საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება
სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ ძი­რი­თად საგ­ზაო არ­ტე­რი­ა­ზე, ყო­ვე­ლი 40 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე, გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა, სა­დაც სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გან­თავ­სე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა და ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ქვეყ­ნის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის დო­ნე­ზე.

"ჩვე­ნი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი ძი­რი­თა­დი საგ­ზაო არ­ტე­რი­აა - თბი­ლი­სი­დან - კა­ხე­თის, თბი­ლი­სი­დან - ყაზ­ბე­გის და თბი­ლი­სი­დან - და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყვე­ლა ამ ცენ­ტრა­ლურ არ­ტე­რი­ა­ზე, ყო­ვე­ლი 40 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ არ­სე­ბობ­დეს გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი - გორ­თან არ­სე­ბუ­ლი გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი მას­შტა­ბის, თუმ­ცა იმა­ვე ში­ნა­არ­სის. იქ იქ­ნე­ბა სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლა­დი ამო­ცა­ნაა, რომ ამ სა­კი­თხით კერ­ძო ბიზ­ნე­სი და­ინ­ტე­რეს­დეს. რო­გორც ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნე­ბის­მი­ერ კერ­ძო პირ­სა თუ კომ­პა­ნი­ას შე­ეძ­ლე­ბა, რომ მთავ­რო­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით მიწა მი­ღოს, რო­მელ­ზეც შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

"თუმ­ცა თუ კერ­ძო სექ­ტო­რი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა მზად ასე­თი ტი­პის შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმას, რომ უკვე მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვით გა­კეთ­დე­ბა ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გი­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, თბი­ლის­ში კულ­ტუ­რუ­ლად და ტუ­რის­ტუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­ში იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. ეს ად­გი­ლე­ბია - შარ­დე­ნის ქუ­ჩის, ევ­რო­პის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ამას­თან, წელსვე ამას და­ე­მა­ტე­ბა ძვე­ლი თბი­ლი­სის კი­დევ ერთი წერ­ტი­ლი.

"ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მო­ნა­ხუ­ლე­ბად ად­გი­ლებ­ში გან­ლაგ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს აჭა­რის რე­გონ­შიც, სა­დაც ტრა­სებ­ზე 8 გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­კეთ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ჩო­გო­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო ტუ­რის­ტე­ბის­თვის, არა­მედ რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება

სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება

საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.

"ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

"თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ჩოგივაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია - შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

"ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.

ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი