პირველ რიგში, ეს სტატია ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა უნდა წაიკითხონ. სწორედ მათ ხელეწიფებათ და ეს მათი მოვალეობაცაა, ბოლოს და ბოლოს დაუწესონ საკანონმდებლო რეგულაციები სენს, რომელიც ფაქტობრივად, ეროვნულ უბედურებად იქცა - ონლაინკაზინოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება ისეთი ტრაგედიების რაოდენობა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.
...თავზარი დამცა დედის ნაამბობმა (ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ), რომელსაც 20 წლის შვილი თვითმკვლელობის პროვოცირებით აიძულებს, ონლაინკაზინოების ვალები გაუსტუმროს. დედა ამას, რასაკვირველია, ვერ უძლებს და მრავალი დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად ცდილობს ფულის შოვნას. თუმცა ამაზე ნაკლებად წუხს, ერთი რამ ადარდებს - როგორ გადაარჩინოს შვილი! მაგრამ გზა არ ჩანს.
წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული
"...ნიჭიერებით ყველაზე გამორჩეული შვილი ამიცდა გზიდან, ახლა კი ისეთ დღეშია, მასზე ლაპარაკიც მრცხვენია. სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე მოხვდა უნივერსიტეტში. ერთადერთი ის მაფიქრებდა, რომ კომპიუტერთან ზომაზე მეტხანს იჯდა; თუმცა ვფიქრობდი, მისი ტოლებიც ასე არიან, როცა მუშაობას დაიწყებს, სხვა საქმეზე გადაერთვება-მეთქი. ის კი თურმე ჩემ თვალწინ ონლაინკაზინოში თამაშობდა და ქვეყანა თავზე მენგრეოდა...
ერთ საშინელ დღეს, როცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე იყო, შინიდან არც კი გაუხედავს, სულ კუდში დამდევდა. გავუჯავრდი, - ამხელა ბიჭი რა პატარა ბავშვივით დამყვები, თუ რაიმე გინდა, მითხარი-მეთქი და... აცახცახებულმა ამოილუღლუღა - დე, დიდი ვალი მაქვსო. ონლაინკაზინოში 3.000 ლარი წავაგე, ვალი თუ არ გადავიხადე, მომკლავენო. ასე დაიწყო ჩემი უბედურება.
ასევე წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!
- ისესხეთ და გადაუხადეთ?
- ვისესხე, რადგან ვისი ვალიც ჰქონდა, მართლა მოკლავდა და შვილი როგორ გამეწირა! მაშინ ვერაფრით წარმომედგინა, რომ შვილს ამ უბედურებიდან ვერ გამოვიყვანდი, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენად ჩაეფლო თამაშში, რომ ორჯერ თავად მივიყვანე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც უარესი გამოვიდა. ორ თვეში კიდევ უფრო დიდი ვალი დაიდო და ისევ მომადგა - თუ არ გადამიხდი, მომკლავენო. წინა ვალისთვის ყველაფერი გავყიდე და ამჯერად ნათესავებში წავედი ფულის სათხოვნელად. შევეცოდე და მომცეს, მაგრამ გამაფრთხილეს, - ნუ მისცემ შვილს უფლებას, ასე გამოგიყენოს, თავად ხომ იღუპება, მთელ ოჯახს გღუპავთო. თუმცა დედასთან ასეთი ლაპარაკი როდის იყო, ჭრიდა, რაც შვილმაც კარგად იცის და სულ მალე ყველაფერი გამაყიდვინა, სახლიც კი.
- ოჯახის დანარჩენი წევრები რას აკეთებდნენ?
- ხომ არ იტყოდნენ, გაუშვი, მოკლანო... ამჯერად გასაყიდი აღარაფერი მაქვს. როცა ფული ვეღარ ვიშოვე და საბოლოოდ უარი ვუთხარი, გავიდა სამზარეულოში, პურის საჭრელი დანა გამოიტანა და ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა. იქიდან სისხლი თქრიალით რომ წამოვიდა, კინაღამ შევიშალე. სანამ "სასწრაფო" მოვიდოდა, შეშლილივით დავკიოდი თავზე... საავადმყოფოდან რომ დაბრუნდა, როგორც კი შინ მარტო დამიგულა, მეორე ხელი გადაისერა - იმდენი ვალი მაქვს, სანამ სხვა მომკლავს, თავად მოვიკლავ თავსო... წაიკითხეთ ვრცლად