ კადიროვთან დაკავშირებით, ერთხელ მაინც მიიღოს საღი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა. თუმცა, არსებობს ერთი საფრთხე, პუტინს თავადაც ეშინია კადიროვისა და მის გარშემო შემოკრებილი ათასი "ბოევიკის", რომლებიც სხვებთან ერთად "უზრუნველყოფენ" ჩეჩნეთში "მშვიდობას"... - წერს უფლებადამცველი ლევ პონამარევი.

ჩეჩნეთის პირველი პირის მოჩვენებით მშვიდობის ფონზე, კრემლის ფავოტორის რეპრესიების გამო, ასობით ჩეჩენი გარბის ქვეყნიდან და ბელორუსიის გავლით პოლონეთში გადასვლას ცდილობს, იმ იმედით, რომ იქ ლტოლვილის სტატუსს მიიღებს. ერთ-ერთი ლტოლვილი, რომელმაც ჩეჩნეთი ოჯახთან ერთად დატოვა, ამჟამად ვარშავაში ცხოვრობს.

"მდინარე ბუგის მეორე მხარეს პოლონეთია, ტერესპოლი. ბრესტსა და ტერესპოლს შორის მოძრავ მატარებელს თუ ადრე სამი ვაგონი ჰყოფნიდა, ახლა ათამდე ვაგონი აქვს ჩაბმული ყველა გადაჭედილია... მზად ვიყავით გზაში ერთი თვე ან მეტი ვყოფილიყავით, ოღონდ კი სამშვიდობოს ჩავსულიყავით. მე და ჩემი ძმა ჩეჩნეთიდან საბოლოოდ წამოვედით და შვილებს ვუთხარით, რომ დაივიწყონ მათი ქვეყანა... ჩეჩნეთი არის ადგილი, სადაც ვიდრე რამზან კადიროვი ცოცხალია, არაფერი შეიცვლება. იქ მოხელეები კანონს არ აღიარებენ. აქ კანონს კადიროვის სახელი ჰქვია და ვითარება უარესდება. ხალხი დაშინებულია... ამ რეჟიმს ჩემი ორი ძმა შეეწირა, არიან ისეთებიც, სადაც ოჯახში ყველა მამაკაცი დახოცეს. თუ ვინმემზე გაიგეს, რომ რეჟიმის წინააღმდეგია, თუ მას ვერ მოიხელთებენ, მის ოჯახის წევრს ან ნათესავს გაიტაცებენ, რამდენიმე დღე სცემენ აწამებენ და ასე ცდილობენ მისგან ინფორმაციის მიღებას..."

ახლახან ის ორი ისტორიკოსი, რიზვან იბრაგიმოვი და აბუბაკარ დედიო გაურკვეველი ბრალდებით დააკავეს. ცოტა ხანში ისინი ტელევიზიით გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადეს, - 1944 წელს ჩეჩნების შუა აზიაში გასახლების ისტორიის კვლევა, შეცდომა იყოო. იგივე ბედი არაერთ მკლვევარსა და ჟურნალისტს ეწია, რომელთა უმეტესობამაც საქმიანობა შეწყვიტა ან თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა...

პ.ს. 2004 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის 70 ათასმა მოქალაქემ მიმართა პოლონეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით. მათი უმეტესობა ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო. მიგრანტთა ბოლო დიდი ტალღა 2013 წელს წამოვიდა ჩეჩნეთიდან. მაშინ იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს, 13 ათასი იყო და ეს რიცხვი თანდათან მატულობს.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე