Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ში აჭა­რის ექ­ვსი­ვე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი ლი­დე­რო­ბენ. უმაღ­ლეს­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ უკვე და­ი­წყო ვებ-გვერ­დზე შე­დე­გე­ბის გან­თავ­სე­ბა. უსკო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ხუ­ლოს N73-ე ოლ­ქში დათ­ვლი­ლია 52 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს ხვი­ჩა შა­რა­ში­ძეს ხმა­თა 71.63% აქვს, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს ნუგ­ზარ ამაღ­ლო­ბელს 28.37%.

ქო­ბუ­ლე­თის N71-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 8 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს გი­ორ­გი რო­მა­ნა­ძეს ხმა­თა 77.07% აქვს, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს მა­მუ­ლი სურ­მა­ნი­ძეს - 22.93%. ხელ­ვა­ჩა­უ­რის N72-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 3 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია ცნო­ბი­ლი, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა მე­რაბ კა­რა­ნა­ძემ ხმე­ბის 71.31% მი­ი­ღო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ქე­ნან კა­ხი­ძემ კი - 28.69%. ბა­თუ­მის N69 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 2 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა ილია ვერ­ძა­ძემ ხმა­თა 70.22% მი­ი­ღო, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ნინო ჯინ­ჭა­რა­ძემ - 29.78%. ბა­თუ­მის N68 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში სულ 1 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია ცნო­ბი­ლი, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ვახ­ტანგ წუ­ლა­ძე ხმე­ბის 72.26%-ით ლი­დე­რობს, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატს ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ონს 27.74% ერგო. ბა­თუ­მის N70 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქშიც 1 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია ცნო­ბი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა და სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ნუგ­ზარ სურ­მა­ნი­ძემ ხმა­თა 82.87 % მი­ი­ღო, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გია აბუ­ლა­ძემ 17.13%.

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აჭა­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სულ 21 მან­და­ტია. აქე­დან 15 დე­პუ­ტატს პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით ირ­ჩე­ვენ, ხოლო 6 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით აირ­ჩე­ვა. პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 8 მან­და­ტი ერგო, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 5 მან­და­ტი, ხოლო "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" თითი-თითო მან­და­ტით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში. ექ­ვსი­ვე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს. აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ვებ-გვერდზე შედეგების განთავსება. უსკო-ს მონაცემებით, ხულოს N73-ე ოლქში დათვლილია 52 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" კანდიდატს ხვიჩა შარაშიძეს ხმათა 71.63% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.37%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში 8 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 77.07% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მამული სურმანიძეს - 22.93%. ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში 3 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 71.31% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 28.69%. ბათუმის N69 მაჟორიტარულ ოლქში 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 70.22% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 29.78%. ბათუმის N68 მაჟორიტარულ ოლქში სულ 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ წულაძე ხმების 72.26%-ით ლიდერობს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ელგუჯა ბაგრატიონს 27.74% ერგო. ბათუმის N70 მაჟორიტარულ ოლქშიც 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 82.87 % მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია აბულაძემ 17.13%.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აქედან 15 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" 8 მანდატი ერგო, "ნაციონალურ მოძრაობას" 5 მანდატი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი" თითი-თითო მანდატით იქნებიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში. ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."