მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, - ამის შესახებ მოძრაობის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია წინასაარჩევნოდ ავრცელებს.
"მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია - მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით და რეალურად იქნა შეფერხებული ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, როგორც პროცესუალურად, ისე შედეგების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, "სახელმწიფო ხალხისათვის" მოუწოდებს მხარდამჭერებს, მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით, საკუთარი სინდისისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით და მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც უკეთეს მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში. ამომრჩეველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, საფრთხეები და პრობლემები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.