საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"
"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"

მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­მარ­ტავს, თუ რო­გო­რი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო სტრა­ტე­გია უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში:

დღეს ტაქ­სით რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვიმ­გზავ­რე და - და­ვი­ტან­ჯე... აი, ისე მო­მინ­და ჩემი ავ­ტოს, თუნ­დაც გა­ფუ­ჭე­ბულ-შე­უ­კე­თე­ბე­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, ვით უბი­ნა­ოს ყოფ­ნა ბი­ნა­ში.

სულ გა­გი­ჟე­ბულ­მა, ბოლო მძღოლს, ცოტა "შე­ვუღ­რი­ნე" კი­დეც - გა­იკ­ვირ­ვა - ვე­რაფ­რით ავუხ­სე­ნი, რომ ჩა­ციკ­ლუ­ლი "Я готов целовать песок..." არის ქა­ჯო­ბა, ქა­ჯო­ბა და არა­ფე­რი ქა­ჯო­ბის გარ­და.

- რას მერ­ჩი, ძმაო - აგე, ახლა იყო რა­დი­ო­ში - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც კი რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მომ­ხრეა... ეს დიპ­ლო­მა­ტი ქალი...

***

"ლი­ბერ­თი ბან­კის" სწრა­ფი გა­დახ­დის ტერ­მი­ნალ­ში გა­და­სა­ხა­დი გა­და­ვი­ხა­დე - Выпечатать чек? - ეს წარ­წე­რა გაჩ­ნდა ბო­ლოს აქამ­დე ქარ­თუ­ლით "მო­ლა­პა­რა­კე" ტერ­მი­ნა­ლის ეკ­რან­ზე - და­ვე­თან­ხმე და შე­მო­მა­გე­ბა - Спасибо!

***

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ მოვ­ძებ­ნე სა­გა­რეო ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა და ჩა­ვუ­ჯე­ქი... და აი, რას ვამ­ბობ:

რუ­სე­თი არის ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო!

თა­ვის მო­კა­ტუ­ნე­ბა და ყალ­ბი ილუ­ზი­ის შექ­მნაა, თუ შე­მოგ­ვე­ფიქ­რე­ბა, რომ მო­ლა­პა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის ოკუ­პან­ტი აღარ იქ­ნე­ბა - რე­ა­ლუ­რად, შარლ მო­რის დე ტა­ლე­ი­რა­ნო­ბა არ სჭირ­დე­ბა იმას, რომ ვი­ცო­დეთ - პირ­და­პი­რი თუ მო­კავ­ში­რე­ე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქინ­ძი­სა და ნი­ა­ხუ­რის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ბაზ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და არა უმე­ტეს - რუ­სე­თი ამ ქვეყ­ნი­დან მა­ნამ არ გავა, ვიდ­რე ისე არ და­სუს­ტდე­ბა, რომ მისი კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლო­ბა თვალ­ხი­ლუ­ლი და თვალ­სა­ჩი­ნო იყოს.

ჩვე­ნი სა­გა­რეო სტრა­ტე­გია უნდა იყოს არა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, არა­მედ, რუ­სე­თი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, აგ­რეთ­ვე, და­სავ­ლე­თის და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მან გა­ამ­კაც­როს, გაა-ა-სმა­გოს სან­ქცი­ე­ბი, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც მას - და­სავ­ლეთს, აქვს.

ჩვე­ნი სა­ში­ნაო სტრა­ტე­გია უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის იმის გან­მარ­ტე­ბა, რომ რუ­სე­თი, რო­გორც ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა, ხოლო ვინ­მე მირ­კი­ნის Я Готов Целовать Песок-ს ათას­ზე მე­ტად სჯობს ჯაზი, ბლუ­ზი, როკი... და თვით სე­ლინ დი­ო­ნიც კი.

ლი­ბერ­თი­ბან­კე­ლებს და მათ მეს­ვე­უ­რებს კი რა ვუ­თხრა - და­ი­ქი­რა­ვეთ ვინ­მე და გა­და­ა­კე­თეთ ეს პროგ­რა­მა... ბო­ლოს კი - Спасибо - ს ნაც­ვლად და­წე­რეთ თუნ­დაც grazie ... ან თუნ­დაც - ధన్యవాదాలు".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"

"ტაქსის მძღოლს ვერაფრით ავუხსენი, რომ ვინმე მირკინის "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა"

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს, თუ როგორი საშინაო და საგარეო სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში:

დღეს ტაქსით რამდენიმეჯერ ვიმგზავრე და - დავიტანჯე... აი, ისე მომინდა ჩემი ავტოს, თუნდაც გაფუჭებულ-შეუკეთებელის დაბრუნება, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში.

სულ გაგიჟებულმა, ბოლო მძღოლს, ცოტა "შევუღრინე" კიდეც - გაიკვირვა - ვერაფრით ავუხსენი, რომ ჩაციკლული "Я готов целовать песок..." არის ქაჯობა, ქაჯობა და არაფერი ქაჯობის გარდა.

- რას მერჩი, ძმაო - აგე, ახლა იყო რადიოში - სალომე ზურაბიშვილიც კი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა... ეს დიპლომატი ქალი...

***

"ლიბერთი ბანკის" სწრაფი გადახდის ტერმინალში გადასახადი გადავიხადე - Выпечатать чек? - ეს წარწერა გაჩნდა ბოლოს აქამდე ქართულით "მოლაპარაკე" ტერმინალის ეკრანზე - დავეთანხმე და შემომაგება - Спасибо!

***

სახლში დაბრუნებულმა საგულდაგულოდ მოვძებნე საგარეო ყოფილი მინისტრის განცხადება და ჩავუჯექი... და აი, რას ვამბობ:

რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო!

თავის მოკატუნება და ყალბი ილუზიის შექმნაა, თუ შემოგვეფიქრება, რომ მოლაპარების შემთხვევაში, ის ოკუპანტი აღარ იქნება - რეალურად, შარლ მორის დე ტალეირანობა არ სჭირდება იმას, რომ ვიცოდეთ - პირდაპირი თუ მოკავშირეების თანდასწრებით გამართული მოლაპარაკებების შედეგი შეიძლება იყოს ქინძისა და ნიახურის სარეალიზაციო ბაზრების გაფართოება და არა უმეტეს - რუსეთი ამ ქვეყნიდან მანამ არ გავა, ვიდრე ისე არ დასუსტდება, რომ მისი კუდამოძუებულობა თვალხილული და თვალსაჩინო იყოს.

ჩვენი საგარეო სტრატეგია უნდა იყოს არა მოლაპარაკებები, არამედ, რუსეთისათვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე, აგრეთვე, დასავლეთის დავალდებულება, რომ მან გაამკაცროს, გაა-ა-სმაგოს სანქციები, რისი საფუძველიც მას - დასავლეთს, აქვს.

ჩვენი საშინაო სტრატეგია უნდა იყოს საზოგადოებისათვის იმის განმარტება, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო ვინმე მირკინის Я Готов Целовать Песок-ს ათასზე მეტად სჯობს ჯაზი, ბლუზი, როკი... და თვით სელინ დიონიც კი.

ლიბერთიბანკელებს და მათ მესვეურებს კი რა ვუთხრა - დაიქირავეთ ვინმე და გადააკეთეთ ეს პროგრამა... ბოლოს კი - Спасибо - ს ნაცვლად დაწერეთ თუნდაც grazie ... ან თუნდაც - ధన్యవాదాలు".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს