წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება. საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებას კი 113 დეპუტატი ესაჭიროება.
"ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებში - 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა.
ცენტრალურის საარჩევნო კომისის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს. აღნიშნული მანდატების რაოდენობა პარტიის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში მოპოვებულ 67 მანდატს დაემატება, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.