სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. როგორც ირკვევა, ვიდეო იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.
ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ:
"კანონით ასეთ საქციელზე თუ არის რაიმე სასჯელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს ორივე პიროვნება გადამღებიც, ასე გულიანად რომ ხარხარებს და მსროლელიც"
"საიდან ანდენი უსულგულობა და უტიფრობა, ოჯახებში არ იზრდებით?..."
"მ...........თ დედაც,მამაც, ...ასეთი გველის წიწილები არ გაზარდოს ღმერთმა!!!!"
"ეს გაუზრდელი ცხოველებიიიი, არცერთს ბებო არ ყავს? ან არ დაბერდებიან?"
"ეს ჩვეულებრივი დანაშაულია და უნდა მოხდეს რეაგირება"
"პათოლოგი მოძალადე ბავშვები რომლებიც კანონის უმკაცრესად უნდა დაისაჯონ სხვაპირზე ძალადობის გამო უბრალოთ ამ ფაქტის ყურების მერე მხოლოდ და მხოლოდ მებრალებიან ამ ბავშვების მშობლები რა ავადმყოფები ეზრდებათ ოჯახში"
"სად გაიზარდნენ, ან ვინ გაზარდა ეს მხეცები?! ვინმემ არ იცის ამათი ვინაობის შესახებ? კარგად უნდა მოსდო გვერდებში და ცემაში უნდა ამოხადო ამ სადისტებს სული"
"გული მეტკინა და ამეტირა ამას შვილიშვილები აკეთებთ!? და თან ხალუსობთ სკდებით სიცილით ........დარწმუნებული ვარ უხცხო მოხიცი უზლური რო ნახოთ ქუჩაში ტოვლში წვიმაში ფეხს დააბუჯებთ და კატოკივით გადაუვლით.......სირცხვილიაააა..."
"ნახევარი საქართველო სხვა ქვეყნებშია გადახიზნული მოხუცების მოსავლელად, ყველა, განურჩევლად ასაკისა პატივს სცემს თავიანთ ასაკოვან ხალხს და პირველ ყოვლისა, სახელმწიფო და ჩვენს გაუბედურებულ მოხუცებს კიდე ეს უნდათ? ისედაც გაძაღლებული აქვთ ცხოვრება...თან როგორც ჩანს ნორმალურად კერაც არ გააჩნია...პ.ს. ბუნებრივია, ეცოდინებოდათ, რომ ვიდეოს ატვირთვას დიდი აგრესია მოყვებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამითაც მორიგ სიამოვნებას იღებენ გარეწრები!" - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.
ვიდეოს ეხმაურებიან ცნობილი ადამიანებიც:
ანიტა რაჭველიშვილი, საოპერო მომღერალი: "ეს არაადამიანები ნამდვილად საზოგადოებისთვის საშიშ ცხოველებად გაიზრდებიან! გული დამეწვა! ასეთ რამეს რომ შევსწრებოდი ალბათ შემომაკვდებოდნენ! თან როგორ აწვალებენ და დასცინიან და ეს ვიდეოც გამოდეს ქსელში თითქოს საამაყო გააკეთეს რამე! ვინ არიან? მათი სახეები ყველამ უნდა ვნახოთ და მერე ვუმკურნულოთ ამ საცოდავებს ამათ! პირუტყვები!"
ია ფარულავა, მსახიობი: "ბოლომდე ვერ ვუყურე !!!!! მოვითხოვ დაისაჯონ ეს ნაძირელბი ......რა ხდება !!!! ეს რა ხდება ??? რატომ ხდება ???რისი ბრალია??? ვისი ბრალია ????ვის მოვთხოვოთ პასუხი !!!!!! მივმართავ სამართალდაცავ სტუქტურებს დაიჭირეთ დასაჯეთ ....დასაჯეთ დასაჯეთ !!!!!!!!"
აღნიშნულ ფაქთთან დაკავშირებით, შსს-ს პოზიციით დავინტერესდით. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით არის დაწყებული. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებული არიან პირები, ვინც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.
"უკვე მოხდა მათი გამოკითხვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.