პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა მიქელაძე - შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი დამუშავებული და დათვლილია
ანა მიქელაძე - შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი დამუშავებული და დათვლილია

ამ ეტაპ­ზე, ოპე­რა­ტო­რე­ბის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დათ­ვლი­ლია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 50%-ზე მეტი, სულ 1250 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ ღა­მის 00:00 სა­ათ­ზე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის ვებ- გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პრო­ცე­სი და უკვე ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ორ­მოც­და­ა­თი­ვე ოლ­ქში იხი­ლოს.

"მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი დას­რულ­და. ამ­ჟა­მად ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­დის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი. უკვე 22:00 სა­ა­თი­დან ოქ­მე­ბი მუდ­მი­ვად ქვეყ­ნდე­ბა ცეს­კო-ს სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე results.cec.gov.ge და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის. ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე შე­დე­გე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის ტრანსლი­რე­ბა ცეს­კო-ს ვებგ­ვერ­დის, "ფე­ის­ბუ­ქი­სა" და "იუ­თი­უ­ბის" მეშ­ვე­ო­ბით. ტრანსლი­რე­ბა 360 გრა­დუ­სი­ა­ნი ვი­დეო კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა და ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თვა­ლი ადევ­ნოს ამ პრო­ცესს", - აღ­ნიშ­ნა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

ვი­ნა­ი­დან არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტარ­და, ცეს­კო-ს სპი­კე­რის შე­ფა­სე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი უბ­ნის შე­დეგს შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინგს მა­შინ გა­მარ­თავს, როცა თით­ქმის ყვე­ლა უბ­ნის შე­დე­გი ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში და­ით­ვლე­ბა.

"ამ ეტა­პის­თვის, ოპე­რა­ტო­რე­ბის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დათ­ვლი­ლია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 50%-ზე მეტი, სულ 1250 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პრო­ცე­სი; უკვე ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იხი­ლოს პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ორ­მოც­და­ა­თი­ვე ოლ­ქში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ახალ­ცი­ხე­ში მე­რის, ხოლო ზუგ­დიდ­ში, ხა­რა­გა­ულ­სა და ბოლ­ნის­ში გამ­გებ­ლის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის, ასე­ვე ლა­გო­დეხ­სა და სე­ნაკ­ში საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პრო­ცე­სი", - აღ­ნიშ­ნა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლდე­ბა და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ინ­ფორ­მა­ცია პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში მი­ე­წო­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ანა მიქელაძე - შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი დამუშავებული და დათვლილია

ანა მიქელაძე - შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი დამუშავებული და დათვლილია

ამ ეტაპზე, ოპერატორების მიერ დამუშავებული და დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სულ 1250 საარჩევნო უბნის მონაცემები, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ღამის 00:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს წინასწარი შედეგების ვებ- გვერდზე გამოქვეყნების პროცესი და უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა, პირველადი მონაცემები ორმოცდაათივე ოლქში იხილოს.

"მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ამჟამად ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად შემოდის შემაჯამებელი ოქმები. უკვე 22:00 საათიდან ოქმები მუდმივად ქვეყნდება ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ასევე ხორციელდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლირება ცესკო-ს ვებგვერდის, "ფეისბუქისა" და "იუთიუბის" მეშვეობით. ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით ხდება და ყველას აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს ამ პროცესს", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ვინაიდან არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, ცესკო-ს სპიკერის შეფასებით, თითოეული უბნის შედეგს შესაძლოა, საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებისთვის საინფორმაციო ბრიფინგს მაშინ გამართავს, როცა თითქმის ყველა უბნის შედეგი ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება.

"ამ ეტაპისთვის, ოპერატორების მიერ დამუშავებული და დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სულ 1250 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ წუთებში მიმდინარეობს წინასწარი შედეგების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების პროცესი; უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა იხილოს პირველადი მონაცემები ორმოცდაათივე ოლქში. აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის, ასევე ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი შედეგები მთელი ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მუდმივად განახლდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მედია ორგანიზაციებს ინფორმაცია პირდაპირ რეჟიმში მიეწოდებათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."