საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი 348-ვე უბა­ნი 20:00 სა­ა­თის­თვის, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­ხუ­რა და კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­რულ­და, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის უმაღ­ლე­სი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ პარ­მენ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლა უბან­ზე მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი. უსკო-ს თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ხელ­ვა­ჩა­უ­რის ოლ­ქის რამ­დე­ნი­მე უბან­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, თუმ­ცა ხარ­ვე­ზი 10 წუ­თის შემ­დეგ აღ­მო­ი­ფხვრა. პარ­მენ ჯა­ლა­ღო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რა­ში 37%-იანი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც 15%-ით ნაკ­ლე­ბია პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გებ­თან შე­და­რე­ბით.

"20:00 სა­ა­თის­თვის სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა 114 202-მა ამომ­რჩე­ველ­მა, რაც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლის 37%-ია. შე­და­რე­ბის­თვის, არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ზე 52,97 % იყო აქ­ტი­ვო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ და მე­ო­რე ტუ­რებს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით, 15 %-იანი სხვა­ო­ბაა. ამ დრო­ის­თვის უბ­ნებ­სა და ოლ­ქებ­ში 40-მდე სა­ჩი­ვა­რია და­წე­რი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ეხე­ბა ტექ­ნი­კურ ხარ­ვე­ზებს, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი დრო­უ­ლად და ად­გილ­ზე აღ­მო­ი­ფხვრა. ხელ­ვა­ჩა­უ­რის ოლ­ქში, 3 უბან­ზე გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია რა­მო­დე­ნი­მე წუ­თით, თუმ­ცა პრობ­ლე­მა მა­ლე­ვე აღ­მო­ი­ფხვრა და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ამ კუ­თხით პრობ­ლე­მა არ შექ­მნია. ნა­წილ­ში დრო­უ­ლად მო­ვი­და ელექტრო­ე­ნერ­გია, ნა­წილს კი გე­ნე­რა­ტო­რი და­ახ­მა­რეს", - აღ­ნიშ­ნა პარ­მენ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ.

უსკო-ს თავ­მჯდო­მა­რემ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, მათ შო­რის, ქო­ბუ­ლე­თის ერთ-ერთ უბან­ზე სპეც­რაზ­მის გან­ლა­გე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­ზეც აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა. "სპეც­რაზ­მის რო­მე­ლი­მე უბან­ზე მის­ვლას ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ. ინ­ცი­დენ­ტებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მშვიდ გა­რე­მო­ში. ამომ­რჩე­ველს არ ჰქო­ნია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დროს ხე­ლის შეშ­ლა. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მარ­კი­რე­ბა­გავ­ლი­ლი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აპი­რებ­და უბან­ზე შეს­ვლას, მაგ­რამ ჩვე­ნი მი­ზა­ნია მსგავ­სი პი­რე­ბი არ შე­ვიდ­ნენ უბ­ნებ­ზე. ამ ეტაპ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გაგ­ვაჩ­ნია, უბ­ნის ან ოლ­ქის ბა­თი­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნა პარ­მენ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ.

ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა ოლ­ქე­ბის მი­ხედ­ვით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ბა­თუ­მის N79 ოლ­ქშიი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 68-ე, 69-ე და 70-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებს 50 847 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 31.98 %-ია. ქო­ბუ­ლე­თის N71 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი 20 117 ამომ­რჩე­ველ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რაც 40.78 % უდ­რის. ხელ­ვა­ჩა­უ­რის N72 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 18 320 ამომ­რჩე­ვე­ლი და­ფიქ­სირ­და, რაც 38 07%-ს შე­ად­გენს. ხუ­ლოს N73 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში კი 24 918 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 47.79%-ია. აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბა. აჭა­რა­ში სულ 6 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქია. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

პარმენ ჯალაღონია - აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განლაგებული 348-ვე უბანი 20:00 საათისთვის, კანონის შესაბამისად, დაიხურა და კენჭისყრის პროცედურები დასრულდა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. უსკო-ს თავმჯდომარის განმარტებით, ხელვაჩაურის ოლქის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ხარვეზი 10 წუთის შემდეგ აღმოიფხვრა. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარაში 37%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც 15%-ით ნაკლებია პირველი ტურის შედეგებთან შედარებით.

"20:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 114 202-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 37%-ია. შედარებისთვის, არჩევნების პირველ ტურზე 52,97 % იყო აქტივობა. შესაბამისად, პირველ და მეორე ტურებს შორის დაახლოებით, 15 %-იანი სხვაობაა. ამ დროისთვის უბნებსა და ოლქებში 40-მდე საჩივარია დაწერილი. ყველა მათგანი ეხება ტექნიკურ ხარვეზებს, უმეტესი ნაწილი დროულად და ადგილზე აღმოიფხვრა. ხელვაჩაურის ოლქში, 3 უბანზე გაითიშა ელექტროენერგია რამოდენიმე წუთით, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და საარჩევნო კომისიას ამ კუთხით პრობლემა არ შექმნია. ნაწილში დროულად მოვიდა ელექტროენერგია, ნაწილს კი გენერატორი დაახმარეს“, - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.

უსკო-ს თავმჯდომარემ დღის განმავლობაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზეც გააკეთა განმარტებები, მათ შორის, ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე სპეცრაზმის განლაგების თაობაზე, რაზეც აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. "სპეცრაზმის რომელიმე უბანზე მისვლას ვერ დაგიდასტურებთ. ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ამომრჩეველს არ ჰქონია არჩევანის გაკეთების დროს ხელის შეშლა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მარკირებაგავლილი რამდენიმე ადამიანი აპირებდა უბანზე შესვლას, მაგრამ ჩვენი მიზანია მსგავსი პირები არ შევიდნენ უბნებზე. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, უბნის ან ოლქის ბათილობის საფუძველი არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს“, - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქშიი, რომელიც მოიცავს 68-ე, 69-ე და 70-ე მაჟორიტარულ ოლქებს 50 847 ამომრჩეველი მივიდა, რაც 31.98 %-ია. ქობულეთის N71 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 20 117 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 40.78 % უდრის. ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარულ ოლქში 18 320 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც 38 07%-ს შეადგენს. ხულოს N73 მაჟორიტარულ ოლქში კი 24 918 ამომრჩეველი მივიდა, რაც 47.79%-ია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია. არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მონაწილეობენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."