პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ყი­ზი­ლა­ჯლოს 50-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პო­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, უბან­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - სო­ზარ სუ­ბა­რი და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი მარ­ნე­ულ­ში თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნი, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" - გიგა ბო­კე­რია, ოთარ კა­ხი­ძე, გი­ორ­გი კა­ხი­ძე და სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "50-ე სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი უნდა გა­უქ­მდეს, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს". კერ­ძოდ, მისი თქმით, ად­გი­ლი აქვს ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვას, ასე­ვე, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე პირი უბან­ზე მარ­კი­რე­ბის გა­რე­შე შე­უშ­ვეს.

"გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­და­პირ მო­ი­თხოვ­დნენ ამომ­რჩევ­ლე­ბის­გან და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ, თუ ვის მის­ცეს ხმა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რის გა­მოც ის უბ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

თა­ვის მხრივ, სო­ზარ სუ­ბარ­მა და თა­მაზ ნა­ვე­რი­ან­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს. სუ­ბარ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რამ­დე­ნი­მე უბან­ზე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზია ის, რომ ეს პარ­ტია მე­ო­რე ტურს აგებს.

სუ­ბა­რის ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­პა­სუ­ხოდ გიგა ბო­კე­რი­ამ კვლავ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხე­ზეა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბი, რა­ზეც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს, მათ შო­რის უნდა გა­უქ­მდეს ეს სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ან უნდა მოხ­დეს აღ­დგე­ნა უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, უბანზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს". კერძოდ, მისი თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე, მისი ინფორმაციით, რამდენიმე პირი უბანზე მარკირების გარეშე შეუშვეს.

"გარკვეული ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ ამომრჩევლებისგან დაეფიქსირებინათ, თუ ვის მისცეს ხმა", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, აღნიშნული დარღვევები უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სუბარმა "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ ეს პარტია მეორე ტურს აგებს.

სუბარის ამ განცხადებაზე საპასუხოდ გიგა ბოკერიამ კვლავ აღნიშნა, რომ სახეზეა საარჩევნო დარღვევები, რაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა გაუქმდეს ეს საარჩევნო უბანი ან უნდა მოხდეს აღდგენა უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის.

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."