მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა
"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მეტ­რო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. (იხი­ლეთ ვი­დეო) ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ახ­ტე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი მეტ­როს ვა­გონს და გვი­რაბ­ში შე­დის. ფაქტს არას­რულ­წლო­ვა­ნის მე­გობ­რე­ბი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­დნენ. დად­გე­ნი­ლია თუ არა არას­რულ­წლო­ვა­ნის ვი­ნა­ო­ბა და რა სა­ხის სან­ქცია და­ე­კის­რე­ბა მას, ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს ლელა სე­თუ­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ფაქ­ტის მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მეტ­რო­სად­გუ­რის კონ­ტრო­ლის დი­რექ­ტორს უკვე ვე­სა­უბ­რე და ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში მუდ­მი­ვად პატ­რუ­ლი­რე­ბენ პო­ლი­ცია და ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი. დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი უვ­ნებ­ლად შე­ვი­და გვი­რაბ­ში და არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია.

- რო­მელ მეტ­რო­სად­გურ­შია ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ეს არის ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე მეტ­რო­სად­გურ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი პატ­რუ­ლი და მეტ­როს ოპე­რა­ტო­რი პატ­რუ­ლი­რებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ვა­გონს შე­ახ­ტა კი­ბი­დან, რო­მე­ლიც ცოტა მო­შო­რე­ბულ ად­გილ­ზეა და ამი­ტო­მაც დარ­ჩა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის­თვის. ად­რეც იყო მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, დი­დუ­ბის მეტ­რო­სად­გურ­ზე, მა­მა­კა­ცი ზე­მო­დან და­ახ­ტა მეტ­როს ვა­გონს, მაგ­რამ შე­ნიშ­ნა პატ­რულ­მა, შე­წყდა მოძ­რა­ო­ბა და პირი უვ­ნე­ბე­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

– რა სან­ქცი­ე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე?

- ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე და ფაქ­ტის შეს­წავ­ლა­ზე. უნდა დად­გინ­დეს ეს ახალ­გაზ­რდა არას­რულ­წლო­ვა­ნია თუ არა. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სან­ქცი­ებ­ზე, შე­საძ­ლოა, ხელ­ფა­სი­დან ჩა­მო­ეჭ­რას გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ჯა­რი­მა, ან სხვა სან­ქცია და­წეს­დეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ფეისბუქზე" გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული, ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. (იხილეთ ვიდეო) ვიდეოში ჩანს, როგორ ახტება არასრულწლოვანი ბიჭი მეტროს ვაგონს და გვირაბში შედის. ფაქტს არასრულწლოვანის მეგობრები ტელეფონით იღებდნენ. დადგენილია თუ არა არასრულწლოვანის ვინაობა და რა სახის სანქცია დაეკისრება მას, ამის გასარკვევად Ambebi.ge თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის უფროსს ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა.

- ფაქტის მოკვლევა დაწყებულია. ამის შესახებ მეტროსადგურის კონტროლის დირექტორს უკვე ვესაუბრე და ჯერჯერობით პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა. თბილისის მეტროპოლიტენში მუდმივად პატრულირებენ პოლიცია და ჩვენი ოპერატორები. დადგენილია, რომ აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში და არანაირი დაზიანება არ მიუღია.

- რომელ მეტროსადგურშია ვიდეო გადაღებული?

- ეს არის ვაგზლის მოედანზე მდებარე მეტროსადგურში გადაღებული ვიდეორგოლი, სადაც ყველაზე მეტი პატრული და მეტროს ოპერატორი პატრულირებს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ვაგონს შეახტა კიბიდან, რომელიც ცოტა მოშორებულ ადგილზეა და ამიტომაც დარჩა შეუმჩნეველი შესაბამისი სამსახურისთვის. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, დიდუბის მეტროსადგურზე, მამაკაცი ზემოდან დაახტა მეტროს ვაგონს, მაგრამ შენიშნა პატრულმა, შეწყდა მოძრაობა და პირი უვნებელი ჩამოიყვანეს.

– რა სანქციებია გათვალისწინებული მეტროპოლიტენში მოძრაობის წესების დარღვევაზე?

- ჩვენი სამსახური მუშაობს პირის იდენტიფიცირებაზე და ფაქტის შესწავლაზე. უნდა დადგინდეს ეს ახალგაზრდა არასრულწლოვანია თუ არა. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციებზე, შესაძლოა, ხელფასიდან ჩამოეჭრას გარკვეული სახის ჯარიმა, ან სხვა სანქცია დაწესდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი