კახეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის, მშობლების მხრიდან 6 წლის გოგონაზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის შესახებ. გოგონა პირველი კლასის მოსწავლეა. მას თვალი დალურჯებული აქვს და სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.
ბავშვმა მასწავლებელს უთხრა, რომ თვალი კარის სახელურს მიარტყა და დაზიანება ამის შედეგად მიიღო. არსებული ინფორმაციით კი, გოგონას მშობლები ცემენ.