სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხრიდან შეფერხება მოხსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, დაახლოებით ერთი საათია, სარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და საზღვრის გადაკვეთა შეუძლია როგორც თურქეთის ასევე, საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს პროგრამული ხარვეზის გამო მოძრაობა სამი დღის განმავლობაში გარდა თურქეთის მოქალაქეებისთვის შეფერხებული იყო.