პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მარ­ნე­უ­ლის 36-ე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მარ­ნე­ულ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ახ­მედ იმამ­კუ­ლი­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­ყალ­ბე­ბის, და­ში­ნე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ არ­ჩევ­ნებ­მა არ ასა­ხა მარ­ნე­უ­ლის ამომ­რჩევ­ლის ნება.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­უქ­მდეს, ვი­ნა­ი­დან არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­ყალ­ბე­ბის, და­ში­ნე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე. არ­ჩევ­ნებ­მა არ ასა­ხა ამომ­რჩევ­ლის ნება და აქე­დან გა­მიმ­დი­ნა­რე 36-ე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­უქ­მდეს", - გა­ნა­ცხა­და იმამ­კუ­ლი­ევ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას თქმით კი, მათ ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ზაზა ბა­ი­რა­მო­ვის სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ის ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ჩა­ყა­რა 400 ბი­უ­ლე­ტე­ნი 86-ე უბან­ზე. მი­სი­ვე თქმით, ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს მას­შტა­ბურ დარ­ღვე­ვებ­ზე, რაც მარ­ნე­ულ­ში იყო. ამას­თან, რო­გორც ბო­კე­რია აცხა­დებს, ამ უბან­ზე და­ა­ში­ნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სწო­რედ ამის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ამ უბან­ზე სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩაყ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განუცხადა.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა არ ასახა მარნეულის ამომრჩევლის ნება.

"ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე. არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება და აქედან გამიმდინარე 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს", - განაცხადა იმამკულიევმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, მათ ხელში ჩაუვარდათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასშტაბურ დარღვევებზე, რაც მარნეულში იყო. ამასთან, როგორც ბოკერია აცხადებს, ამ უბანზე დააშინეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ამ უბანზე საარჩევნო ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."