მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება
გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას უბ­რუნ­დე­ბა. "რა­დიო პა­ლიტ­რის" მსმე­ნელ­სა და ხოლო ნო­ემ­ბრი­დან უკვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" მა­ყუ­რე­ბელს მისი სა­ავ­ტო­რი გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს" მოს­მე­ნა და ყუ­რე­ბა, ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, 18:30 წუთ­ზე შე­ეძ­ლე­ბა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, გა­და­ცე­მის სტუ­მარს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა და­უს­ვას... ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის მცდე­ლო­ბას არ ნა­ნობს, რად­გან იქ გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ი­ღო და რაც მთა­ვა­რია, პარ­ტი­ი­დან დრო­უ­ლად წა­მო­ვი­და..

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი: "ეს არის რა­დიო-პრო­ექ­ტი, მაგ­რამ ასე­ვე ექ­ნე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია რო­მე­ლიც გავა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში გავა. ეს იქ­ნე­ბა რა­დიო პრო­ექ­ტი ამა თუ იმ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე, გვე­ყო­ლე­ბა ერთი, ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც თე­მის გარ­შე­მო ისა­უბ­რებს და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვრცლად და მშვი­დად ვი­სა­უბ­რებთ. რა­დიო, თა­ვი­სი ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო იტანს წყნარ და მშვიდ სა­უბ­რებს. პირ­ველ ნა­წილ­ში, გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი აქ­ტუ­ა­ლურ თე­მის გარ­შე­მო ისა­უბ­რებს, მე­ო­რე ნა­წილ­ში კი, მსმე­ნე­ლი ჩა­ერ­თვე­ბა და მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვას დას­ვამს".

- რა დროს და რა ინ­ტერ­ვა­ლით გავა გა­და­ცე­მა­ში ეთერ­ში?

- ყო­ველ­დღე, "რა­დიო პა­ლიტ­რი­სა" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, 18:30 წუთ­ზე და ერთი სა­ა­თი გაგ­რძელ­დე­ბა.

- რა­ტომ დაბ­რუნ­დით იგი­ვე გა­და­ცე­მით? ახა­ლი ფორ­მა­ტი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხომ არ იქ­ნე­ბო­და?

- ფორ­მა­ტი შეც­ვლი­ლია. მხო­ლოდ გა­და­ცე­მის სა­ხე­ლია იგი­ვე ასე­ვე ემა­ტე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია. წინა გა­და­ცე­მა, დღის მთა­ვარ თე­მებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თა­ნაც რამ­დე­ნი­მე სტუ­მარს ვიწ­ვევ­დით. ახლა, რო­გორც გი­თხა­რით, მხო­ლოდ ერთი სტუ­მა­რი გვე­ყო­ლე­ბა, ანუ პირ­ველ ნა­წილ­ში, სტუ­მა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ერთ-ერ­თზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ .მიმ­დი­ნა­რე სა­კითხს. სტუ­მარს თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევთ.

- ვიცი, რომ სულ რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა გქონ­დათ. რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი ეთე­რი, მსმე­ნე­ლე­ბის­გან უარ­ყო­ფი­თი ზა­რე­ბიც და­ფიქ­სირ­და?

- არა, უფრო მე­ტად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ჰქონ­და. ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მი­ლო­ცავ­დნენ. ჩე­მის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის მცდე­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ ერთი-ორმა გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, კი­თხვებს სვამ­დნენ... კო­მენ­ტა­რებ­შიც და­დე­ბი­თი პო­ზი­ცია უფრო ჭარ­ბობ­და, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და სტი­მულს მაძ­ლევს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ რა­ტომ­ღაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კის­თვის ვერ იმე­ტებს.

- ეს კარ­გია თუ ცუდი?

- მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დია, რად­გან ამ სტე­რო­ტი­პის გამო, პო­ლი­ტი­კა­სი ძი­რი­თა­დად ცუდი ხალ­ხი მი­დის.

- რამ­დე­ნად მზად ხართ იმის­თვის, რომ გა­და­ცე­მა­ში მსმე­ნელ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი შე­გახ­სე­ნოთ?

- კი ბა­ტო­ნო, შე­მახ­სე­ნოს, ისე­თი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვი და რო­დე­საც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პრინ­ცი­პე­ბი და­ვი­ნა­ხე, წა­მო­ვე­დი... ამ პრო­ცე­სი­დან უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი, ვიდ­რე და­სუს­ტე­ბუ­ლი. მე­ტიც იმე­დი მაქვს, რომ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ას­პა­რეზ­ზეც ვი­აქ­ტი­უ­რებ. შე­საძ­ლოა, "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ბლო­გე­რო­ბაც გან­ვაგ­რძო. ამ ორ­თვი­ან­მა უმუ­შევ­რო­ბამ, ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მომ­ცა.

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის მცდე­ლო­ბა­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის შეც­ვლა მინ­დო­და. გარ­და ამი­სა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ მომ­წონ­და და ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ რა­ღაც­სა შევ­ცვლი­დი. მჯე­რო­და, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. მინ­დო­და, ის, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, თა­ვად გა­მე­კე­თე­ბი­ნა სწო­რად.

- მი­გაჩ­ნდათ, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ა­ში ამის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბო­და? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რა მი­ზე­ზე­ბის გამო და­ტო­ვეთ პარ­ტია?

- დიახ, რად­გან მე­გო­ნა, ის ახა­ლი სახე იყო პო­ლი­ტი­კა­ში, სუფ­თა წარ­სუ­ლით და გარ­შე­მო კარ­გი, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დი ჰყავ­და შე­მოკ­რე­ბი­ლი. ეს არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბო­და და არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის­გან. იმ ეტაპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ე­ბი იყო მის გარ­შე­მო, - ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე, და­ვით ჯან­დი­ე­რი... " ოც­ნე­ბა" კი ამ­ბობ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ტე­ლი­ტი­აო, მაგ­რამ დღემ­დე არ მჯე­რა ამ მო­საზ­რე­ბის... ასე რომ, მე­გო­ნა, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ავ­ტო­რი­ტე­ტი მოგ­ვცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ახალ პო­ლიტ­კურ ძა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვით და თან­და­თან, თა­ვა­დაც გახ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ასე არ მოხ­და. ის ვერ გახ­და პო­ლი­ტი­კო­სი, ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა და უამ­რა­ვი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო...

თან­და­თან აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ პარ­ტია სტრუქ­ტუ­რუ­ლად არ იყო აწყო­ბი­ლი, პო­ლიტ­საბ­ჭო­ში ვი­თა­რე­ბა და­უ­ლა­გე­ბე­ლი იყო. იქი­დან ისე წა­მო­ვე­დი, ახ­ლაც არ ვიცი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვინ იღებ­და. ერთ დღე­საც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, - თან­ხე­ბი გა­მო­ი­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო დაბ­ლო­კა და პარ­ტი­ის წევ­რებს ხელ­ფა­სე­ბი რომ გა­და­ვუ­ხა­დოთ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, "გირჩთან" და გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან გა­ვერ­თი­ან­დეთ, რად­გან ფი­ნან­სე­ბი აქ­ვთო... ისე­დაც ბევ­რი რა­მის გამო ვი­ყა­ვი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და ეს ბოლო წვე­თი იყო, რა­მაც წას­ვლა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გევ­რდით ყოფ­ნა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ვუ­თხა­რი, - შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სე­ბი მი­ი­ღოთ, მაგ­რამ ყო­ფილ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, თქვე­ნი მთა­ვა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი, და­ე­ცე­მა-მეთ­ქი... უკვე გა­სა­გე­ბი იყო, რომ წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. პა­ა­ტამ მირ­ჩია, ცხელ გულ­ზე ნუ მი­ი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, და­ფიქ­რდიო. მეც ორ­დღი­ა­ნი პა­უ­ზა ავი­ღე და შემ­დეგ, წა­მოს­ვლა ვარ­ჩიე. სამ­წუ­ხა­როდ, ასე დას­რულ­და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა. თუმ­ცა, წას­ვლის შემ­დეგ, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლან­ძღვა არ და­მი­წყია, რო­გორც ეს სხვებ­მა გა­ა­კე­თეს.

- ნა­ნობთ იმ ნა­ბიჯს?

- არა, მე არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჩემი შეც­დო­მა იყო. ეს ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. იქამ­დე პო­ლი­ტი­კას, გა­რე­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და მა­შინ შიგ­ნი­და­ნაც და­ვი­ნა­ხე და მიხ­ვდი, რომ იმა­ზე მეტი სი­ბინ­ძუ­რეა, ვიდ­რე გა­რე­დან ჩანს. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში მივ­დი­ო­დი, სწო­რედ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა-მეთ­ქი.. შე­საძ­ლოა, ეს ძა­ლი­ან იდე­ა­ლის­ტუ­რი მო­საზ­რე­ბა იყო, მაგ­რამ მარ­თლა მე­გო­ნა, რომ ამ სფე­რო­ში პა­ტი­ო­სა­ნი თა­მა­შიც შე­იძ­ლე­ბო­და... შე­იძ­ლე­ბა ახლა უკვე მი­ა­მი­ტუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ იმ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვაც მინ­დო­და, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ძვე­ლი, გა­თე­ლი­ლი გზით წა­ვი­და.

- სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ ხე­დავთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას?

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დავ­ბრუნ­დი "პა­ლიტ­რა­ში" და კვლავ ვაგ­რძე­ლებ ჩემს ჟურ­ნა­ლის­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. იმე­დია მაქვს, რომ "რე­ზი­უ­მეს" აქ­ტი­უ­რი და ლო­ი­ა­ლუ­რი მსმე­ნე­ლი კვლავ გა­ნაგ­რძე­ობს ჩემი და ჩემი გა­და­ცე­მის მოს­მე­ნას.…იაქ­ტი­უ­რებს და გა­მოთ­ქვამს თა­ვის მო­საზ­რე­ბას ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, სა­ღა­მოს 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე, რა­დიო პა­ლიტ­რა­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის ეთერ­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგ, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება. "რადიო პალიტრის" მსმენელსა და ხოლო ნოემბრიდან უკვე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" მაყურებელს მისი საავტორი გადაცემა "რეზიუმეს" მოსმენა და ყურება, ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 წუთზე შეეძლება, სადაც საშუალება ექნება, გადაცემის სტუმარს მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვას... ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის მცდელობას არ ნანობს, რადგან იქ გამოცდილებაც მიიღო და რაც მთავარია, პარტიიდან დროულად წამოვიდა..

მერაბ მეტრეველი: "ეს არის რადიო-პროექტი, მაგრამ ასევე ექნება სატელევიზიო ვერსია რომელიც გავა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში გავა. ეს იქნება რადიო პროექტი ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე, გვეყოლება ერთი, ასევე აქტუალური სტუმარი, რომელიც თემის გარშემო ისაუბრებს და საინტერესო თემაზე ვრცლად და მშვიდად ვისაუბრებთ. რადიო, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, უფრო იტანს წყნარ და მშვიდ საუბრებს. პირველ ნაწილში, გადაცემის სტუმარი აქტუალურ თემის გარშემო ისაუბრებს, მეორე ნაწილში კი, მსმენელი ჩაერთვება და მისთვის საინტერესო კითხვას დასვამს".

- რა დროს და რა ინტერვალით გავა გადაცემაში ეთერში?

- ყოველდღე, "რადიო პალიტრისა" და ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, 18:30 წუთზე და ერთი საათი გაგრძელდება.

- რატომ დაბრუნდით იგივე გადაცემით? ახალი ფორმატი უფრო საინტერესო ხომ არ იქნებოდა?

- ფორმატი შეცვლილია. მხოლოდ გადაცემის სახელია იგივე ასევე ემატება სატელევიზიო ვერსია. წინა გადაცემა, დღის მთავარ თემებზე იყო ორიენტირებული. თანაც რამდენიმე სტუმარს ვიწვევდით. ახლა, როგორც გითხარით, მხოლოდ ერთი სტუმარი გვეყოლება, ანუ პირველ ნაწილში, სტუმარი და ჟურნალისტი ერთ-ერთზე დეტალურად განიხილავენ .მიმდინარე საკითხს. სტუმარს თემის აქტუალობიდან გამომდინარე ვირჩევთ.

- ვიცი, რომ სულ რამდენიმე გადაცემა გქონდათ. როგორი იყო პირველი ეთერი, მსმენელებისგან უარყოფითი ზარებიც დაფიქსირდა?

- არა, უფრო მეტად დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა. ეთერში დაბრუნებას მილოცავდნენ. ჩემის პოლიტიკაში წასვლის მცდელობაზე მხოლოდ ერთი-ორმა გაამახვილა ყურადღება, დანარჩენები, უბრალოდ, კითხვებს სვამდნენ... კომენტარებშიც დადებითი პოზიცია უფრო ჭარბობდა, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც საზოგადოება ადამიანებს პოლიტიკისთვის ვერ იმეტებს.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- მიმაჩნია, რომ ცუდია, რადგან ამ სტეროტიპის გამო, პოლიტიკასი ძირითადად ცუდი ხალხი მიდის.

- რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ გადაცემაში მსმენელმა პოლიტიკური წარსული შეგახსენოთ?

- კი ბატონო, შემახსენოს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, - პაატა ბურჭულაძის პარტიაში ვიყავი და როდესაც ჩემთვის მიუღებელი პრინციპები დავინახე, წამოვედი... ამ პროცესიდან უფრო გაძლიერებული გამოვედი, ვიდრე დასუსტებული. მეტიც იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდილებას ჟურნალისტიკაში გამოვიყენებ და საზოგადოებრივი ასპარეზზეც ვიაქტიურებ. შესაძლოა, "კვირის პალიტრაში" ბლოგერობაც განვაგრძო. ამ ორთვიანმა უმუშევრობამ, ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებაც მომცა.

- ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის მცდელობაზეც გვიამბეთ.

- ჩემს ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მინდოდა. გარდა ამისა, ქართულ პოლიტიკაში არსებული ვითარება არ მომწონდა და ვიმედოვნებდი, რომ რაღაცსა შევცვლიდი. მჯეროდა, რომ ამის გაკეთება შემეძლო. მინდოდა, ის, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, თავად გამეკეთებინა სწორად.

- მიგაჩნდათ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში ამის გაკეთების საშუალება გექნებოდა? ასევე საინტერესოა, თუ რა მიზეზების გამო დატოვეთ პარტია?

- დიახ, რადგან მეგონა, ის ახალი სახე იყო პოლიტიკაში, სუფთა წარსულით და გარშემო კარგი, პროგრესულად მოაზროვნე გუნდი ჰყავდა შემოკრებილი. ეს არც "ქართული ოცნებიდან" წამოსული ადამიანებისგან შედგებოდა და არც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისგან. იმ ეტაპზე საინტერესო სახეები იყო მის გარშემო, - ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, დავით ჯანდიერი... " ოცნება" კი ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტიაო, მაგრამ დღემდე არ მჯერა ამ მოსაზრების... ასე რომ, მეგონა, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი მოგვცემდა საშუალებას, ქართულ პოლიტიკაში ახალ პოლიტკურ ძალად ჩამოვყალიბებულიყავით და თანდათან, თავადაც გახდებოდა პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ის ვერ გახდა პოლიტიკოსი, ბევრი შეცდომა დაუშვა და უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო...

თანდათან აღმოვაჩინე, რომ პარტია სტრუქტურულად არ იყო აწყობილი, პოლიტსაბჭოში ვითარება დაულაგებელი იყო. იქიდან ისე წამოვედი, ახლაც არ ვიცი, გადაწყვეტილებას ვინ იღებდა. ერთ დღესაც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, - თანხები გამოილია. ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირი დაფინანსების წყარო დაბლოკა და პარტიის წევრებს ხელფასები რომ გადავუხადოთ, იძულებული ვართ, "გირჩთან" და გიორგი ვაშაძესთან გავერთიანდეთ, რადგან ფინანსები აქვთო... ისედაც ბევრი რამის გამო ვიყავი იმედგაცრუებული და ეს ბოლო წვეთი იყო, რამაც წასვლა გადამაწყვეტინა, პალიკო კუბლაშვილის და მისი თანამოაზრეების გევრდით ყოფნა, წარმოუდგენელი იყო. ვუთხარი, - შესაძლოა, ფინანსები მიიღოთ, მაგრამ ყოფილ "ნაციონალებთან" გაერთიანების შემდეგ, თქვენი მთავარი მომხიბვლელობა, მაღალი რეიტინგი, დაეცემა-მეთქი... უკვე გასაგები იყო, რომ წასვლას ვაპირებდი. პაატამ მირჩია, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, დაფიქრდიო. მეც ორდღიანი პაუზა ავიღე და შემდეგ, წამოსვლა ვარჩიე. სამწუხაროდ, ასე დასრულდა ჩემი პოლიტიკური კარიერა. თუმცა, წასვლის შემდეგ, იმ ორგანიზაციის ლანძღვა არ დამიწყია, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს.

- ნანობთ იმ ნაბიჯს?

- არა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. ეს ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. იქამდე პოლიტიკას, გარედან ვაკვირდებოდი და მაშინ შიგნიდანაც დავინახე და მიხვდი, რომ იმაზე მეტი სიბინძურეა, ვიდრე გარედან ჩანს. როდესაც პოლიტიკაში მივდიოდი, სწორედ ამაზე ვფიქრობდი, იქნებ სიბინძურეების გარეშეც შეიძლება პოლიტიკაში ყოფნა-მეთქი.. შესაძლოა, ეს ძალიან იდეალისტური მოსაზრება იყო, მაგრამ მართლა მეგონა, რომ ამ სფეროში პატიოსანი თამაშიც შეიძლებოდა... შეიძლება ახლა უკვე მიამიტურად ჟღერდეს, მაგრამ იმ სტერეოტიპის დამსხვრევაც მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე, ძველი, გათელილი გზით წავიდა.

- სამომავლოდ როგორ ხედავთ თქვენი პროფესიულ განვითარებას?

- მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი "პალიტრაში" და კვლავ ვაგრძელებ ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას. იმედია მაქვს, რომ "რეზიუმეს" აქტიური და ლოიალური მსმენელი კვლავ განაგრძეობს ჩემი და ჩემი გადაცემის მოსმენას.…იაქტიურებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 7-ის ნახევარზე, რადიო პალიტრასა და ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი