მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ
სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

ათე­უ­ლო­ბით წე­ლი­წადს და­დი­ო­და რუ­სეთ­ში ხმე­ბი, რომ სტა­ლინს "ტყუ­პის­ცა­ლი" ჰყავ­და, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ბე­ლადს ცვლი­და. ორე­უ­ლი სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და. ფე­ლიქს და­და­ე­ვი, რუ­სე­თი­სა და და­ღეს­ტნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ილუ­ზი­ო­ნის­ტი, სტა­ლი­ნის ორე­უ­ლის როლს კრემ­ლის ბრძა­ნე­ბით თა­მა­შობ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ლი­ნის ორე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო სუკ-ის მიერ. თუმ­ცა თვით და­და­ე­ვი ცო­ცხა­ლი სა­ბუ­თია, რომ მისი მო­ნა­თხრო­ბი ნამ­დვი­ლია. და­და­ე­ვის ნათ­ქვამს აგ­რეთ­ვე ადას­ტუ­რებს ამო­ნა­რი­დე­ბი სუკ-ის არ­ქი­ვი­დან, კი­ნოს­ტუ­დია "მოს­ფილ­მის" დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა და თავ­დაც­ვის არ­ქი­ვე­ბიც. სტა­ლი­ნის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სის, გე­ნე­რალ ნი­კო­ლაი ვლა­სი­კის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­დეჟ­და ნი­კო­ლა­ევ­ნა კი იხ­სე­ნებ­და: "დიახ, ისი­ნი იყე­ნებ­დნენ ორე­უ­ლებს. მთე­ლი ეს გეგ­მა მა­მა­ჩე­მის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო. ისე აღ­მერ­თებ­და სტა­ლინს და ეთაყ­ვა­ნე­ბო­და, რომ ამ­გვა­რი ფან­ტას­ტი­კუ­რი იდე­ე­ბიც მოს­დი­ო­და თავ­ში".

ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს და­და­ე­ვი სიკ­ვდი­ლის ში­შით ჩუ­მად იყო. მხო­ლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მი­უ­კა­კუ­ნა და მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის­გან ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია მი­ი­ღო, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "ნა­ირ­გვა­რი სამ­ყა­რო" და­წე­რა. ავ­ტო­რი წლე­ბის შემ­დეგ ამ­ხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტა­ლი­ნის ოთხი ორე­უ­ლი­დან. "ჯა­შუ­შე­ბი ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იყ­ვნენ, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი დიდი სიფრ­თხი­ლით იგეგ­მე­ბო­და. ორე­უ­ლე­ბი ხში­რად ცვლიდ­ნენ სტა­ლინს ავ­ტო­მო­ბი­ლით, მა­ტა­რებ­ლით თუ თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბი­სას, რათა მათ­თვის გზა-კვა­ლი აე­რი­ათ", - წერს და­და­ე­ვი თა­ვის წიგნ­ში.

და­და­ევ­მა გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა გროზ­ნოს დან­გრე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი­დან იალ­ტამ­დე, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა სტა­ლინს, ჩერ­ჩილ­სა და რუზ­ველტს შო­რის ომის შემ­დგო­მი მსოფ­ლი­ოს ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ.

ფე­ლიქს და­და­ე­ვი და­ღეს­ტან­ში და­ი­ბა­და. როცა მისი ოჯა­ხი გროზ­ნო­ში (ჩეჩ­ნე­თი) გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მან ბა­ლე­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. 16 წლის ნი­ჭი­ერ მო­ცეკ­ვა­ვეს უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლში შეს­თა­ვა­ზეს ად­გი­ლი, თუმ­ცა მალე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო და გას­ტრო­ლე­ბის ნაც­ვლად, და­და­ევ­მა ფრონტზე ამოჰ­ყო თავი. მა­ლე­ვე, 1942 წელს გროზ­ნო­ში და­და­ე­ვი მძი­მედ და­იჭ­რა და უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და­ღუ­პულ­თა ცხედ­რებ­თან ერ­თად უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ, როცა გა­ირ­კვა, რომ იგი ცო­ცხა­ლი იყო. სწო­რედ "სიკ­ვდი­ლი" გახ­და მისი ახა­ლი, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი.

და­და­ე­ვის მსგავ­სე­ბამ 60 წელს გა­და­შო­რე­ბულ სტა­ლინ­თან საბ­ჭო­თა აგენ­ტის ყუ­რა­დღე­ბა მა­ლე­ვე მი­იქ­ცია და და­და­ე­ვი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს კრემლში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ დროს იგი 25 წლი­საც არ იყო, გრი­მის დახ­მა­რე­ბით, ფი­ზი­კუ­რად ბე­ლადს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­და.

