mkurnali.ge - განახლებული ვებგვერდი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

mkurnali.ge - განახლებული ვებგვერდი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

31 ოქტომბრიდან mkurnali.ge -ს მკითხველს განახლებული ვებგვერდი დახვდება. რებრენდინგი რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. საიტზე განახლდა დიზაინი, გამარტივდა ნავიგაცია და ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო მარტივად მოსაძებნი გახდა. მთავარი აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, დიეტოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე გაკეთდება. განახლდება კითხვა–პასუხის განყოფილებაც, რომელსაც სწრაფი პასუხის ფასიანი სერვისი დაემატება. ამ თემაზე უფრო დეტალურად ambebi.ge–ს "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი ესაუბრა.

რა შეიცვალა ვებგვერდზე რებრენდინგის ფარგლებში?

პირველ რიგში აღსანიშნავია დიზაინი, რომელიც თანამედროვე გახდა. მკურნალი "პალიტრა მედიას" ერთ–ერთი პირველი პროექტია და მისი ვებგვერდიც შედარებით მოძველებული იყო. ახლა ნავიგაცია ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ეს ძველ საიტზე იყო.

ვებგვერდზე განთავსებულია უნიკალურია კალკულატორები (წონის, ორსულობის, ბავშვის განვითარების...), ცნობარები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები. თუმცა ეს ყველაფერი მეტ–ნაკლებად ჩამალული იყო და მთავარ გვერდზე არ ჩანდა. განახლებულ საიტზე ეს ხარვეზი გამოსწორდება და აღნიშნული სასარგებლო ინფორმაციის მოძიება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდება.

რა მიმართულებებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი განახლებულ "მკურნალში"?

ჯანსაღი ცხოვრება, დიეტოლოგია და ფსიქოლოგია იქნება მიმართულებები, რომლებზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება. ზოგადად, ვცდილობთ თანამედროვეობის პრობლემებს ვუპასუხოთ და აქცენტის აღნიშნულ საკითხზებზე გაკეთებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.

ამ დროისთვის მკურნალზე, გვაქვს ბევრი რჩევა ჯანასაღი ცხოვრების წესის შესახებ. თუმცა ეს არა არის ცალკე რუბრიკად გამოტანილი. ახალ ვებგვერდზე ის ცალკე განყოფილებად გამოიყოფა და მომხმარებელს ინფორმაციის მიღება გაუმარტივდება.

რა განსაკუთრებულ სიახლეებს უნდა ელოდოს მკითხველი განახლებული ვებგვერდისგან?

მთავარი სიახლე კითხვა–პასუხის განყოფილებას მოიცავს. ვებგვერდზე ყოველდღიურად ასამდე კითხვა შემოდის, რომლებსაც კვალიფიციური ექიმები პასუხობენ. თუმცა ყველა მათგანზე სწრაფი პასუხის მომზადება ჩვენთვის ძალიან ძნელია, ამიტომ ხდება კითხვების კლასიფიკაცია მათი შინაარსის მიხედვით. კითხვაზე პასუხის მოსამზადებლად მაქსიმალური ვადა 10 დღეა. უახლოეს მომავალში აღნიშნულ სტანდარტულ კითხვა–პასუხს ფასიანი სერვისიც დაემატება. მის ფარგლებში მკითხველს საშუალება ექნება კითხვასთან ერთად ფოტოც ატვირთოს და ჩვენი ექიმები მას მაქსიმუმ სამი საათის ვადაში უპასუხებენ.

ტექნიკური სამუშაოების გამო ვებგვერდი mkurnali.ge 30 ოქტომბერს გათიშული იქნება და უკვე ახალი დიზაინით და ფუნქციონალით 31 ოქტომბრიდან გაეშვება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი