კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ

ნატო-სა და რუ­სეთს შო­რის ცივი ომი არ არის, მაგ­რამ არც პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ბი-ბი-სი"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვერ ვხე­დავთ გარ­და­უ­ვალ საფრ­თხეს ნატო-ს რო­მე­ლი­მე წევ­რი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ უფრო ხისტ რუ­სეთს, რო­მელ­მაც ახალ და თა­ნა­მედ­რო­ვე თავ­დაც­ვით სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩადო, ატა­რებს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მა­ნევ­რებს, მათ შო­რის ისე­თებს, რომ­ლის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არ გვაც­ნო­ბებს. ეს არ­სე­ბი­თად ამ­ცი­რებს გამჭვირ­ვა­ლო­ბას და სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბას ევ­რო­პა­ში. მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ასე­თი მა­ნევ­რე­ბი ყი­რი­მის ანექ­სი­ის­თვის. ჩვენ შო­რის ცივი ომი არ არის, მაგ­რამ არც პარტნი­ო­რო­ბა არ­სე­ბობს, რომ­ლის დამ­ყა­რე­ბა­საც რუ­სეთ­თან ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვცდი­ლობ­დით", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ბი-ბი-სი" აღ­ნიშ­ნავს, რომ ნატო-ს გეგ­მა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტინ­გენ­ტის გან­ლა­გე­ბის თა­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ძალ­თა ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან, ცივი ომის პე­რი­ო­დის შემ­დეგ. "ჩვენ ამას ვა­კე­თებთ ძა­ლი­ან მკა­ფიო სიგ­ნა­ლის გა­საგ­ზავ­ნად, რომ ნატო უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­კა­ვე­ბი­სა და თავ­დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბებს. ამას ვა­კე­თებთ არა კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვის, არა­მედ მისი აღ­კვე­თის­თვის. სა­ნამ პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ეცო­დი­ნე­ბა, რომ ალი­ან­სის ერთ წევ­რზე თავ­დას­ხმა გა­მო­იწ­ვევს მთე­ლი ალი­ან­სის პა­სუხს, შევ­ძლებთ მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ნატო-ს რო­მე­ლი­მე წევ­რზე თავ­დას­ხმის აღ­კვე­თას", - გან­მარ­ტავს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თი უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე წლის წინ. "რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მზად არის გა­მო­ი­ყე­ნოს სამ­ხედ­რო ძალა სა­კუ­თა­რი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამას­თან, რუ­სეთს აქვს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და იყე­ნებს ბირ­თვულ რი­ტო­რი­კას სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად. ჩვენ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვამთ. ამი­ტომ, ნატო ადაპ­ტა­ცი­ას ახ­დენს და ცდი­ლობს მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა თავ­დაც­ვი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით. ჩვენ არ ვე­ძებთ კონფრონ­ტა­ცი­ას რუ­სეთ­თან. ჩვენ ბირ­თვუ­ლი ომი არ გვსურს. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ძა­ლის­ხმე­ვას იმის­თვის, რომ რუ­სეთ­თან უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­დეს, მაგ­რამ ამას ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დოქ­ტრი­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ვა­კე­თებ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ

ნატო-სა და რუსეთს შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორული ურთიერთობა არსებობს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ატარებს მრავალრიცხოვან მანევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლის შესახებ წინასწარ არ გვაცნობებს. ეს არსებითად ამცირებს გამჭვირვალობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას ევროპაში. მაგალითად, რუსეთმა გამოიყენა ასეთი მანევრები ყირიმის ანექსიისთვის. ჩვენ შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორობა არსებობს, რომლის დამყარებასაც რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცდილობდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ ნატო-ს გეგმა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განლაგების თაობაზე იქნება ძალთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია რუსეთის საზღვრებთან, ცივი ომის პერიოდის შემდეგ. "ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, რომ ნატო უზრუნველყოფს შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებს. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი აღკვეთისთვის. სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას და ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის აღკვეთას", - განმარტავს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. "რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ. ამიტომ, ნატო ადაპტაციას ახდენს და ცდილობს მოახდინოს რეაგირება თავდაცვითი ზომების მიღებით. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ ამას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად უნდა ვაკეთებდეთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"