"იმ­დე­ნი ტან­ჯვა და გან­საც­დე­ლი მქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, რომ ბევ­რად უფ­რო­სის შე­ხე­დუ­ლე­ბა მქონ­და, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში ვი­ყა­ვი", - იხ­სე­ნებს და­და­ე­ვი.

და­და­ე­ვი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და, ხში­რად ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­თაც, - სწავ­ლობ­და ბე­ლა­დის სი­ა­რუ­ლის, მე­ტყვე­ლე­ბის, ქცე­ვის მა­ნე­რებს. და­ი­წყო ბე­ლა­დის სა­ფირ­მო ნიშ­ნის - წი­თე­ლი არ­მი­ის ქუ­დი­სა და მედ­ლე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მის ტა­რე­ბა. არ­სე­ბობს ცნო­ბა, რომ და­და­ევს და სხვა ორე­უ­ლებს ამე­ცა­დი­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი ალექ­სეი დიკი, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დის­ტულ ფილ­მებ­ში სტა­ლი­ნის როლს ას­რუ­ლებ­და.

და­და­ე­ვი იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას, როცა მას პირ­ვე­ლად მო­უ­წია სტა­ლი­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბამ ბე­ლა­დის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან. "შე­საძ­ლოა ზუს­ტად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ყვე­ლა ში­შის­გან კან­კა­ლებ­და, უმაღ­ლე­სი ჩი­ნოს­ნე­ბიც კი. მათ და­მა­რი­გეს, რომ სტა­ლინ­თან შეხ­ვედ­რის დროს ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი - იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ბე­ლა­დი სა­უბ­რის გან­წყო­ბა­ზე არ იქ­ნე­ბო­და, ხოლო თუ თა­ვად გა­მო­ი­ჩენ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, მაქ­სი­მა­ლუ­რად ლა­კო­ნი­უ­რად და მი­სი­ვე ხმით მე­სა­უბ­რა. უძი­ლო ღა­მის შემ­დეგ, დი­ლის 9 სა­ათ­ზე კრემლში მი­მიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლად გე­ნე­რა­ლი ვლა­სი­კი შე­მო­ვი­და. ჩემი და­ნახ­ვი­სას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლა და კმა­ყო­ფი­ლე­ბით და­აქ­ნია თავი. შემ­დეგ ჩემი ქურ­თუ­კი და ჩექ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა ყუ­რა­დღე­ბით. ში­შით ვე­ლო­დი, რომ ჩემი შე­ღე­ბი­ლი თმა არ შე­ე­ნიშ­ნა", - იხ­სე­ნებს და­და­ე­ვი.

თავ­და­პირ­ვე­ლად და­და­ე­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სტა­ლი­ნის როლ­ში ხში­რად არ ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისე და­იხ­ვე­წა, უკვე პარ­ტი­ულ შეკ­რე­ბებ­ზეც უშ­ვებ­დნენ. ერთხელ კი სპორ­ტულ აღ­ლუმ­ზეც გა­მოჩ­ნდა. "ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბო­და, რომ თა­ვად სტა­ლი­ნი იბა­რებ­და აღ­ლუმს. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო მო­მე­მა­ტა, როცა გა­მო­ვე­დი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ოვა­ცი­ე­ბით შემ­ხვდნენ. ახლა მთა­ვა­რი იყო, ნა­ბი­ჯე­ბი არ შემ­შლო­და: ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში სტა­ლი­ნის ნა­ბი­ჯე­ბი მტკი­ცე და სწრა­ფი იყო, ხოლო შეხ­ვედ­რებ­სა და მი­ღე­ბებ­ზე - ნელი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი".

და­და­ევს უდი­დე­სი მი­სია და­ე­კის­რა, როცა სტა­ლი­ნი იალ­ტა­ში გაფ­რინ­და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, 1945 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რე­ი­სი, რომ­ლი­თაც იგი მგზავ­რობ­და, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

და­და­ე­ვი იხ­სე­ნებს: "ორი რე­ი­სი იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი - ერთ-ერ­თით მე ვმგზავ­რობ­დი. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­წე­რი­ლა, ამის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცის. ეს ბლე­ფი იყო, რათა ჯა­შუ­შე­ბის ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ე­ტა­ნათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში სტა­ლი­ნი უკვე იალ­ტა­ში იყო. თუმ­ცა ამან მა­ინც ბო­ლომ­დე ვერ გა­ა­მარ­თლა - იალ­ტა­ში ნამ­დვილ სტა­ლინ­ზე ორი თავ­დას­ხმა მო­ე­წყო. ამ შემ­თხვე­ვის გამო შვიდ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა ოფი­ცერ­მა და­კარ­გა თა­ნამ­დე­ბო­ბა. იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, რომ მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­კარ­გეს".

