"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მას ინფორმაცია დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ არ გააჩნია.
"ამჟამად არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან არაფერი ვიცი. ბატონი დავითი ალბათ, თავად გააკეთებს განცხადებას, რადგან ამხელა ამბავია ატეხილი. როგორც ვხვდები, ვიღაცამ რაღაცა თქვა და ჯერჯერობით ჰაერზეა ლაპარაკი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს, 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგს გამართავს.
დავით უსუფაშვილი საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში. დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან.