პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა
"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ აწ­ვა­ლებს ორი ახალ­გაზ­რდა მო­ხუც ბე­ბოს, პოსტს ავ­რცე­ლებს.

"ისე მოს­წონთ თა­ვი­ან­თი "იუ­მო­რი", ვი­დე­ოც კი გა­ავ­რცე­ლეს, რომ სხვე­ბიც აცი­ნონ. არ იფიქ­როთ, რომ გა­სა­კი­ცხად გა­მოვ­ფი­ნე. ამ ვი­დე­ოს რომ ნა­ხავ, ცხა­დია, მარ­ტი­ვია, თქვა, ოი, ოი, ოი, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო. არა­და, ასე­თი უხე­შია იუ­მო­რიც და გა­რე­მოც, რაც შევ­ქმე­ნით ყვე­ლამ. კი­დევ კარ­გად არი­ან. სად უნდა ის­წავ­ლონ ადა­მი­ა­ნო­ბა? აქ ხომ უსის­ხლო უნდა იყო, ტან­კში უნდა იჯდე, რომ გა­დარ­ჩე? დღეს ჩა­მო­ვე­დი ევ­რო­პი­დან. ისე­თი პა­ტა­რა, ციც­ქნა მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც თვა­ლი ხე­დავს, ისე ფა­ქი­ზია, არა­ფე­რი არ გთრგუ­ნავს. აქ კი არა­ვინ არ ენ­დო­ბა ერ­თმა­ნეთს, ამ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში, სა­ა­თი­ან სა­ცო­ბებ­ში "გრუ­ზა­ვი­კე­ბით" და­დი­ან, ავა­რია თუ მო­უ­ვათ, სხვა რომ მოკ­ვდეს. თით­ქოს რა შუ­ა­შია ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთ­თან ხო? მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა გა­მოვ­ლი­ნე­ბა შუ­ა­შია და თავ­შია", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღაშ­ფო­თა. ვი­დეო წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ონ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და youtube-ზე მარ­ტშია ატ­ვირ­თუ­ლი. ვი­დე­ოს მო­ბი­ლუ­რით გო­გო­ნა იღებს, რო­მე­ლიც რო­გორც გა­ირ­კვა, მო­ხუ­ცის შვი­ლიშ­ვი­ლია. კადრში ჩანს ასე­ვე, ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც კის­ტის თო­ფით ტყვი­ებს ეს­ვრის მო­ხუცს და აწ­ვა­ლებს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ: "მოვ­ძებ­ნი ვინც ეს გა­ავ­რცე­ლა და პა­სუხს გავ­ცემ" - რას ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის გა­და­ღე­ბულ­მა ვი­დე­ომ "ფე­ის­ბუ­ქი" აღაშ­ფო­თა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, თუ როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ბებოს, პოსტს ავრცელებს.

"ისე მოსწონთ თავიანთი "იუმორი", ვიდეოც კი გაავრცელეს, რომ სხვებიც აცინონ. არ იფიქროთ, რომ გასაკიცხად გამოვფინე. ამ ვიდეოს რომ ნახავ, ცხადია, მარტივია, თქვა, ოი, ოი, ოი, ეს როგორ შეიძლებაო. არადა, ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ. კიდევ კარგად არიან. სად უნდა ისწავლონ ადამიანობა? აქ ხომ უსისხლო უნდა იყო, ტანკში უნდა იჯდე, რომ გადარჩე? დღეს ჩამოვედი ევროპიდან. ისეთი პატარა, ციცქნა მანქანებით მოძრაობენ, ყველაფერი, რასაც თვალი ხედავს, ისე ფაქიზია, არაფერი არ გთრგუნავს. აქ კი არავინ არ ენდობა ერთმანეთს, ამ ვიწრო ქუჩებში, საათიან საცობებში "გრუზავიკებით" დადიან, ავარია თუ მოუვათ, სხვა რომ მოკვდეს. თითქოს რა შუაშია ეს ორი რამ ერთმანეთთან ხო? მაგრამ ყველაფერი, ყველა გამოვლინება შუაშია და თავშია", - წერს ფანჯიკიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. ვიდეო წყალტუბოს რაიონშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც როგორც გაირკვა, მოხუცის შვილიშვილია. კადრში ჩანს ასევე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: "მოვძებნი ვინც ეს გაავრცელა და პასუხს გავცემ" - რას ამბობს გოგონა, რომლის გადაღებულმა ვიდეომ "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს