საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში რუსთავის #29-ე და #30-ე მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნების" კანდიდატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე ლიდერობენ.
წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 87 საარჩევნო უბნიდან ამ დროისათვის 70 უბნის შემაჯამებელი ოქმი შევიდა და ყველა უბანზე დამაჯერებელი გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს.
#29 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნებიდან" პაატა მხეიძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" კი მამუკა ჩიქოვანი იყრიდნენ კენჭს. #30 რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნებიდან" გიორგი ბეგაძე, "ნაცმოძრაობიდან" კი - დავით კირკიტაძე.