და­და­ე­ვი ნი­ჭი­ე­რი და ამას­თა­ნა­ვე იღ­ბლი­ა­ნიც გა­მოდ­გა - თუ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და გე­ნე­რალ ვლა­სი­კი­სა და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას დარ­წმუ­ნე­ბას, მას აუ­ცი­ლებ­ლად დახ­ვრეტ­დნენ, რათა სა­ი­დუმ­ლო გეგ­მა არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ სტა­ლი­ნის ორე­უ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. სა­კუ­თა­რი მი­სი­ის შე­სა­ხებ ცო­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს... 2008 წელს წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, და­და­ე­ვი გა­მოჩ­ნდა 2014 წელს გერ­მა­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის სტა­ლი­ნის ბოლო დღე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმშიც. სტა­ლი­ნი დიდი ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, მისი ორე­უ­ლი დღე­საც ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა ბე­ლა­დის სხვა ორე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ არც მან და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ფე­რი იცის...

იხი­ლეთ ვი­დეო

ნა­თია სა­მაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

წა­ი­კი­თხეთ ეს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბით ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში

თამარი
0

ადრე ჟურნალში იბეჭდებოდა სტალინის პირადი ექიმის ჩანაწერები,თუ მოგეპოვებათ გამოაქვეყნეთ ძალიან საინტერესოა

სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს "ტყუპისცალი" ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა.

წლების განმავლობაში სტალინის ორეულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო სუკ-ის მიერ. თუმცა თვით დადაევი ცოცხალი საბუთია, რომ მისი მონათხრობი ნამდვილია. დადაევის ნათქვამს აგრეთვე ადასტურებს ამონარიდები სუკ-ის არქივიდან, კინოსტუდია "მოსფილმის" დოკუმენტური მასალა და თავდაცვის არქივებიც. სტალინის პირადი დაცვის უფროსის, გენერალ ნიკოლაი ვლასიკის ქალიშვილი ნადეჟდა ნიკოლაევნა კი იხსენებდა: "დიახ, ისინი იყენებდნენ ორეულებს. მთელი ეს გეგმა მამაჩემის მოფიქრებული იყო. ისე აღმერთებდა სტალინს და ეთაყვანებოდა, რომ ამგვარი ფანტასტიკური იდეებიც მოსდიოდა თავში".

ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დადაევი სიკვდილის შიშით ჩუმად იყო. მხოლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მიუკაკუნა და მმართველი რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, ავტობიოგრაფიული წიგნი "ნაირგვარი სამყარო" დაწერა. ავტორი წლების შემდეგ ამხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტალინის ოთხი ორეულიდან. "ჯაშუშები ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყვნენ, ამიტომ ყველაფერი დიდი სიფრთხილით იგეგმებოდა. ორეულები ხშირად ცვლიდნენ სტალინს ავტომობილით, მატარებლით თუ თვითმფრინავით მგზავრობისას, რათა მათთვის გზა-კვალი აერიათ", - წერს დადაევი თავის წიგნში.

დადაევმა გრძელი გზა გაიარა გროზნოს დანგრეული ქუჩებიდან იალტამდე, სადაც ისტორიული შეხვედრა გაიმართა სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს შორის ომის შემდგომი მსოფლიოს ფორმირების შესახებ.

ფელიქს დადაევი დაღესტანში დაიბადა. როცა მისი ოჯახი გროზნოში (ჩეჩნეთი) გადავიდა საცხოვრებლად, მან ბალეტის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. 16 წლის ნიჭიერ მოცეკვავეს უკრაინის ნაციონალური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში შესთავაზეს ადგილი, თუმცა მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და გასტროლების ნაცვლად, დადაევმა ფრონტზე ამოჰყო თავი. მალევე, 1942 წელს გროზნოში დადაევი მძიმედ დაიჭრა და უკვე საავადმყოფოდან დაღუპულთა ცხედრებთან ერთად უნდა გადაეყვანათ, როცა გაირკვა, რომ იგი ცოცხალი იყო. სწორედ "სიკვდილი" გახდა მისი ახალი, ორმაგი ცხოვრების დასაწყისი.

დადაევის მსგავსებამ 60 წელს გადაშორებულ სტალინთან საბჭოთა აგენტის ყურადღება მალევე მიიქცია და დადაევი სასწრაფოდ გადაიყვანეს კრემლში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი 25 წლისაც არ იყო, გრიმის დახმარებით, ფიზიკურად ბელადს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.

"იმდენი ტანჯვა და განსაცდელი მქონდა გამოვლილი, რომ ბევრად უფროსის შეხედულება მქონდა, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი", - იხსენებს დადაევი.

დადაევი თავდაუზოგავად შრომობდა, ხშირად ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობითაც, - სწავლობდა ბელადის სიარულის, მეტყველების, ქცევის მანერებს. დაიწყო ბელადის საფირმო ნიშნის - წითელი არმიის ქუდისა და მედლებით დამძიმებული სამხედრო ფორმის ტარება. არსებობს ცნობა, რომ დადაევს და სხვა ორეულებს ამეცადინებდა მსახიობი ალექსეი დიკი, რომელიც პროპაგანდისტულ ფილმებში სტალინის როლს ასრულებდა.

დადაევი იხსენებს შემთხვევას, როცა მას პირველად მოუწია სტალინის განსახიერებამ ბელადის უახლოეს გარემოცვასთან. "შესაძლოა ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას. ყველა შიშისგან კანკალებდა, უმაღლესი ჩინოსნებიც კი. მათ დამარიგეს, რომ სტალინთან შეხვედრის დროს ჩუმად ვყოფილიყავი - იმ შემთხვევისთვის, თუ ბელადი საუბრის განწყობაზე არ იქნებოდა, ხოლო თუ თავად გამოიჩენდა ინიციატივას, მაქსიმალურად ლაკონიურად და მისივე ხმით მესაუბრა. უძილო ღამის შემდეგ, დილის 9 საათზე კრემლში მიმიყვანეს. პირველად გენერალი ვლასიკი შემოვიდა. ჩემი დანახვისას აღფრთოვანება ვერ დამალა და კმაყოფილებით დააქნია თავი. შემდეგ ჩემი ქურთუკი და ჩექმა დაათვალიერა ყურადღებით. შიშით ველოდი, რომ ჩემი შეღებილი თმა არ შეენიშნა", - იხსენებს დადაევი.

თავდაპირველად დადაევი საზოგადოების წინაშე სტალინის როლში ხშირად არ ჩნდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისე დაიხვეწა, უკვე პარტიულ შეკრებებზეც უშვებდნენ. ერთხელ კი სპორტულ აღლუმზეც გამოჩნდა. "ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ თავად სტალინი იბარებდა აღლუმს. თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატა, როცა გამოვედი და მთავრობის წევრები ოვაციებით შემხვდნენ. ახლა მთავარი იყო, ნაბიჯები არ შემშლოდა: ახლობლების გარემოცვაში სტალინის ნაბიჯები მტკიცე და სწრაფი იყო, ხოლო შეხვედრებსა და მიღებებზე - ნელი და გაწონასწორებული".

დადაევს უდიდესი მისია დაეკისრა, როცა სტალინი იალტაში გაფრინდა კონფერენციაზე, 1945 წლის თებერვალში, რეისი, რომლითაც იგი მგზავრობდა, გასაიდუმლოებული იყო.

დადაევი იხსენებს: "ორი რეისი იყო ორგანიზებული - ერთ-ერთით მე ვმგზავრობდი. არასოდეს არაფერი დაწერილა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. ეს ბლეფი იყო, რათა ჯაშუშების ყურადღება გადაეტანათ. სინამდვილეში სტალინი უკვე იალტაში იყო. თუმცა ამან მაინც ბოლომდე ვერ გაამართლა - იალტაში ნამდვილ სტალინზე ორი თავდასხმა მოეწყო. ამ შემთხვევის გამო შვიდმა გავლენიანმა ოფიცერმა დაკარგა თანამდებობა. იღბლიანი აღმოჩნდნენ, რომ მხოლოდ თანამდებობები დაკარგეს".

დადაევი ნიჭიერი და ამასთანავე იღბლიანიც გამოდგა - თუ ვერ მოახერხებდა გენერალ ვლასიკისა და ლავრენტი ბერიას დარწმუნებას, მას აუცილებლად დახვრეტდნენ, რათა საიდუმლო გეგმა არ გამჟღავნებულიყო. თუმცა საბოლოოდ სტალინის ორეულისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. საკუთარი მისიის შესახებ ცოლისა და ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს... 2008 წელს წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, დადაევი გამოჩნდა 2014 წელს გერმანული ტელევიზიისთვის სტალინის ბოლო დღეების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც. სტალინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მისი ორეული დღესაც ცოცხალია, თუმცა ბელადის სხვა ორეულების შესახებ არც მან და არც საზოგადოებამ არაფერი იცის...

იხილეთ ვიდეო

ნათია სამაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი"

წაიკითხეთ ეს და სხვა საინტერესო სტატიები ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალ "ისტორიანის" ნოემბრის ნომერში

"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

BTU AI-ს მხარდაჭერას გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი უცხადებს