მოგეხსენებათ, არაერთ პრობლემას ვაწყდებით სამარშუტო ტაქსებში - ფეხზე დგომა, ცუდად სიარული, ცუდად გაჩერება და დაძვრა, ტრანსპორტში ადგილის არქონა და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ მთავარი პრობლემა უსაფრთხოებაა.
რა უსაფრთხოების ზომებია მიღებული სამარშუტო ტაქსებში?
რამდენად უსაფრთხოდ გამოვალთ ავარიის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებიდან - ეს ის თემაა რაზეც არ ვფიქრობთ, ალბათ, არც უნდა ვფიქრობდეთ სამარშუტო ტაქსში ჯდომის დროს ავარიაზე, მაგრამ თუ მოხდა, ამისთვის არსებობს საავარიო გასასვლელი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში გაურკვევლად აწერია ეს წარწერა, ზოგ შემთხვევაში - ინგლისურად, რაც ყველასთვის გასაგები არ არის, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ ამძვრალი აქვს სტიკერი.
ასევე არსებობს სპეციალური ჩაქუჩი, რომლითაც ეს შუშა უნდა ჩავამსხვრიოთ, რათა ხელი არ დავიზიანოთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევში, სავარძელიდან მარცხენა მხარეს, მეორე რიგში გვხვდება ჩაქუჩის ჩასადები, რომელიც ცარიელია და რომელსაც ხშირად უხეში ტარების გამო თავსაც კი ვურტყამთ ხოლმე. გარდა იმისა, რომ საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს, ავარიის დროს თავისუფლად შეიძლება დაგვიზიანდეს თავი... განაგრძეთ კითხვა