"ჯიდიესმა" სერიალი "მზარეულების" ახალი სეზონი ახალი მსახიობებით დაიწყო. ნიკა ყიფშიძისა და სოფო გორელაშვილის სერიალიდან წასვლა საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ისინი ნანკა კალატოზიშვილმა და გიორგი მახარაძემ შეცვალეს. მაყურებლების ნაწილს გაუჭირდა მათ როლებში ახალ მსახიობებთან შეგუება, ნაწილი კი სიახლემ გაახალისა. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინტერნეტში ვიდეო, რომელშიც ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ხელფასს არ უხდიან. იმის გასარკვევად თუ რა იყო ნიკასა და სოფოს სერიალიდან წამოსვლის მიზეზი და აქვს თუ არა ნანკას განცხადებას ამ ფაქტთან კავშირი, პირადად გავესაუბრეთ სოფოს და ნიკას. სოფომ არ ისურვა ამ თემაზე საუბარი, მან განაცხადა, რომ უბრალოდ პირობებმა აღარ დააკმაყოფილა. ნიკამ კი გულახდილად გვიამბო მომხდარის შესახებ:
- რატომ აღარ მონაწილეობთ სერიალ მზარეულებში?
- რეალურად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოვლენები შეთანხმების მიხედვით არ განვითარდა. ისე მოხდა, რომ რა რაოდენობის თანხაც უნდა გადაეხადათ, იმდენის გადახდა ვერ მოახერხეს, რატომ - დღემდე არ ვიცი. გადაგვიყვანეს დღიურ ანაზღაურებაზე, დღეში - 100 ლარი. თუმცა, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლებოდა მეტი გამოგვემუშავებია. გავიდა 1- 2 თვე და მივხვდი, რომ პირიქით, უფრო ნაკლებიც გამოდიოდა. მერე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ხდება ასე და საბოლოო ჯამში როლიდან მომხსნეს. ძალიან ცუდია, როცა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს.
- ანუ როლიდან მოგხსნეს პროტესტის ინიციატორობის გამო?
- ხო, შეიძლება ასეც ითქვას. პროტესტის ინიციატორი რამდენად ვიყავი, ვერ გეტყვით. ბუნებრივია, როცა ადამიანს გაგიჩნდება ეჭვი, რომ რაღაცაში უსამართლოდ გექცევიან და ეს ეჭვი გამართლდება, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეს და მშიშარა ადამიანად მიმაჩნია ის, ვინც პროტესტს არ გამოხატავს ასეთ დროს. ჩემი ვარაუდებიც მაქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მხოლოდ ვარაუდებია... განაგრძეთ კითხვა