მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?
ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში სო­ფელ ქვე­მო სო­დის­ში პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სცე­მეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" აც­ნო­ბეს, პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლი გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა კობა ბე­რი­ა­ნი­ძემ სცე­მა.

"სო­ფელ სო­დის­ში, გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა, კობა ბე­რი­ა­ნი­ძემ ზონ­დერებ­თან ერ­თად სცე­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლი", - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი გორ­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან მყოფ მათ აქ­ტი­ვის­ტებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა.

"ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლი კი­კბოქ­სი­ო­რია და რო­გორც ჩანს, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის ზონ­დერ­დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი წევ­რია, ის ასე­ვე თბი­ლი­სის კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლის დის შვი­ლია. მე­რე­ბაშ­ვი­ლი მი­სუ­ლი იყო 45-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან და მან ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სცა­და ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის წა­მო­გე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან შეკ­რე­ბი­ლი ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის და­ი­წყო ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მით სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, გი­ნე­ბა. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებ­თან სწო­რედ ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლი შე­ვი­და, რო­მელ­მაც და­არ­ტყა ერთ-ერთ ჩვენს აქ­ტი­ვისტს, რა­საც ორ­მხრი­ვი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ორი­ვე მხრი­დან, ასე­ვე თა­ვად ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 125-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" 166-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს, და­კა­ვე­ბუ­ლია ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვი­ლის მა­მაც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან კო­მი­სი­ის წევ­რებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?

ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გორში სოფელ ქვემო სოდისში პარტიის მხარდამჭერი სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, პარტიის მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.

"სოფელ სოდისში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი", - აცხადებენ პარტიაში.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კი გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა.

"ალბერტ მერებაშვილი კიკბოქსიორია და როგორც ჩანს, ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრია, ის ასევე თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დის შვილია. მერებაშვილი მისული იყო 45-ე საარჩევნო უბანთან და მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოგება. საარჩევნო უბანთან შეკრებილი ჩვენი აქტივისტებისთვის დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი", - განაცხადა კობახიძემ.

ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია ალბერტ მერებაშვილის მამაც. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."